5 კანონი ფულის შესახებ წიგნიდან „ყველაზე მდიდარი ადამიანი ბაბილონში“
1071 Views

5 კანონი ფულის შესახებ წიგნიდან „ყველაზე მდიდარი ადამიანი ბაბილონში“

#1 ფულის დაგროვების კანონი
ფულს მიიზიდავს ყველა ის ადამიანი, რომელიც თავისი შემოსავლის ნაწილს გადადებს ყოველთვიურად იმისათვის, რომ უზრუნველყოს მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა სამომავლოდ.

ეს ფულის ყველაზე მნიშვნელოვანი კანონია და აი რატომ:

ყველა ადამიანი იღებს გარკვეულ შემოსავალს (სამსახურში, ბიზნესიდან, შეიძლება ვინმეს შემოსავლის რამოდენიმე წყაროც კი აქვს) და ამასთან ყველას შემოსავალი სხვადასხვა რაოდენობისაა. განსხვავება იმაშია თუ როგორ განკარგავენ ადამიანები ამ ფულს. ვიღაც 10 000-ს შოულობს, მაგრამ თვის ბოლოს ვალებს იღებს, ვიღაც 1500-ს – რაც ყოფნის და რჩება კიდეც. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ტოპ უმდიდრესი ადამიანების სიაში შედიან არა შემოსავლის მიღების მიხედვით, არამედ კაპიტალის რაოდენობის მიხედვით. თუ თქვენ ჩვევად გაიხდით საკუთარი შემოსავლის მინიმუმ 10% მაინც რომ გადადოთ, ძალიან ახლოს აღმოჩნდებით სიმდიდრესთან. ვერც კი დაიჯერებთ, რომ ეს ყველაზე მარტივი და გასაგები, მაგრამ ამასთანავე ყველაზე მნიშვნელოვანი ფულის კანონია. სანამ გადადებას და დაგროვებას არ დაიწყებთ, ვერცერთი ნაბიჯით ვერ მიუახლოვდებით სიმდიდრეს და კეთილდღეობას.

#2 ფულის გონიერი მფლობელის კანონი
ფული მუშაობს კარგად მაშინ, როცა ჭკვიანი მფლობელი ჰყავს, რომელიც ფულს უძებნის შემოსავლიან გამოყენებას, რომელიც ზრდის მათ რაოდენობას.

სამწუხაროდ, ეს კანონი არ მოქმედებს პირველის გარეშე, ამიტომ, თუ ფული არ გექნებათ გადადებული, ვერც გაზრდით მის რაოდენობას. მაგრამ თუ რაიმე თანხის დაგროვება შეძელით, აუცილებლად დადგება საკთხი, როგორ გამოიყენოთ ის. თუ ფულს გონივრულად მიუდგებით, აუცილებლად უპოვით შემოსავლიანი გამოყენების გზას. ფული – ეს არის დაუღალავი მუშაკი, რომელსაც გასაოცარი გზით შეუძლია გაბევრდეს თავად და რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მოიმატოს, მთავარია გონიერი პატრონის ხელში მოხვდეს.

#3 ფულის ფრთხილი მფლობელის კანონი
ფული საიმედოდ იცავს ფრთხილ მფლობელს, რომელიც მათ დაბანდებას ჭკვიანი ადამიანის რჩევის საფუძველზე ახდენს და შეუძლია ფულთან სწორი მოპყრობა.

კიდევ ერთი კანონი ფულის ფრთხილ მფლობელზე, რომელიც არამარტო ჭკვიანურად აკეთებს დანაზოგს, არამედ ჭკვიანი ადამიანების რჩევებსა და გამოცდილებებს იზიარებს, ან თავად ხდება ასეთი. იცოდეთ, რომ მოუფრთხილებელი ადამიანებისგნა ფული მიფრინავს, ხოლო ფრთხილი, გამოცდილი და ანგარიშიანი ადამიანები კიდევ უფრო მეტ ფულს იზიდავენ. მოძებნეთ რჩევები და მიიღეთ გამოცდილება ფულთან მოპრყობის მხრივ.

#4 ფულის გამოცდილის მფლობელის კანონი
ადამიანი ფულს კარგავს, თუ მის დაბანდებას ახდენს ისეთ ბიზნესში ან საქმის შესრულებაში, რომელსაც კარგად არ იცნობს და რომლებიც არ არის დადებითად შეფასებული გამოცდილი ადამიანების მხრიდან.

ფული ჩადეთ ისეთ საქმეში, რომელშიც ერკვევით. ადამიანს როცა ფული აქვს დაგროვილი ყოველთვის უნდა დააბანდოს, რომ მეტი ფული იშოვოს, თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რადგან ფული სწრაფად გაგიქრებათ ხელიდან მანამ, სანამ შესაფერის ვარიანტს იპოვით. თავიდან მოგეჩვენებათ, რომ ყველა მეთოდი შემოსავლიანია, მაგრამ სწორედ ასეთი ვარიანტებია ყველაზე დიდი საფრთხე ფულის დაკარვისთვის. ფულის გამოუცდელი მფლობელი, რომელიც მხოლოდ საკუთარ მოსაზრებებს ეყრდნობა და აბანდებს იქ, რომელი საქმეც არ ესმის, საბოლოოდ აღმოაჩენს, რომ არასწორად მოიქცა და ფული დაკარგა. ნებისმიერი დაბანდების წინ საჭიროა ანალიზის გაკეთება, ხარჯების, მოგების და სხვა საკითხების გათვლა. დამატებით რჩევების მიღება გამოცდილი და ჭკვიანი ადამიანებისგან, რათა სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.

#5 არარეალური შემოსავლების კანონი
ფული გაურბის იმ ადამიანს, რომელიც აიძულებს მათ მუშაობას არარეალური შემოსავალის მისაღებად, ან რომელიც უჯერებს მაქინატორებსა და თაღლითებს, ან მხოლოდ საკუთარი შეხედულებით მოქმედებს.

ეს კანონი განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როცა ყველას აქვს ინტერნეტთან წვდომა. ფულის ახალი მფლობელები ყოველთვის ეძებენ ფანტასტიკურ შეთავაზებებს არარეალური შემოსავლის მიღების იმედით, მათ ეჩვენებათ, რომ კაპიტალის დაგროვება ძალიან სწრაფად შეიძლება. თუმცა, ყველაზე ხშირად ახალი მფლობელები, რომლებსაც ფანტასტიკური შემოსავლების სჯერათ მწარე გაკვეთილს იღებენ და უფულოდ რჩებიან. ამიტომ, თუ თქვენ ახლა იწყებთ რაიმე საქმეს დაგროვლი ფულით, აუცილებლად მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია, რჩევები და გამოცდილება, რომ სავალალო შეცდომა არ დაუშვათ.

რომ შევაჯამოთ – ზემოთ მოყვანილი ხუთი კანონიდან გამომდინარე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდიდარმა ადამიანმა იცის საკუთარი შემოსავლებიდან ფულის გადადება, დაგროვება, დაბანდება, ამასთანავე ამ ყველაფერს აკეთებს სიფრთხილით, იღებს კონსულტაციას გაცილებით უფრო გამოცდილი და ჭკვიანი ადამიანებისგან კონკრეტულ საქმეში.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like