საქმიანი ეტიკეტი – ყავა ოფისის სტუმრებისთვის
2320 Views

საქმიანი ეტიკეტი – ყავა ოფისის სტუმრებისთვის

ოფისი — ეს არის ფირმის სახე, სადაც ყველა თანამშრომელი ახდენს სტუმრის წინაშე კომპანიაში არსებული კორპორატიული კულტურის დემონსტრირებას. ისეთი წვრილმანები, როგორიცაა გაღიმება, საქმიანი სტილის ტანსაცმელი, ზრდილობიანი საუბარი – პირველი ნიშნებია, რომელთა მიხედვითაც შეიძლება განისაზღვროს  ჩვეულებრივი ფირმა კონკურენტუნარიანისგან, რომელიც ორიენტირებულია კლიენტზე. არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ასევე ის, თუ როგორ პირობებში მუშაობენ თანამშრომლები, როგორ არის მოწყობილი ტექნიკურად სამუშაო ადგილები, არის თუ არა წყლის დისპენსერი და ყავის აპარატი ოფისში და ა.შ. ყველა ერთად აღებული ეს პირობები ხაზს უსვამენ კომპანიის იმიჯს და მისი წარმატების დონეს.

სწორედ კარგი სერვისი და გულახდილი ყურადღება ყველა მომსვლელის მიმართ ქმნის კომპანიის რეპუტაციას. ამიტომ, საერთო იმიჯზე კარგი დანამატი იქნება ყავის კორპორატიული კულტურა. თანამედროვე სამყაროში საქმიანი მოლაპარკებები უკვე წარმოუდგენელია ფინჯანი ყავის გარეშე.

როგორ მივართვათ სტუმრებს ყავა სწორად?
თქვენს პარტნიორებს ან სტუმრებს ფინჯანი ყავა რომ შესთავაზოთ, ოფისში უნდა გქონდეთ სპეციალური ყავის სერვიზი. ის უნდა იყოს ორიგინალური და გამოირჩეოდეს ჩვეულებრივი სამზარეულოს ჭურჭლისგან. ნალექიანი ყავისთვის კლასიკური ფინჯნის ფორმა უნდა იყოს ტიტას ფორმის, ზემოთ ოდნავ გაშლილი. ფერი – თეთრი, ნახატების გარეშე. თეთრ ფონზე ყავა ეფექტურად გამოიყურება. სასურველია ყავის ფინჯნების ორი ტიპი გქონდეთ, სხვადასხვა ზომის. 50 მლ ესპრესოსთვის და 150-180 მლ ამერიკანოსთვის ან რძიანი ყავისთვის.

მნიშვნელოვანია წინასწარ გაარკვიოთ სტუმრებს რა ტიპის ყავა სურთ და დროულად მოუმზადოთ. თუ იგეგმება გრძელვადიანი შეხვედრა, მაშინ უმჯობესია ყავის დასალევად შესვენება – ე.წ. Coffee break გამოაცხადოთ. გარდა ამისა, სტუმრებს შეიძლება შესთავაზოთ მინერალური წყალი, წვენი ან რაიმე გამაგრილებელი სასმელი.

წვენის ან სხვა გამაგრილებელი სასმელის მისართმევად თქვენ დაგჭირდებათ სპეციალური ლანგარი. კარგი იქნება თუ ორი ლანგარი გექნებათ, ერთი 2 ჭიქისთვის, ერთიც 4-6 ჭიქისთვის. სერვირების დროს არ დაგავიწყდეთ საშაქრე, ნატეხი შაქრის ასაღები, სარძევე, ქაღალდის ხელსახოცები.

სამუშაო ადგილებისთვის შესაფერისი იქნება ხსნადი ყავა, ხოლო სტუმრებისთვის ყავა აუცილებლად ყავის აპარატში მოამზადეთ.

ყურადღება წვრილმანების მიმართ მნიშვნელოვანია. იყავით სტუმართმოყვარე საკუთარი კლიენტებისა პარტნიორების მიმართ და ნებისმიერ რთულ სიტუაციაში შეძლებთ გამოსავალის პოვნას და შედეგების მიღებას!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like