თარჯიმანი ქალებისათვის

ამ სასაუბრო წიგნაკის სარგებლობით, ქალებს უადვილდება იმის გაგება, თუ რას გულისხმობენ სინამდვილეში მამაკაცები, როდესაც მიმართავენ თავიანთ საყვარელ შემოკლებებს.

ქალები ხანდახან არასწორად განმარტავენ მამაკაცების გარკვეულ გამოთქმებს, რომლებიც ჩვეულებრივად წარმოადგენენ გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ საჭიროა მივცეთ მათ დრო თვითონ გაერკვიონ თავიანთ გრძნობებში. მამაკაცი არ იძახის: “მე მოწყენილი ვარ, და მე მჭირდება რამოდენიმე ხანი მარტოობაში ყოფნა”. ამის მაგივრად იგი უბრალოდ ჩუმდება. ჩვეულებრივ მამაკაცს უნდა, რომ ქალმა თავი შეიკავოს დამატებითი კითხვებისაგან ან საერთოდ მისცეს მას ჩუმად ყოფნის საშუალება.

“ყველაფერი რიგზეა”
ქალისთვის თარგმნაში ეს ნიშნავს: “ჩემთან ყველაფერი რიგზეა, მე თვითონ შემიძლია გავუმკლავდე ჩემს განწყობას. მე არ მჭირდება დახმარება, მადლობთ”.

ამ თარგმნის გარეშე ქალს შეუძლია ამისი განმარტება შემდეგნაირად: “მე არ მსურს აგიხსნა, რატომ ვარ მოწყენილი. მე არ მჯერა, რომ შენ მართლა გაწუხებს ჩემი პრობლემები”.

“ჩემთან ყველაფერი რიგზეა”
ქალისთვის თარგმნაში ეს ამგვარად ჟღერს: “ჩემთან ყველაფერი რიგზეა, მე თვითონაც კარგად ვერევი ჩემს პრობლემებს. მე არ მჭირდება დახმარება. ხოლო თუ საჭირო იქნება, მე თვითონ გთხოვ”.

ამ თარგმნის გარეშე ქალი განმარტავს ამას შემდეგნაირად: “ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რაც მოხდა. მიფურთხებია ამ პრობლემისათვის. თუნდაც თუ კი შენ წუხხარ ამ მიზეზით, მე მაინც მიფურთხებია”.

“არაფერია, არაუშავს”.
თარგმნა: “ისეთი არაფერი არ მომხდარა, რის მოგვარებასაც მე თვითონ ვერ შევძლებდი. გთხოვ, ნუ მისვამ კითხვებს ამ თემასთან დაკავშირებით”.

თარგმნის გარეშე ქალმა შეიძლება გაიგოს ეს შემდეგნაირად: “მე თვითონაც არ ვიცი, რა მაწუხებს. მე მჭირდება, რომ შენ შენი კითხვების მეშვეობით მომეხმარო გავერკვიო, რაშია საქმე”. და მხოლოდ მაშინ მიასხამს იგი ცეცხლში ზეთს, კითხვების დასმით, იმ დროს როდესაც მას მართლა უნდა, რომ იგი მარტო დატოვონ.

“ყველაფერი კარგად არის”.
ამ ფრაზის თარგმნა შემდეგია: “კი, ეს მართლაც რომ პრობლემაა, მაგრამ ნუ “მხერხავთ”. მე სავსებით შემიძლია თვითონ მოვაგვარო იგი, თუ შენ არ შემიშლი ხელს მასზე ფიქრში, კითხვების დასმით და მონიშვნების მოცემით, რისი კეთება არის საჭირო. უბრალოდ მოიქეცი ისე, თითქოს არაფერი არ მომხდარა: ასე მე უფრო მალე მოვიფიქრებ სწორ გადაწყვეტილებას”.

თარგმნის გარეშე ქალს შეუძლია ამგვარი განმარტების მოცემა: “ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. არ არის საჭირო რაიმის შეცვლა. შენ შეგიძლია მოიქცე ისე, როგორც შენთვის არის მოხერხებულად ჩემს მიმართ, ხოლო მე – შენს მიმართ”. ან: “კაი ამჯერადაც იყოს ასე, მაგრამ გახსოვდეს, რომ დამნაშავე შენ ხარ. ერთხელ მე ჩავიტან ამას მუხრუჭებზე, მაგრამ ღმერთმა არ ქნას რომ ისევ გააკეთო რაიმე ამდაგვარი”.

“ისე რა, მნიშვნელოვანი არაფერი”.
ქალისთვის თარგმნაში ეს ნიშნავს: “არაფერი საშინელი არ მოხდა, იმიტომ რომ მე შევძლებ ისევ ყველაფრის მოგვარებას. გთხოვ, ნუ ფიქრობ ამ პრობლემაზე და ნუ ლაპარაკობ მასზე. ამის გამო მე უფრო უარესად ვგრძნობ თავს. მე ვიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას ამ პრობლემის მოგვარებაზე. მე მსიამოვნებს მისი მოგვარება თვითონ”.

ამ თარგმნის გარეშე, პასუხის მოსმენით: “ისე რა, მნიშვნელოვანი არაფერი”, ქალმა შეიძლება განმარტოს იგი შემდეგნაირად: “შენ ყოველთვის აკეთებ ბუზისგან სპილოს. მთელი შენი მღელვარება კაპიკიც კი არ ღირს. არ არის საჭირო ტყუილუბრალოდ აღელვება”.

“ზოგადად რომ ვთქვათ, ეს წვრილმანია”.
ქალების ენაზე თარგმნით ჟღერს ამგვარად: “ჩემთვის სულაც არ არის ძნელი ამისი გაკეთება ან ამ პრობლემის გადაჭრა. მე მსიამოვნებს ამისი გაკეთება შენთვის”.

თარგმნის გარეშე, გაგონებით: “ზოგადად რომ ვთქვათ, ეს წვრილმანია”, ქალს შეუძლია განმარტოს პასუხი შემდეგი სახით: “ეს ყველაფერი სისულელეა. რისთვის ქმნი ამისგან პრობლემას და შველას თხოვ?” და მაშინ – სრულიად უადგილოდ – იგი იწყებს მისთვის ახსნას, რატომ “ეს” წარმოადგენს პრობლემას.

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

როგორ შევწყვიტოთ საკუთარ თავზე ცუდად ფიქრი?

მყიდველები ცუდი განწყობისას უფრო მეტ ფულს ხარჯავენ