ყოველდღიური დაგეგმვის 4 წესი

ყოველდღიური დაგეგმვის 4 წესი

1. განსაზღვრეთ სამი პრიორიტეტი
მაშ ასე, პირველი, ყოველ დღე საკუთარ თავს დაუსვით შეკითხვა: «რომელ სამ პრიორიტეტს ვადგენ დღეისთვის?» – და რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, აუცილებლად შეასრულეთ ეს საკითხები.

პრიორიტეტების დაყენების სისწორის შემოწმება: თქვენ უნდა ხედავდეთ გადასაჭრელ საკითხსა და თქვენს სასურველ მიზანს შორის სამომავლოდ აშკარა კავშირს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იმუშავებს თქვენი გეგმა.

ეს ერთი, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა.

2. თავი აარიდეთ დროის „მჭამელს“
მეორე, თქვენ თავად კარგად იცით საკუთარი „ცოდვების“ შესახებ: ვიღაც სოც-ქსელში ზის, უაზროდ სვამს მოწონებებს მეგობრების ჩამონათვალში არსებული პირების ფოტოებზე და სტატუსებზე, ვიღაც საუაბრშია გართული ან ტელევიზორს უყურებს, ვიღაცას არ შეუძლია უარის თქმა და რეაგირებს ყველანაირ გარე გამაღიზიანებელზე, ასრულებს სხვის და არა თავის სურვილებს. ამიტომ, თქვენს გეგმაში სჯობს ჩართოთ ერთი დავალება, რომელიც იმუშავებს დროის „მჭამელის წინააღმდეგ“. უბრალოდ გეგმაში ჩასვით პუნქტი: „დროის „მჭმამელისთვის“ თავის არიდება“: მაგალითად, სოც-ქსელები. ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება დაგეხმარებათ გონებაში „შემხსენებელის“ გააქტიურებაში და დროის გამოყენებას უფრო გაცნობიერებულად და ეფექტურად შეძლებთ.

3. შეიგრძენით საკუთარი რითმი
მესამე, ყველა თქვენთანს აქვს თავისი რითმი. ვიღაც ტოროლაა, ვიღაც ბუ, ვიღაც მარათონელი და შეუძლია გრძელი გარბენის შესრულება, ვიღაც სპრინტერია და მაღლაპროდუქტიული, ოღონდ მოკლე დროის მანძილზე. საკუთარი თავის გაგებიდან გამომდინარე, თქვენ გეგმავთ საქმეებს. ტოროლებმა სჯობს ყველაზე რთული საქმეები დილით მოაგვარონ, ბუებმა დღის მეორე ნახევარში. მარათონელები კარგად მუშაობენ დღეში 3-4 საათი გადაბმულად, სპრინტერები სწრაფ სტარტს იღებენ და შეუძლიათ კარგი შედეგი დადონ ერთი ან საათნახევრის ნამძილზე, შემდეგ სწრაფად იღლებიან, ამიტომ მათთვის უმჯობესია საქმე ბლოკებად დაგეგმონ. ამგვარად, თქვენი რითმის ცოდნით, გეგმაში შეიტანეთ ყველაზე რთული დავალება ყელაზე მაღალი პრიორიტეტით იმ შემთხვევაში, როცა თქვენ ყველაზე მეტად პროდუქტიული ხართ. მარტივი რუტინული დავალებები, რომლებიც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, თამამად ჩასვით «არაპროდუქტიულ» საათებში.

მაშ ასე, ვამატებთ გეგმაში რთულ დავალებას მაღალი პრიორიტეტულობით პროდუქტიულობის პერიოდში. ხოლო ნაკლებად პრიორიტეტულ საკითხებს ვაერთიანებთ ბლოკებში და ვასრულებთ ნაკლებად პროდუქტიულ დროს.

