7 ნიშანი იმისა, რომ ხელმძღვანელად ხართ დაბადებული

7 ნიშანი იმისა, რომ ხელმძღვანელად ხართ დაბადებული

HootSuite-ის გენერალური დირექტორი რაიან ჰოლმსი გვიზიარებს თავის დაკვირვებების შედეგებს იმის თაობაზე, თუ რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ე.წ. სტარტაპის სადავეები აიღონ ხელში ან საკუთარი კომპანია ჩამოყალიბონ.

1. თქვენ დაუღალავი ხართ და არც ერთი მიღწევა არ გაკმაყოფილებთ
ადამიანების უმრავლესობა როცა მიზანს აღწევს ფიქრობს: «მე ეს შევძელი! ახლა შემიძლია გარკვეული დროის მანძილზე ვიჯდე და ვისიამოვნო შედეგით». მეწარმე ფიქრობს: «მშვენიერია, რა ხდება შემდეგ?» მაგალითად აიღეთ კოკო შანელის ფიგურა. მან ქუდების მარტივი ხაზით დაიწყო, შემდეგ საქმიანობის სფერო გააფართოვა ქალის სამოსით და საბოლოოდ სახელი გაითქვა საიუველირო ნაკეთობებით, აქსესუარებით და სუნამოებით. მისი გარდაცვალების დროს, 1971 წელს, Chanel-ს უკვე უკან ჰყავდა ჩამოტოვებული სახელგანთქმული ბრენდები და არსებობდა როგორც ბიზნეს-იმპერია, რომლის შემოსავალიც შეადგენდა 160 მლნ აშშ დოლარს წელიწადში. ისეთი მეწარმეები, როგორიც შანელი იყო, არ ჩერდებიან ერთ მიღწევაზე. მათ ყოველთვის აქვთ მოთხოვნა ახალი გამოწვევის მოძებნისა და მიღებისათვის.

2. თქვენ კონტროლის მანია გაქვთ
კარგია, როცა გენერალური დირექტორი ზრუნავს კომპანიის ყველა დეტალზე, მაგრამ მისი ყველაფერში ჩარევა შესაძლოა კომპანიის მუშაობის პროცესისთვის ხელის შემშლელი იყოს.
გარდა ამისა, ამან შეიძლება სტრესულ სიტუაციაში ჩააყენოს თანამშრომლები, რომლებიც შერჩეულნი არიან სწორედ იმისთვის, რომ დირექტორს ეს საქმე არ ეკეთებინა. დასაიმედებლად შეიძლება გამოვიყენოთ ის ფაქტი, რომ კონტროლის მანიას მიაწერენ ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ლიონ მასკი, სტივ ჯობსი, ბილ გეიტსი და სხვა.

3. თქვენ მაზოხისტი ხართ
იმისათვის, რომ იყოთ მეწარმე, თქვენ ცოტათი უნდა გიყვარდეთ ტკივილი და ძალიან უნდა გიყვარდეთ რისკი. ე.წ. სტარტაპების 75% წარუმატებელია. ამიტომ, ასეთი შანსების შემთხვევაში, მხოლოდ მაზოხისტი დათანხმდება თამაშში ხელახლა ჩართვას. თუმცა რომც გაიმარჯვოთ, ეს მდგომარეობას დიდად ვერ შეგიმსუბუქებთ: მოგიწევთ თითეული გროშისთვის ბრძოლა და წარმოუდგენლად ბევრი შრომა. სანამ სხვები გასართობ საღამოებზე ან კინოში დადიან, თქვენ იშრომებთ, ფაქტიურად მარტო. სერიული მეწარმეები, რომლებიც მიყოლებით ხსიან ბიზნესს – შეიძება ჩაითვალონ მაზოხისტებად. ყოველ ჯერზე მათ წინასწარ იციან რა ელით.

4. თქვენ რთული დამოკიდებულება გაქვთ ფულთან
მეწარმეები, როგორც წესი, ფულის გამომუშავებას ადრეული ასაკიდანვე იწყებენ. ახალგაზრდა უორენ ბაფეტი ფულს გამოიმუშავებდა გაზეთების მიტანით, ის ცდილობდა ფული ეშოვა იმ ნივთების გაყიდვით, რომლებიც მისთვის ხელმისაწვდომი იყო – დაწყებული გოლფის დაკარგული ბურთებიდან და რეზინებიდან, დამთავრებული შტამპებითა და ჟურნალებით – სანამ არ დაამთავრა საშუალო სკოლა.

ბევრ მეწარმეს ესმის, რომ მათ სულ უფრო ნაკლებად იზიდავთ ფული და უღმავდებათ მძაფრი შეგრძნებები, რომელიც თან ახლავს ახალი საწარმოს გახსნას, და ის თავისუფლება და კონტროლი, რაც ამ პროცესის თანმდევია.

5. თქვენ თეთრი ყვავი ხართ და შესაძლოა სწავლაც მიატოვეთ
ხშირად მეწარმეები თვლიან, რომ არ ეკუთვნიან მასას. ბევრ ცნობილ ბიზნესმენს მიტოვებული აქვს სწავლა (ტრადიციული გაგებით). ტექნოლოგიების ტიტანი ბილ გეიტსი, მილიარდერები ტედ ტერნერი და ლი კა-შინი, რიჩარდ ბრენსონი, McDonald-ის დამფუძნებელი რეი კორკი – ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ ადამიანებისა, რომლებმაც მიატოვეს საშუალო სკოლა ან კოლეჯი. თუმცა აუტსაიდერად ყოფნა არც ისე ადვილია და სწორედ ეს თვისება – სხვა ფილტრებით ხედვა – ხელს უწყობს საზოგადოების წინსვლას და ინოვაციების სტიმულირებას.

