ხელმძღვანელების 9 ქცევა, რომელთა გამო სამსახურს ტოვებენ საუკეთესო თანამშრომლები
1587 Views

ხელმძღვანელების 9 ქცევა, რომელთა გამო სამსახურს ტოვებენ საუკეთესო თანამშრომლები

გასაოცარია, მაგრამ ბევრი ხელმძღვანელი ხშირად ხშირად პრეტენზიას აცხადებს იმაზე, რომ მათგან საუკეთესო თანამშრომლები მიდიან. თუ ეს ასეა, მათ ნამდვილად აქვთ სანერვიულო, რადგან კომპანიისთვის საუკეთესო კადრების დაკარგვა სერიოზული პრობლემაა.

ეს პრობლემები შეიძლება მივაწეროთ ბევრ რამეს, მაგრამ ფაქიტ რჩება ფაქტად: ადამიანები არ მიდიან, როცა მათ სამსახური არ აწყობთ; ადამიანები მიდიან მაშინ, როცა პრობლემებს ქმნის ხელმძღვანელი.

სხვათა შორის, პრობლემას შესაძლოა თავი აარიდოთ, თუ სიტუაციას შეხედავთ ახლებურად და ცოტაოდენ ძალისხმევასაც ჩადებთ. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია იმის გაგება, თუ რა ქმედებები აღიზიანებთ კარგ თანამშრომლებს.

1. ზედმეტი დატვირთვა
ზედმეტი დატვირთვა — ეს არის ემოციური გადაწვის ძირითადი მიზეზი. თუ თქვენ საუკეთესო სპეციალისტებთან მუშაობთ, მათგან მაქსიმუმის „გამოწურვის“ ცდუნების დიდი ალბათობა არსებობს, თუმცა მსგავსი მისწრაფება ადამიანებში გაურკვევლობას იწვევს – მათ ეჩვენებათ, რომ ხარისხიანი მუშაობისთვის სჯიან. გარდა ამისა, გადატვირთვა ამცირებს პროდუქტიულობას. ბოლო კვლევების მიხედვით, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარდა, დამტკიცდა, რომ სამუშაო კვირის 50 სთ-ზე მეტი ხნით გაგრძელების შემთხვევაში, ეფექტურობა მკვეთრად მცირდება, ხოლო 55 სთ-ზე მეტხანს გაგრძელების შემთხვევაში – ნულოვანიც კი ხდება.

თუ თქვენთვის აუცილებელია, რომ ნიჭიერ თანამშრომლებს დამატებით სამუშაო დაავალოთ, მაშინ მოგიწევთ მათთვის სტატუსის ამაღლებაც. თუ ასე არ მოიქცევით, უარყოფით შედეგებს მიიღებთ – ისინი წავლენ. ზედმეტი სამუშაოსგან მიღებული დატვირთვის კომპენსაცია შეიძლება ხელფასის მომატებით, დაწინაურებით ან მოვალეობების შეცვლით. არ ღირს იმაზე გათვლა, რომ ნიჭიერი ადამიანები უფრო მეტს იმუშავებენ, ვიდრე დანარჩენები. ისინი უბრალოდ მოძებნიან ადგილს, სადაც მათ უფრო მეტად დააფასებენ.

2. კარგი მუშაობისთვის აღიარებისა და ჯილდოს არარსებობა
ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მხარზე გამამხნევებელი ხელის დარტყმა არაფერს ნიშნავს, განსაკუთრებით საუკეთესო თანამშრომლისთვის, რომელსაც დიდი შინაგანი მოტივაცია აქვს. ეს შთაბეჭდილება მცდარია, რადგან შექება ყველას მოსწონს, იმათი ჩათვლით, ვინც მთელი არესებით ჩართულია საქმეში. ხელმძღვანელებისთვის აუცილებელია დაქვემდებარებულ პირებთან ურთიერთობა და საუბარი იმის გასარკვევად, თუ რა გზით შეიძლება მათი წახალისება და დაჯილდოვება მიღწეული წარმატებებისთვის. გახსოვდეთ, რომ წარმატებული თანამშრომლებისთვის ამის გაკეთება უფრო ხშირად დაგჭირდებათ.

3. ადამიანური ზრუნვის არარსებობა
თანამშრომლების ნახევარზე მეტი საკუთარ სამუშაო ადგილს ტოვებს იმის გამო, რომ ისინი ვერ ახერხებენ ნდობის მოპოვებას ხელმძღვანელებში. ჭკვიან ხელმძღვანელებს შეუძლიათ ბალანსის დაჭერა პროფესიონალიზმსა და ადამიანობას შორის. ისინი აღნიშნავენ თანამშრომლების წარმატებებს მათთან ერთად. ცდილობენ დაეხმარონ მათ და ამით ხელს უწყობენ შესაძლებლობების ზღვარზე იმუშაონ, თუ ეს აუცილებელია. ისინი კი, ვისთვისაც ეს მიუღებელი ან შეუძლებელია აგრძელებენ წუწუნს საუკეთესო კადრების გადინებაზე. ხელმძღვანელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არავინ არ იმუშავებს მათთან, თუ არ დაანახეს მათ მიერ შესრულებული საქმის დაფასება და ადამიანური ზრუნვა წარმატებულ თანამშრომლებს.

