10 ისტორია, რომლებიც ამტკიცებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში
1755 Views

10 ისტორია, რომლებიც ამტკიცებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში

69684362
1. ბებია მოზეზს არასოდეს უსწავლია სკოლაში და სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარი გახდა. ის პატარა ფერმაში ცხოვრობდა, ბავშვობიდან ბევრს მუშაობდა. ხატვა კი მაშინ დიწყო, როცა 76 წლის გახდა. მისი პირველი ნახატები ეკიდა ადგილობრივ აფთიაქში. სოფელში გავლით იყო ინჟინერი, რომელიც გატაცებული იყო ფერწერით და ძალიან იფად იყიდა მისი რამოდენიმე ნახატი თავის გალერეაში გამოსაფენად. ასე გახდა ბებია მოზეზი ამერიკის ყველაზე ცნობილი მხატვარი. მის ნახატებს ჩუქნიდნენ ამერიკის პრეზიდენტებს დაბადების დღეებზე. მხატვარი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა და მოასწრო 1 600 ნახატის შექმნა.

4592055-R3L8T8D-650-12345

2. ინგებორგა მოტცი — გერმანელი მოხუცი ქალბატონი, რომელიც გახდა საბირჟო ტრეიდერი საკმაოდ გვიან. რამოდენიმე წელში ის გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორი იყო, გამოიმუშავა მილიონები და დაწერა წიგნი საფონდო ბაზარზე მუშაობის შესახებ. მან შეძლო წარმატებისთვის მიეღწია იქ, სადაც ბევრი პროფესიონალი ფიასკოს განიცდის.

4601205-R3L8T8D-650-armani-giorgio_2011_2

3. ჯორჯო არმანი — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მდიდარი ტანსაცმლის დიზაინერი, რომლის ქონება 8,5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ თავბრუდამხვევ კარიერამდე არმანი სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. მაგრამ რაღაც მომენტში ის მიხვდა, რომ ექიმობა მისი საქმე არ იყო და პრაქტიკაში მოდის ინდუსტრიის აქტიური შესწავლა დაიწყო. სამხატვრო განათლების გარეშე ის ნომერი ერთი დიზაინერი გახდა მსოფლიოს მასშტაბით.

4594355-R3L8T8D-650-512be66fae2511_90615035

4. კეი დ’არსი — ლონდონელი მედდა ყოველთვის მსახიობობაზე და ჰოლივუდის ფილმებში გადაღებაზე ოცნებობდა. 69 წლის ასაკში მან გადაწყვიტა აეხდინა ოცნება და გაემგზავრა ჰოლივუდის დასაპყრობად. ხოლო 79 წლის ასაკში მან მიიღო მთავარი როლი სერიალში «აგენტი 88» — დ’არსი ასრულებს ყველაზე საშიში მკვლელის როლს.

Harland-Colonel-Sanders-founder-of-KFC-

5. გარლანდ სანდერსი, უფრო ცნობილია როგორც პოლკოვნიკი სანდერსი, გაიზარდა უმამოდ, ის და მისი და დედასთან ერთად სიღარიბეში ცხოვრობდნენ. 65 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა ადგილას, ცდილობდა გაეხსნა პატარა რესტორანი, მაგრამ მაშინვე გაკოტრდა. შემდეგ გაახსენდა ქათმის იშვიათი რეცეპტის შესახებ, რომლის მიყიდვაც უნდოდა მზარეულებისთვის. უმუშევარ პენსიონერს დასცინოდნენ ყველა რესტორნის მფლობელები, მაგრამ ის არ ნებდებოდა. 1 006 უარის მიღების შემდეგ, მან მაინც შეძლო გაეფორმებინა თავისი პირველი კონტრაქტი. ამის შემდეგ კი ჩვენი გმირი უმდიდრესი ადამიანი გახდა. მისი სახე ამშვენებს 18 000-ზე მეტი რესტორნის ბანერს, რომლის სახელია KFC — Kentucky Fried Chicken.

4603605-R3L8T8D-650-50eeb83d236ea8_02866082

6. იგორ გოლდმანი სპორტით დაკავდა, როცა ის 65 წლის გახდა. ახლა ის 78 წლისაა და მსოფლიო რეკორდებს ამყარებს მძლეოსნობაში, თავისუფალ დროს კი ხელმძღვანელობს ბიოტექნოლოგიურ ცენტრს და მუშაობს ადამიანის იმუნიტეტისთვის მთავარი ცილის – ლაქტოფერინის მისაღებად.

4604305-R3L8T8D-650-adstyle-Jacquie-Tajah-Murdoc

7. ჟაკლინ მერდოკი ახალგაზრდობიდანვე ოცნებობდა გამხდარიყო ფოტომოდელი. მისი ოცნება ახდა 2012 წლის ზაფხულში, როცა მას 82 წელი შეუსრულდა. ის გახდა ბრენდ Lanvin-ის სახე და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაითქვა სახელი. ქუჩაში მას ახალგაზრდა მამაკაცმა მიმართა და სთხოვა გადაეღო მისთვის ფოტო. ეს ახალგაზრდა მოდური მოხუცების შესახებ ბლოგის მწარმოებელი იყო. გარკვეული დროის შემდეგ მისი ფოტოები შენიშნეს Lanvin-ის მარკის წარმომადგენლებმა, რომლებიც ეძებდნენ მოხუც მოდელს შემოდგომის სარეკლამო კამპანიისთვის.

4604805-R3L8T8D-650-50dc3e5c26fe2

8. გრეტა პონტარელი, 63 წლის. რამოდენიმე წლის წინ ექიმებმა მას ოსტეოპოროზის დიაგნოზი დაუსვეს – ეს არის დაავადება, რომელიც შლის ძვლის ქსოვილს. მაშინ გრეტა 59 წლის იყო და ძვლების გასამაგრებლად ცეკვით დაკავდა. დღეს ის პუბლიკის წინაშე მშვენიერი ღია საცეკვაო ფორმით გამოდის, ცეკვავს და ასრულებს ურთულეს ილეთებს.

067

9. აიდა მენდესი ბრაზილიიდან. ის პირველად პარაშუტით გადმოხტა, როცა 100 წლის იყო. მას იმდენად მოეწონა, რომ კიდევ ორჯერ გადმოხტა, რის გამოც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. «საჭიროა იყო მამაცი, ცხოვრებაში გამოგადგება», — განმარტა მან, როცა ნახტომის შემდეგ მიწაზე დაეშვა 103 წლის ასაკში.

4605755-R3L8T8D-650-989086

10. გრეის კუკი 83 წლის ასაკში გახდა როკ-ვარსკვლავი. რეჟისორი ტიმ სემუელი მუშაობდა დოკუმენტურ ფილმზე მოხუცი ბრიტანელების შესახებ და მოიფიქრა ამ ფილმის მხარდასაჭერად ჩამოეყალიბებინა მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული როკ-ჯგუფი. შემდგარ კოლექტივს დაერქვა The Zimmers (მოხუცებისთვის დამხმარე სასიარულო ყავარჯნების გამომშვების სახელის მიხედვით) თავისი ქავერთი სიმღერაზე «My Generation» The Who შევიდა ბრიტანულ ჩარტებში და 5 მილიონიანი ნახვით YouTube-ის ინტერნეტ გვერდი დაიპყრო.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like