ხასიათის 8 ნიშანი, რომლებიც უნდა მოიშოროს მეწარმემ
1269 Views

ხასიათის 8 ნიშანი, რომლებიც უნდა მოიშოროს მეწარმემ

როგორ ავარიდოთ თავი ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს სტარტაპებში? ამის შესახებ ალბათ ბევრი წიგნი და სტატია დაწერილა, და მაინც, ახალგაზრდა მეწარმეები ყველაზე პოპულარულ შეცდომებს მაინც უშვებენ. პრაქტიკულად სტარტაპების ყველა წარუმატებელი შემთხვევა ერთმანეთს ჰგავს, ამიტომ, მოხდა მათი გაანალიზება. ქვემოთ მოყვანილი ჩამონათვალი, რომელშიც მოცემულია მეწარმეებისთვის არასასურველი ხასიათის ნიშნები შედგენილ იქნა წიგნის მიხედვით, სადაც მოყვანილია როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილი და წარმატებული ბიზნესმენების გამონათქვამები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

წარუმატებელი სტარტაპერის ტიპიური მახასიათებელი ნიშნები:

1. ჩაკეტილობა
ყველა, ვინც გადაწყვეტს საკუთარი საქმის წამოწყებას, ეჯახება ფაქტს, რომ მოუწევს ბევრ ადამიანთან ურთიერთობა. მოუწევს მომწოდებლების, კლიენტების, თანამშრომლების, პარტნიორების მოძიება, საკუთარი მომსახურების შეთავაზება – კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ განვითარებისთვის არასაკმარისი. ამის გამოყენება შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც უკვე დამკვიდრებულები არიან ბაზარზე. ვისაც ესმის, რომ ბიზნესი არის ყოველთვის რისკი და სტრესი. უცნობ ადამიანთან თანამშრომლობის დაწყება ნიშანვს საკუთარი თავისთვის მთავარი როლის გაზრდას. დარსი რეზაკმა თავის წიგნში კავშირების შესახებ დაწერა ნეთვორქინგზე. ის გვირჩევს ხშირად ვიაროთ სხვადასხვა ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, ვიურთიერთოთ ადამიანებთან, მოვიძიოთ საჭირო პარტნიორები. ამისათვის საჭიროა გადავლახოთ ჩვენი შიში და კომპლექსები, საჭიროა მისვლა და გაცნობა. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ ძველი ნაცნობები, რომლებიც ერთი შეხედვით გავლენიანები არ ჩანან, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის.

2. კონსერვატულობა საქმის კეთებისას
ადაპტაცია – ძალიან მნიშვნელოვანია. ეს თქვა რაულ ვარშნეიამ – კალიფორნიელმა მეწარმემ, რომელმაც შექმნა SMM-სერვისი Foster.fm-თვის. თავისი აზრი მან ახსნა იმით, რომ ბაზარი მუდმივად იცვლება, ყველაფერი ძალიან არასტაბილურია, კლიენტების მოთხოვნები კი ელვის სისწრაფით იცვლება. ეს იძულებულს ხდის მეწარმეს თავი დაანებოს იმის კეთებას, რასაც ნახევარი წელი აკეთებდა და დაიწყოს ახალი პროექტი. ისინი, ვინც შედგენილ გეგმას არ გადადის და ბრმად მიყვება – უბრალოდ წარუმატებლები არიან და საბოლოოდ ბანკროტდებიან. დეივ მაკლიური, 500-მდე სტარტაპის დამფუძნებელი, თვლის, რომ ისინი, ვინც დიდხანს მუშაობენ ერთ ფირმაში, ძალიან მიჯაჭვულები არიან სტაბილურობაზე, ამიტომ მათ ბიზნესში ჩავარდნა გარანტირებული აქვთ.

3. მოქნილობის არქონა
თუ შერჩეული ნიშა ძალიან ვიწროა, არაფერი არ უშველის ბიზნესის განვითარებას, ის განწირულია ჩავარდნისთვის და მოკვდება. ამის მაგალითია სტარტაპი Quora, რომელიც ჩაიწვა სწორედ ძალიან ვიწრო ნიშის შერჩევის გამო. თუმცა სტარტაპი დიდი იმედებს იძლეოდა. მისი შემქმნელები იყვნენ Facebook-ის ყოფილი წარმომადგენლები. მათ შექმნეს პროექტი, რომელიც ასრულებდა ინფორმაციის თავისუფლად გადაცემის იდეას. ასე მათ სურთად გაფანტული ინფორმაციის ან ისეთი ინფორმაციის თავმოყრა, რომელიც არ არის ინტერნეტში და შემდეგ მისი სოციალურ კონტექსტში განთავსება. პრაქტიკა აჩვენებს – სტარტაპის იდეა უნდა იყოს ისეთი, რომ მისი მასშტაბირება შესაძლებელი გახდეს. ეს აუცილებლად უნდა გადამოწმდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს ინვესტიციის ჩადება.

