ცხოვრებაში ყველაზე ნიჭიერი ადამიანები – სამოსნები!

ცხოვრებაში ყველაზე ნიჭიერი ადამიანები – სამოსნები!

მაგალითი №1
კომპანია Motorola-ს დამფუძნებელს პოლ გალვინს (Pol Galvin) სწავლა ძალიან არ უყვარდა. ვიდრე მისი კლასელები „მოსაწყენ“ გაკვეთილებს უსმენდნენ, ის სადგურში პოპკორნს, ნაყინსა და ბუტერბროდებს ყიდდა. ფულის გამომუშავების სურვილი უქმად ყოფნის საშუალებას არ აძლევდა. მან ბევრი წარუმატებლობა იწვნია, თუმცა ამან გალვინი უფრო გააძლიერა, ის ამტკიცებს: „მე დავეცი არაერთხელ და ვიცი, როგორ წამოვდგე“.

მაგალითი №2
ჩაის მაგნატი ტომას ლიპტონი (Thomas Lipton) სკოლას იშვიათად სტუმრობდა. 5 წლიდან ის მამის პატარა მაღაზიაში მუშაობდა. თუმცა წვრილი მოვაჭრის პერსპექტივა დიდად არ ხიბლავდა, 15 წლის ასაკში ტომასმა დატოვა შოტლანდია, ის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც მისი განმარტებით, ბიზნესის კეთება ისწავლა. დღეს Lipton-ი ყველაზე პოპულარული ჩაია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

მაგალითი №3
ავტომობილების ერთერთმა ყველაზე წარჩინებულმა იაპონელმა მწარმოებელმა სოიჩირო ჰონდამ (Soichiro Honda) მხოლოდ 8 კლასი დაამთავრა. ის აბსოლუტურად არ ერკვეოდა ბიზნესისა და ვაჭრობის ასპექტებში, წარმოდგენა არ ჰქონდა მენეჯმენტსა და ეკონომიკურ სტრატეგიაზე, გარდა ამისა შორს იყო საინჟინრო საქმის დეტალებისგან. თუმცა მისი მიდგომა მოტოციკლეტების შექმნისადმი რევოლუციური აღმოჩნდა.

სკოლის მასწავლებლებს უყვართ იმის მტკიცება, რომ ხუთოსნები „შორს წავლენ“. თუმცა ცხოვრება გვაჩვენებს, რომ მათი სიტყვები ხშირად არ მართლდება. სხვადასხვა გამოკვლევების თანახმად, უმუშევრების 12.2% სწორედ ის ხალხია, ვინც სკოლაში ძირითადად ხუთებზე სწავლობდა.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ყველა დამქირავებელს არ აინტერესებს პრეტენდენტები „წითელი დიპლომით“. კადრების მენეჯერებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ კონკრეტულ წარჩინებულებს სუსტი პრაქტიკული უნარ-ჩვევები აქვთ, ხუთებზე დევნაში ხშირად ისინი მხედველობიდან კარგავენ მნიშვნელოვან ასპექტებს. წარჩინებულებს შორის არც ისე ცოტაა ისეთი, ვინც ბიზნესს ისე უყურებს, როგორც რაღაც უხამსს. გამოკითხვის თანახმად, წარჩინებულების მხოლოდ 14% არის ჩართული ბიზნესში და ხშირად ეს ის ხალხია, ვინც საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების შემდეგ შეცვალა თავისი პრიორიტეტები.

„კარგოსნების“ კლასი იკავებს მოწინავე პოზიციებს ყველა 3 კატეგორიაში: 58%-ს ტოპ მენეჯერებში, 52%-ს ბიზნესმენებსა და 56%-ს უმუშავრებში.

ყველაზე ნიჭიერები კი სამოსნები არიან.

მათ შორის განსაკუთრებით მაღალია არასტანდარტულად მოაზროვნე, შემოქმედებითი ადამიანების პროცენტი. ფსიქოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ასეთი ადამიანებისთვის მოსაწყენია სასკოლო დისციპლინების ჩვეულებრივი კომპლექტი. ხშირად ისინი „იხსნებიან“ სკოლის დასრულების შემდეგ, ანდა რაიმე კლასგარეშე ჯგუფში. გამოკითხვის შედეგების თანახმად, მმართველებს შორის სამოსანი ზუსტად იმდენია, რამდენიც წარჩინებული (23%).

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

რუბრიკები

რა შეიძლება იყიდო 1 დოლარად?

რა შეიძლება იყიდო 1 დოლარად? ერთი შეხედვით არც არაფერი: შოკოლადის ფილა, საღეჭი რეზინი? მაგრამ თურმე სხვადასხვა ქვეყანაში ამ თანხით სხვადასხვა სასარგებლო ნივთის შეძენა შეიძლება. მაგალითად: კომბოჯა: 2 ბოკალი ჩამოსასხმელი ლუდი

ბიზნესფსიქოლოგია

ჯეი აბრაამი: ბრენდის პოზიციონირების 15 მეთოდი

 საკუთარი თავის, პროდუქტის ან კომპანიის «შესანიშნავ ხარისხში» პოზიციონირების 15 მეთოდი 1. რაც არ უნდა გააკეთოთ კლიენტისთვის, აკეთეთ ეს შემდეგი დევიზით: «თქვენს განკარგულებაში ვარ». გახსოვდეთ, რომ თქვენ კლიენტისთვის «სანდო მრჩეველი» ხართ

რჩევები და წესები

4 კვირა, რომლიც მთლიანად შეცვლის თქვენ ცხოვრებას

1 კვირა ადრე ადგომა,  დაახლოებით დილის 6-ზე და მაშინვეგაჩნდება საკუთარი თავის მოვლის დრო,  რომლის გამონახვა დღის მანძილზე ძალიან რთულია.  შედეგი – სიმშვიდე და წყნარი გარემო, სანამ ყველას სძინავს,   შეგიძლიათ თქვენი