ზოგადი კომუნიკაციის გზები

ზოგადი კომუნიკაციის გზები

ღია კომუნიკაციები გარდამტეხი მომენტია, თუ თქვენ აპირებთ იყოთ კარგი მმართველი.
ქვევით მოყვანილია ზოგიერთი არასწორი კომუნიკაციის მაგალითი, თუ რა სახით ვლინდებიან ისინი და პრობლემის თავიდან არიდების გზები.

1. ბრძანება: “შენ უნდა…. ” თანამშრომელს აღშფოთებით განაწყობს მენეჯერის ძალის გამოყენების წინააღმდეგ. დამცირებული და უარყოფილი თანამშრომლის რეაქცია ასეთ მოქმედებაზე უთანხმოებით, გაბრაზებით ან წინააღმდეგობის გაწევით გამოიხატება.

2. გაფრთხილება: “უკეთესია….” “თუკი შენ არ გააკეთებ, მაშინ…” – მომავალში დიდ უკურეაქციას გამოიწვევს, ხოლო თანამშრომელი დამცირებულად და შერცხვენილად იგრძნობს თავს.

3. მორალის წაკითხვა: “შენ აუცილებლად… ” “ეს შენი მოვალეობაა…” თანამშრომელს დამნაშავედ აგრძნობინებს თავს და მის მიმართ ძალზე მცირე ნდობას გამოხატავს.

4. რჩევის მიცემა: “მე გავაკეთებდი ასე… ” “უკეთესი იქნებოდა შენთვის, თუ შენ..” – უფროსის უპირატესობას გამოხატავს და პიროვნება თავს სამუშაოსათვის შეუფერებლად და სხვაზე დამოკიდებულად იგრძნობს თავს. განსაკუთრებით, თუ მენეჯერის რჩევა არასწორი აღმოჩნდა.

5. ლოგიკური მსჯელობით დარწმუნება: “აი, რატომ ხარ არასწორი…” “ფაქტია, რომ…” – მეორე ადამიანს თავს “არასწორად” აგრძნობინებს და თავის დაცვისკენ უბიძგებს, და ისევ შეუფერებლობის გრძნობას აღუძრავს.

6. გასამართლება: “შენ სულელურად მოქმედებ…” “შენ სწორად არ მსჯელობ” – თანამშრომლის არაკომპეტენტურ და შტერ ადამიანად აგრძნობინებს თავს, და თუ ასეთი გამონათქვამები ხშირად იქნება გამოყენებული, შესაძლოა მათ პიროვნების თვითშეფასებაშიც შეაღწიონ. სამომავლოდ კი ყალიბდება თავდაცვის მექანიზმი, რომლის შედეგადაც თანამშრომელი აღარ ეტყვის მენეჯერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

You might also like

წარმატება და მოტივაცია

მეწარმის ხასიათი და ბიზნესის წარმატება

ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია მეწარმის ხასიათზე. ყველა მათგანი განსხვავებულია და შესაბამისად მათი წარმატებაც სხვადასხვაგვარია. პიტერ დრუკერმა თქვა შემდეგი სიტყვები: „ვიღაც საშინელი ექსცენტრისტია, ვიღაც სწორი კომფორმისტი, ვიღაც მსუქანი, ვიღაც კი სუსტი; ერთნი

ლიდერობა და კარიერა

44 შეცდომა, რომელსაც გვიან ასაკში ინანებთ

ყველა ადამიანი რაღაცას ნანობს. როდესაც შეცდომებს ვაცნობიერთ უკვე ძალიან გვინაა. გვიანი სინანულის თავიდან ასაცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები და ეცადეთ არასოდეს დაუშვათ შემდეგი შეცდომები: 1. მუდმივად ყოყმანობთ, ნაცვლად იმისა, რომ

სიახლეები

5 კითხვა, რომელზე პასუხიც დაგეხმარებათ წარმატებული კარიერის დაგეგმვასა და შექმნაში

წინამდებარე პრინციპები დაგეხმარებათ აკეთოთ საყვარელი საქმე და იცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, როგორსაც იმსახურებთ. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა, არასდროს არის ძალზედ ადრე ან გვიან – აღმოაჩინოთ თქვენთვის საუკეთესო კარიერა.