ჯიმი რონი: ხელმძღვანელი ლიდერის 6 პიროვნული თვისება

ჯიმი რონი: ხელმძღვანელი ლიდერის 6 პიროვნული თვისება

თუ გსურთ, რომ იყოთ ლიდერი, რომელიც მრავალი მნიშვნელოვანი ადამიანის ყურადღებას იპყრობს, მაშინ უნდა იქონიოთ გასაღები, რომ გახდეთ ასეთი ლიდერი დამოუკიდებლად. ლიდერობა ნიშნავს ვინმეს ყურადღების მიპყრობას, ცოდნას და შესაძლებლობებს, რასაც თქვენს შესთავაზებთ როგორც მფლობელი, მენეჯერი ან მშობელი გარშემომყოფთ. ჯიმი რონი სთვლის, რომ ლიდერობა ცხოვრების უდიდესი გამოწვევაა. ლიდერობაში მნიშვნელოვანია ცოდნა და განათლება. ყველა გამოჩენილი ლიდერი მუშაობს საკუთარ თავზე მანამდე, სანამ არ გახდება ეფექტური. აი, როგორ ხდება ეს:

1. ისწავლეთ, რომ იყოთ ძლიერი და არა უხეში. ეს იქნება დამატებითი ნაბიჯი იმისათვის, რომ გახდეთ ძლიერი, შეძლებული ლიდერი ფართო მიღწევის დიაპაზონით. ზოგი ადამიანი უხეშია.

2. ისწავლეთ, რომ იყოთ კეთილი და არა სუსტი. ჩვენ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში სიკეთე და სისუსტე. სიკეთე არ ნიშნავს სისუსტეს. სიკეთე ძალის განსაზღვრული სახეობაა. თქვენ უნდა იყოთ სამართლიანი და უნდა თქვათ სიმართლე. თქვენ უნდა იყოთ კეთილი და ყურადღებიანი, რომ ადამიანი არ შეიყვანოთ დაბნეულობაში.

3. იყავით გაბედული, მაგრამ არა თამამი.
საჭიროა იყოთ გაბედული, რომ ეს დღე თქვენი გამარჯვებით დამთავრდეს. იმისათვის რომ გავლენა იქონიოთ ადამიანებზე, თქვენ ყველაზე წინ უნდა მიდიოდეთ. თქვენ პირველი დარტყმისთვის, პირველი ამოცანის ამოხსნისთვის მზად უნდა იყოთ.

4. იყავით თავმდაბალი, მაგრამ არა მორიდებული. მორიდებულობიოთ ვერაფერს ვერ მიაღწევთ. ზოგ ადამიანს შეცდომით ესმის თავმდაბლობა. თავმდაბლობა თითქმის ღმერთს უტოლდება. ეს არის მადლიერების გრძნობა, საოცარი გრძნობა, ადამიანის სულის და გულის შეგრძნება. ეს არის დრამა ცხოვრებასთან შედარებით, მანძილი ჩვენსა და ვარსკვლავებს შორის, თითქოს ჩვენც ვართ ამ ვარსკვლავების ნაწილები. თავმდაბლობა არის სათნოება, ხოლო მორიდებულობა – დაავადებაა, ტანჯვაა, რომელიც იკურნება.

5. განავითარეთ თქვენი იუმორი. იუმორი აუცილებელია ლიდერისთვის. ხელმძღვანელოობაში მისაღებია იუმორი, იყავით მახვილგონივრული. იყავით ხალისიანი, მაგრამ არა სულელი.

6. იყავით რეალური. საქმე ჭეშმარიტებაშია. მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც ის არის. ცხოვრება უნიკალურია. ზოგიერთი ადამიანისთვის შესაძლოა ის ტრაგიკულიც იყოს, მაგრამ თქვენ ჩათვალეთ, რომ ცხოვრება უნიკალურია. ცხოვრების დრამა უნიკალურია, საინტერესოა. ერთი ლიდერისთვის თუ რაიმე უნარი კარგად მუშაობს, შესაძლოა მეორესთვის ეს უნარები საერთოდ არ იყოს მისაღები, მაგრამ უნარები ლიდერს გამომუშავებული უნდა ჰქონდეს: ეს იქნება სამსახური, საზოგადოება თუ სახლი.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1511 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