ძლიერი ადამიანის 7 წესი

ძლიერი ადამიანის 7 წესი

მაღალი ნერვული ძალის შექმნისა და გამყარებისთვის, აუცილებელია გახსოვდეთ შემდეგი რამ:

1. ნუ გაექცევით შიშს
გააანალიზეთ და მიიღეთ ის, როგორც ფიზიკური გრძნობა. შიშს, რომლის თვალებში ჩახედვისაც ჩვენ გვეშინია, შეუძლია მოგვკლას.

თვალყური ადევნეთ საკუთარ შიშს და შეიგნეთ, რომ მას არ უნდა დაექვემდებაროთ. იფიქრეთ მასზე, როგორც ფილმზე, რომელიც ნანახი გაქვთ. ის, რასაც ეკრანზე ხედავთ, რეალურად არ არსებობს. შიშიც ისევე მოვა და წავა, როგორც კადრები ეკრანზე, თუ თქვენ ჯიუტად არ შეაჩერებთ მას.

2. ნუ იცხოვრებთ წარსულში
გახსოვდეთ — არასოდეს არის გვიანი ყველაფრის თავიდან დაწყება. იმისათვის, რომ შეცვლა დაიწყოთ, საჭიროა წარსულის დავიწყება. ნუ იცხოვრებთ წარსული ცხოვრების ტვირთითა და წარუმატებლობით. ამ ყველაფერმა უკვე ჩაიარა. იცხოვრეთ დღევანდელი დღით. საკუთარი ცხოვრება ახალ საწყისებზე ააგეთ, მოიცილეთ სამუდამოდ ყველანაირი ნეგატივი.

3. ნუ დახარჯავთ ენერგიას საკუთარი თავის შეცოდებაზე
გაიგეთ, ეს ენერგიის ფუჭი ხარჯვაა. საკუთარი თავის შეცოდება, წყენა – ეს ყველაფერი გაიძულებთ ერთ წრეზე იაროთ, ყოველ ჯერზე დაუბრუნდეთ ცუდ აზრებს. წლების მანძილზე გულში შენახული გრძნობა და წყენა შესაძლოა კიბოს გაჩენის მიზეზიც კი გახდეს. სისულელეა საკუთარი თავის დასჯა ახლა იმის გამო, რომ წარსულში ვიღაცამ გაწყენინათ.

4. წარსულისგან გათავისუფლდით პატიების გრძნობით
პატიება — ეს არის გრძნობა, რომელიც გათავისუფლებთ წყენისგან, ტკივილისგან, სულის სიმძიმისგან. პატიების შეუძლებლობა კი იწვევს შინაგან რღვევას, წლების მანძილზე გროვდება სულელური აზრები და საბოლოოდ ეს ყველაფერი ისევ თქვენს წინააღმდეგ მუშაობს.

5. ნუ ჩაიციკლებით ცუდზე ფიქრით
იფიქრეთ და ისაუბრეთ იმაზე, რაც კარგია თქვენს ცხოვრებაში. თქვენი ფიქრები შემოატრიალეთ პოზიტიური მიმართულებით.

დღის მანძილზე დაგეგმეთ რაც შეიძლება მეტი საქმე, რომელთა შესრულება სიამოვნებას მოგგვრით. დრო დაიტოვეთ იმისათვის, რომ წაიკითხოთ წიგნი ან წახვიდეთ თეატრში. იარეთ მეგობრების და ნათესავების დაბადების დღეებზე, მოინახულეთ გამოფენები და გასართობი ღონისძიებები. ნუ აიძულებთ საკუთარ თავს დაცემამდე გართობას, უბრალოდ იარეთ ასეთ ადგილებში.

6. დაეხმარეთ სხვა ადამიანებს და თქვენ იგრძნობთ, რომ მოგეშვათ, რომ გაცილებით მსუბუქად ხართ.

7. მიუხედავად იმისა, თუ როგორ გრძნობთ თავს, იარეთ თავაწეულმა და ისე მოიქეცით, თითქოს მართლაც წარმატებული ადამიანი ხართ.

თუ თქვენ ნამდვილად გაქვთ ნება და მისწრაფება საკუთარი უბედურების გადასალახად – დარწმუნებული იყავით, რომ წარმატება დიდხანს არ გალოდინებთ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1505 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like