ძლიერი ადამიანების კვალდაკვალ!

ძლიერი ადამიანების კვალდაკვალ!

     ცხოვრებამ მომცა შესაძლებლობა დღევანდელი სამოტივაციო პოსტი დავწერო კუნძულიდან სადაც ამჯერად ვიმყოფები და ამ გზით კიდევ მეტად გავზარდო ჩვენი მკითხველის მოტივაცია. ერთი კვირაა საქმიანი მივლინებით ვიმყოფები კუნძულ ქსიამენზე,რომელიც ჩინეთის სამხრეთით მდებარეობს.ულამაზესი ადგილია.მოვლილი ქუჩებით და ხედებით,აყვავებული ხეებითა და ყვავილებით.სანაპიროზე დაცურავს უამრავი იალქნიანი გემი თოლიებთან ერთად და ტურისტებიც ტკბებიან და იღებენ სამყაროსგან უამრავ დადებით ენერგიას. საბედნიეროდ მეც ამ კუნძულის ნაპირზე ვსეირნობ ახლა და ვცდილობ ჩვენი ჟურნალის დღევანდელი პოსტი გამოვიდეს საინტერესო.
   ამჯერად მინდა ვისაუბრო ძლიერ ადამიანებზე რომლებმაც იციან – დაბრკოლებები,მარცხი,ტკივილი და იმედგაცურება ახლავს თან იმ საქმეს,რომელმაც წარმატება უნდა მოუტანოს მათ. ასეთმა ადამიანებმა იციან რომ რთულია დასახული მიზნის მიღწევა.კომფორტის ზონის დატოვება ყველაზე მტკივნეული პროცესია.შემდგომ ეტაპზე კი ცხოვრება ახალ სირთულეებს დაატეხს მათ თავს,ყველაფერი იქეთკენ წავა,რომ სხვა გამოსავალი არ დარჩებათ – უკან უნდა დაიხიონ,მაგრამ ძლიერი ადამიანები არასდროს იხევენ უკან,სწორედ ეს გამოარჩევთ მათ სხვებისგან.ძლიერმა ადამიანებმა იციან რომ სირთულეები არის წარმატების გარანტია. არ ვიცი ეს ცოდნა წიგნებში აქვთ ამოკითხული,თუ უბრალოდ აქვთ ინტუიცია რომელიც თითქმის არასდროს ღალატობთ, მაგრამ ისინი დაბადებიდანვე გამორჩეული ადამიანები არიან. შემდგომ ეტაპობრივად ცოდნის დაუფლებით და ახალი უნარების გამომუშავებით მათი პიროვნული სიძლიერე კიდევ მეტად იზრდება!
აღსანიშნავია ისიც,რომ ძლიერი ადამიანები წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, არიან ძალიან,ძალიან ჯიუტები ! ვერავითარი მარცხი და იმედგაცურება, ვერ აღუდგება წინ მათ მიერ დასახულ მიზანს. სხვების აზრს,განსაკუთრებულ ნეგატიურს ისინი არასდროს აქცევენ ყურადღებას და სწორედ ამით გამოირჩევიან სხვებისგან.
საინტერესოა შესაძლებელია თუ არა ჩვეულებრივი ადამიანი გახდეს ძლიერი? რა თქმა უნდა კი ! ამისთვის მას მთელი გულით უნდა უყვარდეს საქმე რომელსაც ემსახურება, უნდა სურდეს წარმატება და წინსვლა. წარმატებისკენ დაუღალავად მიმავალი ადამიანი კი იზრდება და ვითარდება.
და ბოლოს ჩვენს რეალობაში ადამიანებს შურთ,როდესაც მათ გვერდით ჩვეულებრივი ადამიანები წარმატებას აღწევენ და ოცნებების რეალიზებას ახდენენ. ნუ შეგშურდებათ მათი! იმუშავეთ მათ მსგავსად დაუღალავად,გაათენეთ ღამეები და ნახავთ წარმატება თქვენთანაც მოვა.მერწმუნეთ ეს წესი შუცვლელია და ყოველთვის ამართლებს!
გისურვებთ წარმატებებს!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რთულ სიტუაციებში პოზიტივის შენარჩუნების 15 წესი

აირჩიეთ ის წესი რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ცივი გონება: 1. თუ მშვიდად არ ხართ არასოდეს უპასუხოთ. თუ დარწმუნებული არ ხართ სიმშვიდეში, ჩუმად იყავით. პირველ რიგში მოძებნეთ დრო და ძალა

Print Friendly, PDF & Email

10 დაბრკოლება თქვენსა და მშვენიერ ცხოვრებას შორის

1. დაუმთავრებელი საქმეები გათავისუფლდით წარსულისგან, განსაზღვრეთ და მოაწესრიგეთ დაუსრულებელი საკითხები. მიიყვანეთ ბოლომდე ყველაფერი, რაც დაწყებული გაქვთ: პროექტი, დიეტა, კონფლიქტი, საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობა. 2. აწმყოს იგნორირება დღევანდელი დღე – ეს

Print Friendly, PDF & Email

როგორ კლავს თქვენი საუბრის მანერა თქვენდამი ნდობას – 8 ცუდი ჩვევა

1. ჟარგონი ეს არის საუბრის ფორმა, როცა ჩვეულებრივი სიტყვები გამოითქმის ახალი ფორმებით იმისამთვის, რომ საუბარს უფრო «ბიზნეს» ხასიათი ჰქონდეს. ამასთან, ბიზნეს-სლენგის მოყვარულები ფიქრობენ ესმით თუ არა გარშემომყოფებს მათი, რადგან ხშირად

Print Friendly, PDF & Email

“ვაიმე” – ქართული კაფე მოსკოვში

“Вай Мэ!” – ქართული კაფე მოსკოვში, რომელიც ეკუთვნის Saperavi Café-ს ხელმძღვანელებს ხათუნა კოლბაიას და თენგიზ ანდრიბავას. «Why me?»-ს ქსელში მუშაობენ მხოლოდ ისინი, ვისაც ქართულ სამზარეულოზე მხოლოდ სხვებისგან კი არ სმენია, არამედ ისინი,

Print Friendly, PDF & Email

კმაყოფილების 5 გაკვეთილი მილიარედერების, უორენ ბაფეტისა და ჩარლი მანგერისაგან

1. «მოძებნე ის, რაც გააქტიურებს». ასე უპასუხა უორენ ბაფეტმა შეკითხვას, თუ რა რჩევას მისცემდა ის საკუთარ თავს ახალგაზრდობაში, 50 წლის წინ. მას რა თქმა უნდა მხედველობაში ჰქონდა ცხოვრების სტილი და

Print Friendly, PDF & Email

ოჯახური სიმყუდროვის და სითბოს გამომხატველი 45 ფოტო ზამთრის პერიოდისთვის

თოვლიან და ყინვიან ზამთარში თბილი ქურთუკი, ცხელი გამათბობელი და შალის გადასაფარებელი შეუცვლელი მეგობრები არიან. სახლში დაბრუნებისას სურვილი გიჩნდება გაეხვე ამ თბილ გადასაფარებელში და ფეხშიშველმა გაიარო რბილ ნოხზე. ჩამოჯდე ბუხარში მოგიზგიზე

Print Friendly, PDF & Email