ლეონარდო და ვინჩი – უნივერსალური ადამიანი

ლეონარდო და ვინჩი ისტორიას,უპირველეს ყოვლისა, შემორჩა როგორც მხატვარი, მაგრამ ის მრავალმხრივი პიროვნება იყო.
როდესაც ლეონარდომ მილანის ჰერცოგ ლუდოვიკო მოროსადს წერილი მიწერა მისთვის შესაძლებელი პროფესიების ჩამოათვალით ( მექანიკა, ჰიდრავლიკა, სამხედრო ინჟინერია, დღესასწაულებისა და ფეიერვერკების მოწყობა), ქანდაკებასა და მხატვრობას მხოლოდ ამ ჩამონათვალის ბოლოს მოიხსენიებს. მართლაც, ლეონარდოს ამ ყველა სფეროში უნიკალური აღმოჩენები აქვს.

ანატომია
იტალიელი მხატვრები საგულდაგულოდ სწავლობდნენ ანატომიას. ლეონარდო და ვინჩიც არ ყოფილა გამონაკლისი. ცნობილია, რომ ის იპარავდა უპატრონო გვამებს და საიდუმლოდ კვეთდა მათ. ცდილობდა, საკუთარი თვალით ენახა კუნთების, ძვლების, სხვადასხვა ორგანოს აგებულება. ჩვენამდე მოაღწია ადამიანის მუსკულატურის, სისხლძარღვოვანი სისტემის, ჩონჩხის მის მიერ შესრულებულმა მრავალმა ჩანახატმა. მას დედის წიაღში მყოფი ნაყოფის ფორმა, მოძრაობა და მდგომარეობაც აინტერესებდა, რასაც არაერთი ჩანახატი ადასტურებს.

ინჟნერია

ლეონარდო და ვინჩის დიდი მიღწევები ჰქონდა სამხედრო ინჟინერიაში. იგი თვლიდა, რომ ომი “ცხოველური უგნურებაა”, თუმცა კი, სამხედრო მანქანების უამრავი ჩანახატი აქვს.

ასევე ლეონარდოს ეკუთვნის თანამდეროვე ტყვიამფრქვევის იდეა, თუმცა მისი ჩანახატი ფორმით განსხვავებულია.

ტანკის მოდელი, შექმნილი ლეონარდო დავინჩის ჩანახატის მიხედვით.

მათემატიკა

ლეონარდო მათემატიკოსიც იყო. იგი წერდა ტრაქტატებს გეომეტრიაში, იკვლევდა წრის ფართობის გამოანგარიშების პრობლემას, მუშაობდა პითაგორას თეორემაზე და სხვ. ლეონარდო წარმატებით თანამშრომლობდა ფრანცისკანელ ბერთან, მათემატიკოსთან ლუკა პაჩოლისთან, რომელიც გახლდათ ღვთაებრივი პროპორციების ტრაქტატის ავტორი. ლუკა პაჩოლის ეს წიგნი ლეონარდოს ნახატებით იყო ილუსტრირებული.

მექანიკა
მექანიკისადმი ლეონარდოს ინტერესი ნათლად ჩანს მისი მრავალრიცხოვანი ჩანახატებიდან. როდესაც XIX საუკუნეში ისინი პირველად გამოქვეყნდა, მათ მართლაც დიდი სენსაცია მოახდინეს. ცხადი გახდა, რომ ლეონარდომ წინ გაუსწრო დროს და განჭვრიტა მომავლის მრავალი აღმოჩენა და სიახლე: ვერტმფრენი, თვითმფრინავი, ველოსიპედი და სხვ.

მართლაც უნიკალურია ლეონარდოს მფრინავი აპარატების იდეა. მისი ჩანახატებიდან ჩანს, თუ როგორ გულმოდგინედ სწავლობს იგი ჩიტის ფრენას, მისი ფრთის სტრუქტურას და როგორ იყენებს მას მფრინავი აპარატის კონსტრუირებისას.

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

8 რჩევა იმისთვის, თუ როგორ უნდა ჩავეხუტოთ მანდილოსანს სწორად

ბილ გეითსი ცხოვრებას გვასწავლის ანუ 11 წესი წარმატებისათვის