in ,

ადამიანის უფლებების შესახებ

თქვენ გაქვთ უფლება: + ხანდახან დააყენოთ თქვენი თავი პირველ ადგილზე + შველა სთხოვოთ და ემოციონალური მხარდაჭერა

თქვენ გაქვთ უფლება:

  1. ხანდახან დააყენოთ თქვენი თავი პირველ ადგილზე
  2. შველა სთხოვოთ და ემოციონალური მხარდაჭერა
  3. განაცხადოთ პროტესტი არასამართლიანი მოპყრობის ან კრიტიკის წინააღმდეგ
  4. გქონდეთ თქვენი საკუთარი აზრი ან მტკიცება
  5. დაუშვათ შეცდომები, სანამ არ იპოვით სწორ გზას
  6. მისცეთ ადამიანებს უფლება თვითონ მოაგვარონ თავიანთი პრობლემები
  7. თქვათ: “მადლობა, არა.”, “ბოდიში, არა.”
  8. ყურადღება არ მიაქციოთ გარშემომყოფთა რჩევებს და საკუთარს მიყვეთ
  9. იყოთ მარტო, მიუხედავად იმისა თუ სხვებს უნდათ თქვენთან ერთად ყოფნა
  10. იქონიოთ თქვენი საკუთარი, ნებისმიერი, გრძნობა, დამოუკიდებლად იმისა, ესმით თუ არა ეს გარშემომყოფებს
  11. შეცვალოთ თქვენი გადაწყვეტილებები ან მოქმედებების წესი
  12. მიაღწიოთ შეთანხმების შეცვლას, რომელიც თქვენ არ გაწყობთ

თქვენ არ ხართ ვალდებული:

  1. იყოთ 100 %-ით სრულყოფილი
  2. მისდევდეთ ყველაფერს
  3. გააკეთოთ რაიმე სასიამოვნო თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებისათვის
  4. გიყვარდეთ ადამიანები, რომელთაც ზიანი მოაქვთ თქვენთვის
  5. ბოდიში მოიხადოთ იმისათვის, რომ თქვენ იყავით ის ვინც ხართ
  6. ძალები დახარჯოთ სხვების გულიზე
  7. იგრძნოთ საკუთარი თავი დამნაშავედ საკუთარი სურვილების გამო
  8. შეეგუოთ თქვენთვის უსიამოვნო ვითარებას
  9. თქვენი შინაგანი სამყაროთი იმსხვერპლოთ ვისთვისაც არ უნდა იყოს
  10. შეინარჩუნოთ ურთიერთობები, რომლებიც გახდნენ შეურაწმყოფელნი
  11. გააკეთოთ იმაზე უფრო მეტი, რამდენი დროც გაქვთ სამაგისოდ
  12. გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც სინამდვილეში არ შეგიძლიათ
  13. შეასრულოთ არაგონივრული მოთხოვნები
  14. მისცეთ ის, რისი მიცემაც სინამდვილეში არ გინდათ
  15. საკუთარ თავზე ატაროთ ვინმეს არასწორი ქცევის სიმძიმე
  16. საკუთარ “მე”-ზე უარის თქმა რაიმის გამო ან ვინმეს გამო

კოდექსი პიროვნების მოვალეობების შესახებ თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ:

  1. არ შეიძლება საზოგადოებაში ცხოვრება და საზოგადოებისაგან თავისუფლად ყოფნა
  2. აზრი, რომელიც თქვენი აზრისგან განსხვავდება, შეიძლება სწორი იყოს
  3. არავინ არ არის ვალდებული მოიქცეს ისე, როგორც თქვენ გინდათ
  4. ის, რაც თქვენთვის მიუღებელია, შეიძლება სხვისთვის ნორმალური იყოს
  5. რჩევას, დამყარებულს სხვის გამოცდილებაზე, შეუძლია შეცდომებისაგან დაგიცვას
  6. თქვენი სიდამნაშავის გრძნობას შეუძლია თქვენი ქცევის დაუშვებლობაზე მითითება
  7. გარშემომყოფებსაც აქვთ უფლებ საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენების
  8. არავითარი წესები არ გათავისუფლებენ თქვენი საქციელების პასუხისმგებლობისაგან.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

What do you think?

9 ნაბიჯი ბედნიერებისაკენ

რას ვნანობთ ყველაზე ხშირად?