ძლიერი და შთამაგონებელი მიზნების შექმნის 7 ნაბიჯი

ძლიერი და შთამაგონებელი მიზნების შექმნის 7 ნაბიჯი

თქვენი მიზნები ძლიერი და შთამაგონებელია? ახდენენ თუ არა ისინი თქვენს რეალურ მოტივაციას, რომ ყველაფერი მოასწროთ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ საკუთარი ცხოვრებისთვის? ძლიერი და შთამაგონებელი მიზნების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაზრდის იმის ალბათობას, რომ თქვენ სინამდვილეში მათ მიაღწევთ. გარდა ამისა, უნდა იცოდეთ, რომ ასეთი მიზნების შექმნა გაცილებით რთული იქნება, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.

წარმოგიდგენთ 7 საშუალებას, რომელთა მეშვეობით თქვენ შეძლებთ საკუთარი მიზნები გახადოთ შთაგონებით სავსე და ამასთან მნიშვნელოვნად გაზარდოთ თქვენი მოტივაცია იმისათვის, რომ მიზნები რეალობად აქციოთ:

1. საკუთარ თავს ჰკითხეთ: „რა მიზნები მინდა რეალურად ჩემთვის?“. ნუ დაისახავთ ისეთ მიზნებს, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რომ თქვენ რამე აკეთოთ, ან იმისკენ, რომ სხვებმა გითხრან რა აკეთოთ. მოახდინეთ ნეგატიური ფიქრების ლიკვიდაცია.

2. აქციეთ საკუთარი მიზნები რეალობად. გაარკვიეთ, რის გაკეთებას შეძლებდით ცხოვრებაში გონივრულად და დროის განსაზღვრულ პერიოდში.

3. მიეცით თავს ოცნების უფლება. დაწერეთ ესსე სახელწოდებით „ჩემი ცხოვრების იდეალი“.

4. შექმენით საკუთარი ცხოვრების ფილმი. დარწმუნდით, რომ თქვენს თავში შექმნილი ფილმი ნამდვილად წარმოადგენს თქვენს ოცნებებს და მიზნებს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უკვე მიაღწიეთ მიზნებს და რაც შეიძლება ხშირად დაატრიალეთ ეს წარმოდგენა თავში. თქვენი გონება დაიწყებს მიზნების მიღწევაზე მუშაობას, თქვენ შეიგრძნობთ ემოციებს ზუსტად ისე, როგორც რეალურად მიზნის მიღწევის დროს.

5. საკუთარ თავს დაუსვით კითხვები, ხოლო პასუხებისგან მოახდინეთ მიზნების ფორმულირება. მაგალითად შეეკითხეთ საკუთარ თავს: „თვეში რომ ვშოულობდე 10 000$-ს?“ – გაეცით მას პასუხი და შემდეგ შეადგინეთ თქვენი ფინანსური გეგმა ამ შეკითხვაზე გაცემული პასუხების გარშემო. ზუსტად ასე მოიქეცით თქვენი ცხოვრების სხვა საკითხებთან მიმართებაშიც.

6. ჩაიწერეთ ყველა თქვენი მიზანი აქტიური ზმნების გამოყენებით როგორც უახლოესი მომავლისთვის, ასევე მომავალი თვეებისა და წლებისათვის.

7. საკუთარ თავს ყოველდღიურად შეახსენეთ თქვენი მიზნები. გამოიყენეთ ნებისმიერი ფილმი ან საიტი, რომელიც შექმნილია ამისათვის. დაისვენეთ რამოდენიმე წუთი, საკუთარი მიზნები ხმამაღლა წაიკითხეთ და აივსეთ მომავალი, ძლიერი და შთამაგონებელი წარმატებების შეგრძნებით, რომლებსაც საკუთარი თავისთვის თქვენვე ქმნით.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

კომპეტენტური რჩევის უქონლობით გამოწვეული მარცხი

როდესაც ჯანმრთელობა გაწუხებთ, ექიმებთან მიდიხართ, როდესაც იურიდიული პრობლემა გაქვთ გადასაჭრელი, ვექილს მმართავთ. მაგრამ როცა საქმე ბიზნესს ეხება, ბევრი ისე გადაეშვება ამ ახალ წამოწყებაში, ხშირად უკანასკნელ დანაზოგს ჩადებს და ერთი წუთითაც

Print Friendly, PDF & Email

ფინანსების შენახვისა და გაზრდის 30 პრინციპი

1. სჯობს ყურებამდე საქმეში იყო, ვიდრე ვალებში. 2. საკრედიტო ბარათები – ეს არის მოკლე ყულფი, რომელსაც ბანკები გაბამენ. 3. შემოსავლის გაზრდაზე ზრუნვა იწყება ხარჯების შემცირებით. 4. საკრედიტო ბარათი მხოლოდ ლამაზად

Print Friendly, PDF & Email

წარმატებული მმართველების 8 წესი 

1. ბიზნესი ― ეს არის ეკოსისტემა და არა ბრძოლის ველი  რიგითი მმართველები ბიზნესს უყურებენ, როგორც კომპანიებს, ჯგუფებს და განყოფილებებს შორის კონფლიქტს. წარმატებული მმართველები ქმნიან გუნდებს,რომლებიც ადაპტაციას ახდენენ ახალ ბაზრებთან და

Print Friendly, PDF & Email

რისთვის გჭირდებათ სიმდიდრე?

დავსვათ შეკთხვა: რა საჭიროა სიმდიდრე? ღირს თუ არა სიმდიდრით მოტანილი დივიდენდები იმად, რასაც მათ მისაღებად ადამიანი ხარჯავს? ამ საკითხს შესაძლოა სხვა კუთხით მივუდგეთ. რა იმალება სიმდიდრის სურვილის უკან? ნამდვილად სიმდიდრე

Print Friendly, PDF & Email

როგორ მივიღოთ მაქსიმუმი ბიზნეს-ლიტერატურის კითხვისას

გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას, ბიზნეს-ლიტერატურის ცნობილი მკითხველის – ალექსადრე მელნიკისგან. დიდი ხანი არ არის, რაც მან ბიზნეს-ლიტერატურის აქტიური კითხვა დაიწყო, მაგრამ ძალიან მალე მიიღო შედეგი. თუ ადრე თვეში 1 წიგნს კითხულობდა,

Print Friendly, PDF & Email

1 წამის მარტივი წესი დაგეხმარებათ გახდეთ მეტად პოპულარული და პატივცემული ადამიანი

“პასუხის ოდნავ დაყოვნებით, თქვენ შეგიძლიათ თანამოსაუბრის წარმოდგენა შეცვალოთ თქვენს მიმართ და მოიპოვოთ პატივისცემა.” ჯეფრი ჯეიმსი (Geoffrey James) ჟურნალისტი, მწერალი, ორატორი, ბლოგ Sales Source-ის შემქმნელი. ერთ-ერთი საუკეთესო რჩევა მოგვცა ნაპოლეონ ჰილმა

Print Friendly, PDF & Email