6. ადამიანები ფიქრობენ, რომ თქვენ ფსიქოპათი ხართ
მეწარმეებს ახასიათებთ «თავიანთ ტალღაზე» აზროვნება, ამიტომ ახლობლები და მეგობრები მათ ამბიციებს ხშირად უაზროდ თვლიან, განსაკუთრებით მანამ, სანამ ეს ამბიციები რეალობად იქცევა. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ რუთ ჰენდლერი, რომელმაც შექმნა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი თოჯინა ბარბი. 1950 წელს, ჰენდლერის იდეას გაეკეთებინა თოჯინა, რომელიც უფრო ზრდასრულ ქალს ემგვანებოდა, ვიდრე ბავშვს ან ჩვილს, კრიტიკითა და ეჭვით შეხვდნენ (მათ შორის მისი მეუღლეც). ეს აზრი ჰენდლერს თავში მოუვიდა მაშინ, როცა დაინახა როგორ თამაშობდა მისი შვილი ქაღალდის თოჯინებით, რომლებიც ზრდასრულ ქალებს ჰგავდნენ. ჰენდლერმა შეძლო საკუთარი იდეის ხორცშესხმა, დანარჩენი კი უკვე ისტორიაა.

7. თქვენ რაღაც დონეზე ინტროვერტი ხართ
იმისათვის, რომ ბიზნესი მართოთ, უნდა იყოთ სუპერკონტაქტური და ცოტა მომაბეზრებელიც. აღმოჩნდა, რომ ათიდან ოთხი ტოპ-მენეჯერი – მათ შორის Google-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ლარი პეიჯი – საკუთარ თავს ინტროვერტებად თვლიან. Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი – ცნობილი ინტროვერტია. გამოკვლევები აჩვენებს, რომ ინტროვერტები სამუშაო ადგილზე აყალიბებენ უკეთეს გუნდს, ვიდრე მათი თანატოლი ექსტრავერტები. ინტროვერტები ასევე ითვლებიან კარგ მსმენელებად, რაც სამწუხაროდ დაუფასებელია, მაგრამ კარგი ხელმძღვანელისთვის ნამდვილად სასარგებლო აქტივია.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სხვა ადამიანები არაფერ შუაშია ჩვენს ნამდვილ ბედნიერებასთან

გჭირდება სხვა ადამიანები იმისათვის, რომ საკუთარ თავში ბედნიერება, სიხარული, დადებითი ემოციები და სიამოვნება იგრძნო?? რა უცნაური და საინტერესოა არა? რატომ გვჭირდება სხვა ადამიანები? რომ მათი გავლით მოვიდეს ჩვენში ყველა ის

Print Friendly, PDF & Email

მინიმუმ რას უნდა მიმხვდარიყავით 35 წლამდე?

ამ კითხვაზე უმრავლესობა დაუფიქრებლად გვიპასუხებს- განათლება, კარიერა, ოჯახი და შვილები! კი ბატონო, ვინ გედავებათ…და მაინც, იქნებ ამ მწირე ჩამონათვალს კიდევ რამე შემატოთ? რეალურად სიტყვა „უნდა“ ჩვენივე მოგონილია. სტერეოტიპებს ვეწინააღმდეგები, ამიტომ

Print Friendly, PDF & Email

6 შიში, რომლებიც გვაბრკოლებს საკუთარი ბიზნესის წამოწყებისგან

ისინი ამბობენ, რომ ცხოვრება ძალიან მოკლეა, რომ ვიცხოვროთ სინანულით და ამას ყველა ეთანხმება. თუმცა სამწუხაროდ, მხოლოდ ცოტა მათგანი ცხოვრობს ამ ფილოსოფიით. თუ იკითხავ რატომ, პასუხია შიში! ადამიანებს ეშინიათ მისდიონ საკუთარ

Print Friendly, PDF & Email

წერილი საყვარელ მეუღლეს – “მე მჯერა…”

ამბობენ თუ კი რეალური რაიმე გჯერა, გწამს ის აუცილებლად ისე იქნება როგორც შენ გინდა (რა თქმა უნდა ამისათვის დიდი ძალისხმევაა საჭირო). მე მჯერა: დილით რომ ავდგები “გამათბობლის” თავზე უაზროდ დაკიდებული

Print Friendly, PDF & Email

სიტყვა-მაგნიტები, რომლებიც გაყიდვებს ზრდიან

მარკეტოლოგის შესაძლებლობები გამომდინარეობს არამარტო პორდუქტების შესახებ ინფორმაციის ფლობაში, არამედ ამ ინფორმაციის წარდგენაშიც. სწორი სიტყვების გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ მომხმარებლამდე მიიტანოთ ის შეტყობინება, რომელიც გსურთ. ამაში დაგეხმარებათ ის სიტყვები, რომლებიც მომხმარებელს ნდობით

Print Friendly, PDF & Email

რისთვის გჭირდებათ სიმდიდრე?

დავსვათ შეკთხვა: რა საჭიროა სიმდიდრე? ღირს თუ არა სიმდიდრით მოტანილი დივიდენდები იმად, რასაც მათ მისაღებად ადამიანი ხარჯავს? ამ საკითხს შესაძლოა სხვა კუთხით მივუდგეთ. რა იმალება სიმდიდრის სურვილის უკან? ნამდვილად სიმდიდრე

Print Friendly, PDF & Email