ყველაზე რთული გასაუბრება ჩემს ცხოვრებაში

ყველაზე რთული გასაუბრება ჩემს ცხოვრებაში

ცხელი დღეები დგას ქალაქში, თითქოს ყველაფერი გაუსაძლისი გეჩვენება და თუ სამსახურის ძებნის პროცესში ხარ, ეს სიცხეები აუტანელია, მაგრამ არ უნდა დანებდე, არ უნდა დაყარო ფარ- ხმალი და გააგრძელო სამსახურის ძებნის პროცესი შემართებით.
ამიტომ თეთრ პერანგსა და შავ პიჯაკში გამოწყობილი, ხელში ლეპტოპით , მაჯაზე საათით, ელეგანტურად ჩაცმული მივიჩქარი გასაუბრებაზე, რა თქმა უნდა ვღელავ და გონება უამრავი აზრით მაქვს სავსე, ამ სიჩქარეში დამავიწყდა მეთქვა შენთვის რომ ჩემთან ერთად არის ჩემი 3 წლის ბიჭუნა, რომელიც ცელქი და ამასთანავე ძალიან საყვარელია. ვერ მოვახერხე მისი სხვაგან დატოვება და გადაწყვიტე მასთან ერთად წავსულიყავი ბედის საძებნელად.
ერთი შეხედვით სასიამოვნოა ასეთი შემართება, მაგრამ როგორც სტატიიდან შეიტყობთ ეს უამრავ სირთულესთან აღმოჩნდა დაკავშრებული. გასაუბრებაზე როდესაც ჩემი რიგი მოახლოვდა, რა თქმა უნდა პატარასთან ერთად აღმოვჩნდი ეიჩარის წინ, თავს უხერხულად ვგრძნობდი, რადგან ჩემი პატარა ცელქობდა, ოთახში დარბოდა და რა თქმა უნდა, აზრად არავის მოუვიდა გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით, გამოსაცდელი კითხვები დაესვათ ჩემთვის. გაეღიმათ პატარას სიცელქის გამო და თავაზიანად მითხრეს, რომ დამიკავშირდებოდნენ. რა თქმა უნდა არ დაურეკავთ და მეც არ მტკენია გული ამის გამო, უბრალოდ ჩემი სტატიით მინდა, შემდეგი კითხვით, მივმართო ჩემს მკითხველს : თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოექცეთ ადამიანს,რომელიც გასაუბრებაზე პატარასთან ერთად მოგევლინებათ, აღელვებული და აფორიაქებული?
ჩვენ ვიცით ამ კითხვებზე სწორი პასუხი. ასეთ ადამიანს უფრო ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ, გულთან მივიტანოთ მისი ამბავი და მივცეთ შანსი გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები.. ვიცი ადვილი არ არის როდესაც წესებს არღვევ და იმ ადამიანს ხედავ გასაუბრებაზე კაბინეტში, რომელსაც მცირეწლოვანი უჭირავს ხელში და მის დამშვიდებას ცდილობს, მაგრამ გიფიქრიათ როგორი გზის გავლა მოუხდა ამ ადამიანს თქვენამდე მოსასვლელად. როგორი სირთულეები შეხვედა ცხოვრების გზაზე, მაგრამ იმედი არ დაუკარგავს და მზის სხივებით სავსე მოდიოდა შენამდე.
გიფიქრიათ როგორ გზას გადიან ქალბატონები, რომლებიც პატარებს ზრდიან, არ ყავთ დამხმარე ადამიანები, ყველაფერს მარტო აკეთებენ და თქვენ უბრალოდ შანსაც არ აძლევთ იპოვონ სასურველი სამსახური. როგორ უნდა ვიარსებოთ ასეთ საზოგადოებაში?
ამიტომ მე მინდოდა მეთქვა, როდესაც წარმატებული ადამიანი გახდები, როდესაც მოგეცემა შანსი გადაწყვიტო სხვა ადამაინების ბედი, არ დაივიწყო სხვისი გაჭირვება. ეცადე, დარჩე გულისხმიერი. ეს ხომ ყველა წარმატებაზე მნიშვნელოვანია და გონივრულად გაუწოდე დასახმარებლად ხელი შენს გარშემო ადამიანებს.
გისურვებ წარმატებებს

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

View all posts by this author →

You might also like

სიახლეები

ნუ დაუწერთ ნაცნობებს დაბალ ქულებს

ულამაზეს ხედს- ლურჯ ზღვაში მიმოფანტულ თოლიებს და გარშემო მთებს, კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი და შთაგონებით სავსემ წერა გავაგრძელე. გემმა  გააპო კვლავ ტაატით ლურჯი ტალღები და ჰორიზონტისკენ ავიღეთ გეზი ახალი თავგადასავლების

რუბრიკები

ეს საიტი საშუალებას იძლევა იშოვოთ სამსახური მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას!

დასავლეთში სწრაფად ვითარდება და პოპულარული ხდება სტარტაპი Jobbatical.com ის ადამიანებს საშუალებას აძლევს სამსახური იშოვონ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ წლის მანძილზე. სტარტაპმა მსხვილი ინვესტორების ყურადღბა მიიქცია. Techcrunch-ი წერს: «Jobbatical-მა წარმატებით დახურა

სიახლეები

10 რამ, რისი გაკეთებაც საკუთარი თავისთვის დღესვე უნდა დაიწყოთ

1. დაიწყეთ საკუთარი გონების, სხეულის და სულის სრულყოფა. «თუ თქვენ ანვითარებთ თქვენს გონებას, სხეულს და სულს, დრო მაგიურად მუშაობს თქვენზე. იღებთ ახალ პერსპექტივებს, რომლებიც დაგეხმარებათ უფრო მეტს მიაღწიოთ». – Brian Koslow