4. დაისვენეთ
მეოთხე, თქვენი დასვენება. აუცილებელია დაგეგმოთ დასვენება და ასევე ის, თუ როგორ აღიდგენთ და შეივსებთ ენერგიის რესურსს. გახსოვდეთ, რომ ენერგიის მიღება შესაძლებელია 4 წყაროს დახმარებით: ემოციური, გონებრივი, ფიზიკური, სულიერი. როგორი შესვენებები და როდის გექნებათ დღის მანძილზე? როგორ აღიდგენთ ენერგიას გადარბენებს შორის? დაგეგმეთ და შეიტანეთ გეგმაში.

როგორ უნდა შეამოწმოთ, რომ სწორად არეგულირებთ თქვენი ძალების აღდგენას? საღამოს, სამუშაო დროის დასრულებისას თუ თქვენ ისევ გაქვთ ენერგია, არ ხართ მოდუნებული და მხნეობაც გაქვთ – ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფრს კარგად გაართვით თავი! დიახ, ეს შესაძლებელია.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1529 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

10 საუკეთესო რჩევა მათ, ვინც სახლში მუშაობს

როცა ისმის ფრაზა «მე სახლში ვმუშაობ», «მე ფრილანსად ვმუშაობ», ზოგიერთი ადამიანი თავს აქნევს და შურს ეს მდგომარეობა. ისინი ფიქრობენ, რომ იმაზე უკეთესი არაფერია, როცა საკუთარ თავზე მუშაობ. თუმცა, სინამდვილეში ოფისისა

Print Friendly, PDF & Email

როდის გვეხმარება სამყარო ოცნებების ახდენაში?

ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია, ‘’როცა გულით გწადია რაღაც, მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში’’. მაგრამ ყველასთან ყოველთვის როდი ხდება ასე. რადგან ყველამ არ იცის როგორ…. იმისათვის, რომ სამყარო დაგეხმაროთ ოცნებების ასრულებაში,

Print Friendly, PDF & Email

რა უნდა იცოდეთ, თუ ბიზნესის შემოწმებაზე მოვლენ?

ემოციური გაწონასწორებულობა და სიმშვიდე ქრება იმ მომენტში, როცა ის განსაკუთრებით საჭიროა. რთულ სიტუაციაში უნდა იფიქროთ, მოძალებული ემოციები კი ხელს გიშლით ძალების მოკრებასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. განსაკუთრებით მკაცრად უნდა აკონტროლოს

Print Friendly, PDF & Email

25 ციტატა იმის შესახებ, რომ დამარცხება, ომის მოგების გზას გვიჩვენებს!

არსებობენ ადამიანები, რომლებიც არასოდეს ეგუებიან არასასურველ მდგომარეობას, უიღბლობას, წარუმატებლობას ან რაიმე მარცხს და მიუხედავად რთული ცხოვრებისა, ისინი ყოველთვის ეძებენ გამოსავალს და განაგრძობენ ბრძოლას უკეთესობისთვის. რა უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენც მებრძოლი

Print Friendly, PDF & Email

სტივ ჯობსის 20 შთამაგონებელი ციტატა პერფექციონისტებისთვის

ადამიანი, რომელიც იდგა პერსონალური კომპიუტერების აღმოცენების ერის დასაწყისთან, კომპანია Apple-ის დამფუძნებელი, სტუდია Pixar-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი — სტივ ჯობსი ტექნოლოგიებში აფასებდა სილამაზეს და მოხერხებულობას. მან სრულყოფილება ცხოვრების ძირითად პრინციპად აქცია. B2P.GE-მ შეაგროვა

Print Friendly, PDF & Email

როგორ ვანგრევთ საკუთარ ცხოვრებას ისე, რომ ვერც კი ვამჩნევთ ამას

ზოგჯერ ჩვენ გვეჩვენება, თითქოს ცხოვრებაში რაღაც ისე არ ხდება. ჩვენ მოხარული ვიქნებოდით შეგვეცვალა ყველაფერი, მაგრამ კონკრეტულად რა – არ ვიცით. B2P.GE გთავაზობთ სტატიას, რომელიც დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ ამ უხილავ მახეს.

Print Friendly, PDF & Email