ხელმძღვანელის 30 წესი, რომელიც სწორმ მართვაში დაგეხმარებათ
906 Views

ხელმძღვანელის 30 წესი, რომელიც სწორმ მართვაში დაგეხმარებათ

1. ხელმძღვანელი განსაზღვრავს რა შეუძლია თანამშრომელს და შესაბამისად აძლვს მას დავალებებს და თანამდებობას.
2. ხელმძღვანელი არ არის არც ძიძა და არც დედა ტერეზა.
3. ხელმძღვანელის ერთად-ერთი ამოცანაა – შეკრიბოს სამუშაო გუნდი, განუსაზღვროს თითოეულს შესაბამისი თანამდებობა, დავალებები და მოიყვანოს ეს გუნდი მუშა მდგომარეობაში.
4. ხელმძღვანელებად არ იბადებიან – ხდებიან.
5. ხელმძღვანელები ერთეული ადამიანები არიან, შემსრულებლები მილიონობით.
6. კოლექტივი იკრიბება ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში.
7. ხელმძღვანელის ცვლილებისას იცვლება კოლექტივიც.
8. რაც მეტად ასრულებს დაქვემდებარებული თანამშრომლების თხოვნებს ხელმძღვანელი, მით უფრო მეტად ვერ იტანენ მას.
9. თუ თქვენ ხელმძღვანელი ხართ, მხარს უჭერთ და წახალისებას ახდენთ არა მიზნის, არამედ მისი მიღწევის გზის, მაშინ იცოდეთ, რომ ადამიანებს არ აინტერესებთ მიზნის მიღწევა.
10. ხელმძღვანელს არ აქვს უფლება დაუშვას აგდებული დამოკიდებულება მის მიმართ.

11. დაქვემდებარებული თანამშრომელი ვერასოდეს გაუგებს ხელმძღვანელს.
12. მხოლოდ ხელმძღვანელს ესმის საით მიჰყავს თავისი კოლექტივი.
13. არ არსებობს ისეთი თანამშრომელი, რომელიც საკუთარ ხელფასს 100%-ით გამოიმუშავებს.
14. თანამშრომელი ეჩვევა გამომუშავების ნებისმიერ დონეს, საბოლოოდ ის მცირდება.
15. ყველაზე სწრაფი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ თანამშრომლების მეწვრილმანეობა გადაამოწმოთ არის ფული.
16. თუ ხელმძღვანელი დაიწყებს პრობლემებში თითოეული თანამშრომლის ჩათრევას, მაშინ სამუშაოდ არც მას ეცლება და არც კოლექტივს.
18. ხელმძღვანელი თავისი დაქვემდებარებულისგან განსხვავდება იმით, რომ გააჩნია პასუხისმგებლობის აღების უპირატესობა. ის პასუხს აგებს არამარტო საკუთარ ცხოვრებაზე, არამედ კოლექტივის თანამშრომლების ცხოვრებაზეც.
19. კოლექტივში თანამშრომელი მოდის იმისათვის, რომ მისი პირადი ცხოვრების ნაწილზე პასუხისმგებლობა ხელმძღვანელზე გადაიტანოს.
20. თუ თანამშრომელბის ძირითად მასას დასვენების დღეებში შეუძლია დაივიწყოს სამსახური და პასუხისმგებლობები, ხელმძღვანელს ამის უფლება არ აქვს.

21. ორკაციან კოლექტივშიც კი უნდა განისაზღვროს ვინ არის ხელმძღვანელი.
22. თანამშრომლის ფასეულობა განისაზღვრება რეზულტატებით, რომლებიც მისგან მიიღება.
23. ხელმძღვანელის ფასეულობა განისაზღვრება იმ კოლექტივის მიერ მიღწეული შედეგებით, რომელსაც ის ხელმძღვანელობს.
24. ხელმძღვანელობის შესაძლებლობა ბავშვის აღზრდას უტოლდება.
25. ხელმძღვანელი თანამშრომლის ცხოვრებას აზრს აძლევს.
25. თუ დედამიწაზე ხელმძღვანელები აღარ იქნებიან, ადამიანები შინაომებითა და შიმშილით დაიხოცებიან.
26. ხელმძღვანელის გარეშე ხალხი ემსგავსება ბრბოს, რომელსაც მართავს სისუტეები.
27. ხელმძღვანელი პირველ რიგში უნდა იყოს ადამიანი.
28. ხელმძღვანელის ძალა არის მის რწმენაში, რომ სწორი გზა აირჩია.
29. კონკრეტულ საკითხზე პასუხისმგებელი ყოველთვის ერთი ადამიანი უნდა იყოს.
30. ხელმძღვანელი – კომპანიაში მთავარი პირია. არ არის ხელმძღვანელი – არ არსებობს კომპანია.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like