ყოველდღიური მანიფესტი „სწორედ დღეს ვიქნები ბედნიერი“ – დეილ კარნეგისგან

ყოველდღიური მანიფესტი „სწორედ დღეს ვიქნები ბედნიერი“ – დეილ კარნეგისგან

— სწორედ დღეს მე განვიხილავ იმას, რაც რეალურია და არ ვაიძულებ გარესამყაროს საკუთარ სურვილების ჩემთან განხილვას. მე მივიღებ ჩემს ოჯახს, ჩემს სამსახურს, ჩემს საქმეს და ჩემს ბედს ისეთს, როგორიც არის და შევეცდები მათთან შესაბამისი ვიყო.

— სწორედ დღეს მე ვიზრუნებ ჩემს ჯანმრთელობაზე. გავიმაგრებ მას ფიზიკური ვარჯიშებით, საკუთარ სხეულთან ფრთხილი დამოკიდებულებით, სწორი კვებით. მე შევწყვეტ მის შევსებას მავნე ნივთიერებებისგან. მე მინდა ის ვაქციო ჩემი საჭიროებების შესასრულებელ იდეალურ მანქანად.

— სწორედ დღეს მე შევეცდები განვავითარო ჩემი ინტელექტი. მე შევეცდები გავიგო რაიმე ფასეული. მე ვაიძულებ ჩემს ტვინს იმუშაოს და წავიკითხავ რაიმე ისეთს, რაც გონების დაძაბვას და აზრების კონცენტრაციას მოითხოვს.

— სწორედ დღეს მე ვეცდები საკუთარი სულის სრულყოფას. ამისათვის ჩემგან სამი რამ მოითხოვება: ვინმეს სასიამოვნო რამეს გავუკეთებ, ოღონდ ისე, რომ ამის შესახებ არავინ არ გაიგოს. მე ასევე გავაკეთებ ორ საქმეს, რომელთა შესრულება ძალიან არ მინდა – უბრალოდ ნების გავარჯიშებისთვის, როგორც უილიამ ჯეიმსი ამბობდა.

— სწორედ დღეს შევეცდები ვიყო სასიამოვნო ადამიანთან ყოველმხრივ ურთიერთობაში. მე ვიზრუნებ ჩემს გარეგნობაზე, შევეცდები უკეთ ჩავიცვა, რბილად ვისაუბრო და თავაზიანად მოვიქცე გარშემომყოფებთან, ვიყო მადლიერი შექებისთვის, თავი შევიკავო გარემოცვის კრიტიკისაგან, და რა თქმა უნდა, ვინმეს ჭეშმარიტ გზაზე დაყენებისგან.

— სწორედ დღეს მე შევეცდები ვიცხოვრო ერთი დღით. თავს შევიკავებ ყელა პრობლემის ერთდროულად თავზე დახვავებისგან. ამ 12 საათის განმავლობაში მე შემიძლია გავაკეთო რამოდენიმე კონკრეტული საქმე – ყველაზე მნიშვნელოვანი დღეისათვის, რომელთა ხვალისთვის გადადება დამტანჯავს მთელი დარჩენილი ცხოვრება.

— სწორედ დღეს მე მოვამზადებ ყოველდღიურ განრიგს. დავწერ რისი გაკეთება მჭირდება ყოველ განსაზღვრულ საათში. შეიძლება მკაცრად ვერ დავიცვა ეს განრიგი, მაგრამ ის გამათავისუფლებს ორი ზედმეტი სადარდებლისგან – სიჩქარისა და ყოყმანისგან.

— სწორედ დღეს მე გამოვყოფ ნახევარ საათს დასვენებისა და რელაქსაციისთვის. კარგი იქნება, თუ ამ მშვიდი ნახევარი საათის დროს ვიფიქრებ ღმერთზე – ეს ჩემს ცხოვრებას პერსპექტივის შეგრძნებას გაუჩენს.

— სწორედ დღეს მე შევწყვეტ შიშს. ყველაზე ნაკლებად დღეს მე შემეშინდება ბედნიერების, ყოველივე მშვენიერით ტკბობის, რაც ამ ქვეყნად არსებობს, მოვერიდები სიყვარულისა და იმის რწმენის შიშს, რომ მეც ვუყვარვარ. მე დავიწყებ ბედნიერი ადამიანივით ფიქრს და მოქმედებას და თავს ბედნიერად ვიგრძნობ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

ჯანმრთელობა და კვება

მეცნიერულად დამტკიცებული ტვინის გადატვირთვის 14 მეთოდი

თქვენი ტვინი, როგორც ყველაზე თანამედროვე მანქანა, აკონტროლებს ყოველ ქმედებას და როგორც ყველა რთულ მოწყობილობას, დრო და დრო მას „გადატვირთვა“ სჭირდება. გთავაზობთ მეცნიერულად დამტკიცებულ 14 მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ ტვინი გადატვირთოთ და

ზოგადი ფსიქოლოგია

არჩევანის სიმარტივის ილუზია

ფეხმძიმე ქალს რომ შეხვედროდით, რომელსაც უკვე 8 შვილი ჰყავს, აქედან 3 ყრუ, 2 უსინათლო, ერთი გონებრივად ჩამორჩენილი, თავად კი სიფილისით არის დაავადებული – ურჩევდით მას აბორტის გაკეთებას? მანამ, სანამ ამ

ტესტები და ამოცანები

ტესტი: როგორია თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი?

ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა კარლ როჯერსმა, რომელსაც ხანგრძლივი და მოვლენებით სავსე ცხოვრება ჰქონდა, ერთხელ  მოყვა: «ბავშვობაში მე ვავადმყოფობდი და მამას წამოსცდა, რომ სავარაუდოდ ახალგაზრდა მოვკვდებოდი. ამაში ის ნამდვილად შეცდა, რაგან მე