4. მოვალეობების შეუსრულებლობა
დაპირების გაცემით, თქვენ შეგიძლიათ გაახაროთ და ასევე გაანაწყენოთ თანამშრომლები. დაპირების შესრულებით თქვენ ამართლებთ მათში ნდობას და იზრდებით მათ თვალში, რაც უდაოა, რომ აუცილებელიცაა. თუ თქვენ უარს აცხადებთ დანაპირების შესრულებაზე, უნდობლობას აჩენეთ და ტოვებთ იმ ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელიც პატივს არ სცემს სხვებს. თუ ხელმძღვანელი არ ასრულებს დაპირებებს, ადრე თუ გვიან ყველა თანამშრომელი იწყებს მის მიბაძვას.

5. შეუფერებელი სპეცილისტების დაქირავება და დაწინაურება
კარგ და შრომისმოყვარე თანამშრომლებს სურთ მათ გვერდით იხილონ თავისნაირი კოლეგები. თუ ხელმძღვანელი არ ზრუნავს კადრების საგულდაგულო შერჩევაზე, ეს ახდენს მათ დემოტივაციას, ვინც უკვე მუშაობს კომპანიაში. შეუფერებელი კადრების დაქირავება-დაწინაურება ყოველთვის სავალალო შედეგებს იწვევს. ადამიანი, რომელიც შეუპოვრად შრომობდა, მაგრამ დაუწინაურებელი დარჩა, სავარაუდოდ შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს და აუცილებლად დაიწყებს ახალი სამსახურის ძებნას.

6. წინააღმდეგოებები ოცნებებისკენ მიმავლ გზაზე
ნიჭიერი ადამიანები ყოველთვის თავისი საქმით არიან დაკავებულები. მათ აქვთ იმედი და ოცნება, რომლისკენაც ისინი მიისწრაფვიან. ეს მისწრაფება მათ საშუალებას აძლევს პროდუქტიულად იშრომონ და სიამოვნება მიიღონ საქმის კეთების პროცესისგან. ბევრი ხელმძღვანელი ზღუდავს თავის თანამშრომლებს. მათ ეშინიათ, რომ ადამიანები, რომლებსაც ასეთი მიდგომა აქვთ, უფრო ცუდად იმუშავებენ. ეს შიში სრულიად უსაფუძვლოა. კვლევები ამტკიცებენ, რომ ოცნების დევნაში გაჩენილი ეიფორია ზრდის პროდუქტიულობას დაახლოებით ხუთჯერ.

7. სწავლების არარსებობა
ხელმძღვანელებმა უნდა იხელმძღვანელონ იმისდა მიუხედავად, რამდენად ნიჭიერები არიან მათი თანამშრომლები. ამასთან, მათ მუდმივად უნდა მოუსმინონ თანამშრომლების მოსაზრებებს და იდეებს. მართვის პროცესი უსასრულოა. თუ თქვენთან ნიჭიერი თანამშრომელი მუშაობს, თქვენ აუცილებლად უნდა განსაზღვროთ მისი განვითარების გზა. საუკეთესო სპეციალისტები ყოველთვის ელიან უკუკავშირს და თქვენ, როგორც ხელმძღვანელი ვალდებული ხართ დაამყაროთ ეს უკუკავშირი. თუ ეს არ მოხდება, თანამშრომელი სწრაფად მოდუნდება და მისი შრომა ნელ-ნელა უშედეგო გახდება.

8. შემოქმედებითი მიდგომისთვის წინააღმდეგობის გაწევა
ნიჭიერი თანამშრომლები ყოველთვის ისწრაფვიან იმის გაუმჯობესებისკენ, რასთანაც შეხება აქვთ. თუ თქვენ მათ ამის გაკეთების უფლებას არ მისცემთ სიახლის შიშით, მათ ძალიან მალე მობეზრდებათ თავისი საქმე. შემოქმედებითი მიდგომის იგნორი ვნებს ყველას, მათ შორის ხელმძღვანელებსაც.

9. რთული და საინტერესო დავალებების არარსებობა
საუკეთესო ხელმძღვანელები ზოგჯერ თავიანთ თანამშრომლებს აძლევენ ისეთ დავალებებს, რომლებიც ერთი შეხედვით შეუსრულებელი ჩანს. ისინი უარს აცხადებენ ტრივიალურ პროექტებზე და ამის ნაცვლად ცდილობენ ადამიანები გამოყარონ საკუთარი კომფორტის ზონიდან, შემდეგ კი მაქსიმალურ ძალისხმევას დებენ იმაში, რომ დაეხმარონ მათ წარმატების მიღწევაში. თუ ნიჭიერი ადამიანები იძულებულები არიან მოსაწყენი და უინტერესო საქმე აკეთონ, ისინი იწყებენ ახალი სამსახურის ძებნას იმისათვის, რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება მოახდინონ.

დასკვნა
თუ თქვენ ხელმძღვანელი ხართ და გსურთ შეინარჩუნოთ ფასეული კადრები, მოგიწევთ გადახედოთ თქვენს მათდამი დამოკიდებულებას. გახსოვდეთ, რომ ნიჭი უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა არჩევანისთვის. ისე გააკეთეთ, რომ ნიჭიერმა ადამიანებმა სწორედ თქვენ აგირჩიონ.

Travis Bradberry, entrepreneur.com

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like