4. ზედმეტი ექსტრავაგანტულობა
ამ შემთხვევაში ვყელაფერი მარტივად არის, თუმცა ყველა იმეორებს ამ შეცდომას. სტარტაპებს არაფერში სჭირდებათ ზედმეტი ხარჯების გაწევა მოდურ ოფისზე. ძვირადღირებული პროფესიონალების დაქირავებაც ყოველთვის არ ამართლებს. ეს საჭიროც არ არის, რადგან ახალ ფირმას ზოგჯერ ჰყოფნის ერთი მდივანის მომსახურება. მთავარია პროცესების ოპტიმიზაცია და არა მხოლოდ ყოველი შემოსული თანხის გადათვლა და ეკონომიის გაკეთება. ამაში მდგომარეობს ბუთსტრეპინგის არსი – ინვესტიციაზე უარის თქმა, მხოლოდ შიდა მმართველობა. წიგნს, რომელიც გვასწავლის როგორ მოვახდინოთ სწორი ეკონომია ჰქვია «ბუთსტრეპინგის ბიბლია».

5. კოპირება პროცესისადმი შემოქმედებითი მიდგომის გარეშე
ბევრი იძლევა რჩევას, რომ მოხდეს იდეების აშშ-დან კოპირება. თუმცა, მსგავსი მიდგომა ყოველთვის არ არის წარმატების გარანტი. ამის ბევრი მიზეზი არსებობს, პირველ რიგში ბაზრის მოცულობა. მაგალითად, აიფონის ერთ-ერთი გაჯეტი აშშ-ში მილიონმა ადამიანმა ჩამოტვირთა. არ შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ სხვა ქვეყნებშიც იგივე რაოდენობის მომხმარებელი იაქტიურებს, რადგან აიფონის მომხმარებლების რაოდენობაც კი აბსოლიტურად სხვადასხვაა ყველა ქვეყანაში. დასკვნა: საჭიროა ცხოვრების თანამედროვე რეალიების სწორი გათვალისწინება ქვეყნების, ბაზრის და ბიზნესის შესაბამისად.

6. გუნდის შემადგენლობის არასწორი შერჩევა
არ არის რეკომენდირებული ბიზნესის დაწყება ახლობლებთან ერთად. თუმცა, წესების დარღვევა შესაძლებელია. ამის მაგალითია ნიკოლაი დუროვი – სოციალური ქსელის შემქმნელის ძმა. ის საიტის ტექნიკურ მხარეზეა პასუხისმგებელი. დღეისათვის დსთ-ს თითქმის ყველა მაცხოვრებელი ამ საიტს მოიხმარს.

7. არასასურველი საქმის შერჩევა
თუ თქვენ აირჩიეთ საქმე, მაგრამ მზად არ ხართ დრო დაუთმოთ ყოველდღიურად, მაშინ დაწყებაც კი არ ღირს. ასე თვლის უილიამ პიეტრი, Lean Startup Machine-ის მენტორი. ეს არის სპორტული სტარტაპი, უილიამი კი სპორტის ფანატია, მხოლოდ ამიტომ შეძლო მან ბიზნესის განვითარება. საქმეს სიამოვნება მოაქვს მხოლოდ მაშინ, როცა პროდუქტის შემქმნელი მომხმარებელიც არის.

8. ეჭვები და არადამაჯერებლობა
და ბოლოს, ეს ორი ნიშანი, არის მუხრუჭი არამარტო ბიზნესში, არამედ საქმიანობის ყველა სფეროში. ყველას შეუძლია თქვას, რომ ჩავარდნა ექნება, ვერ იშოვის ფულს თავისი იდეით, რომ კონკურენტები ჩაძირავენ. ყოველთვის უნდა იფიქროთ იმაზე, რომ ისტორიას ახსოვს ყველა სტარტაპერი, რომელბსაც შანსები არ ჰქონდათ და მხოლოდ საკუთარი მიზანსწრაფულობის წყალობით შეძლეს წარმატების მიღწევა. არავის სჯეროდა facebook-ის, რადგან არსებობდა MySpace. როცა გამოდიოდა Dropbox-ი, ბაზარი უკვე იცნობდა ათობით ანალოგს.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like