ხარჯების შემცირების მეთოდები

ხარჯების შემცირების მეთოდები

1. ხარჯების გეგმა
ჩვევად გაიხადეთ, რომ თქვენი ხარჯები დაგეგმოთ. შეადგინეთ ხარჯების გეგმა ერთ თვეზე. ნუ გააკეთებთ შენაძენს, რომელიც გეგმაში არ შედის, ან გააკთეთ შენაძენი, მაგრამ არა იმ ნაწილის ხარჯზე, რომლის აქტივებში მიმართვასაც აპირებთ.

2. ხარჯების ანგარიში
აწარმოეთ ხარჯების ანგარიში. გააკეთეთ ეს თუნდაც წელიწადში ერთხელ. თუ მთლიან სურათს ვერ ხედავთ ხარჯების შემცირებაც შეუძლებელია.

3. საჭირო საქონელი და მომსახურება
შეიძინეთ ნამდვილად საჭირო საქონელი და მომსახურება და არა იაფიანი.

შენაძენის გაკეთებისას საჭიროა შეაფასოთ მისი საჭიროება და მხოლოდ ამის შემდეგ შეხედოთ ფასმაჩვენებელს. დაბალი ფასი არ უნდა გახდეს არასაჭირო ნივთების შეძენის მიზეზი.

ლიკვიდაცია და ფასდაკლებები არ წარმოადგენს საკმარის მიზეზს ზოგადად შენაძენის გაკეთებისთვის, თუმცა საჭირო ნივთების შესაძენად ზედგამოჭრილია.

4. დაგეგმვა
დაგეგმეთ მსხვილი ხარჯები, ისეთი როგორიცაა მანქანის შეძენა, შვებულება, დაზღვევა-მინიმუმ ერთი წლით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ კრედიტი მათ განსახორციელებლად და რეალურად ასეთი შენაძენი გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ. დაგეგმვა კი სწორედ ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

5. პლასტიკური ბარათები
ანგარიშსწორება მოახდინეთ ნაღდი ფულით ან სადებეტო ბარათით. არ გამოიყენოთ გადახდებისას საკრედიტო ბარათი, რადგან იქედან თანხის ხარჯვას ვერ გააკონტროლებთ.

საკუთარი ფულის დაანგარიშება დაგეხმარებათ დაინახოთ რა რაოდენობის თანხა გადის თქვენი საფულიდან. ყველა საუბრები ხელსაყრელ ოვერდრაფტთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში სრულდება გრძელვადიანი სამომსმხარებლო სესხების მიღებითა და დაფარვით.

6. საყიდლების სია
საყიდელი ნივთების სია წინასწარ შეადგინეთ. ეს წესი მნიშვნელოვნად შეგიმცირებთ ხარჯებს და გაგათავისუფლებთ არასაჭირო, იმპულსური შენაძენებისთვის გახარჯული თანხისგან. გარდა ამისა, თუ თქვენ საყიდლად ჰიპერმარკეტებში დადიხართ, ყველაფრის შეძენას ერთ სივრცეში მოახერხებთ, თავის მხრივ ეს კიდევ უფრო დაგიზოგავთ თანხას, რადგან ჰიპერმარკეტებში იგივე პროდუქცია გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე საცალო მარკეტებში.

7. საბითუმო შენაძენები
შეიძინეთ ბითუმად. ეს მარტივი წესი მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შენაძენის სიას ადგენთ. ჰიპერმარკეტებში ფასები 20-30%-ით დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივ მაღაზიებში.

8. სეზონის ბოლოს გაკეთებული შენაძენი
შეიძინეთ კონკრეტული საქონელი სეზონის გასვლისას. შემოდგომის ბოლოს შეიძლება შეიძინოთ საგაზაფხულო ტანსაცმელი ძალიან იაფად და პირიქით. ზამთრის ბოლოს შემდეგი ზამთრისთვის და ზაფხულის ბოლოს, შემდეგი ზაფხულისთვის. ასევე არსებობს შვებულების სეზონები, მანქანების და ბევრი სხვა ნივთის. თუ ასეთ შენაძენს გააკეთებთ, თანხები ამ შემთხვევაშიც საკმაოდ დაგეზოგებათ.

9. საზოგადოებრივი ტრანსპორტი
თუ ძალიან არ წუხდებით, მითუმეტეს თუ თქვენს სახლსა და სამსახურს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება, მაშინ რატომ არ უნდა ისარგებლოთ ამით? შედეგად გექნებათ დაზოგილი ბიუჯეტი.

10. უარი კრედიტებს
შეეცადეთ უარი თქვათ კრედიტის ნებისმიერ სახეობაზე, მითუმეტეს არ გააკეთოთ შენაძენი კრედიტით. თუ თქვენ არ გაქვთ თანხა სასურველი შენაძენისთვის, გახსოვდეთ, რომ კრედიტი ამ სახსრებს ვერ გაზრდის. საკუთარ თავს დაუსვით შეკითხვა: თუ ვერ მოახერხეთ საკმარისი თანხის მოგროვება, როგორ შეძლებთ კრედიტის დაფარვას?

გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები, დაზოგეთ თანხა და გააკონტროლეთ პირადი ხარჯები.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1548 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

მიზნები და ფინანსები

სიღარიბის ფსიქოლოგია

არსებობს ადამიანების ისეთი ქმედების რამდენიმე გავრცელებული მიზეზი, რა დროსაც მათთვის სიმდიდრისკენ მიმავალი ყველა გზა ჩაკეტილია. განვიხილოთ ყველაზე ტიპიური შემთხვევები. 1. ნაკლებანაზღაურებადი, მაგრამ სტაბილური სამსახურიღარიბის ფსიქოლოგიის მქონე ადამიანი, როგორც წესი ირჩევს

სიახლეები

12 მიზეზი, რომლებიც წინსვლის მოტივაციას ახდენენ

1. სანამ ცოცხლები ვართ – შეუძლებელი არაფერია ცხოვრება სრულ თავისუფლებას და შესაძლებლობებს გვაძლევს, რომლებიც ვალდებული ვართ გამოვიყენოთ სხვდასხვა სახით წარმატების მისაღწევად. შესაძლებლობები არ იქნება მაშინ, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით. 2.

ბიზნესფსიქოლოგია

რობერტ კიიოსაკი – მილიარდერების ცნობილი მასწავლებელი

მისი პოპულარული წიგნი «მდიდარი მამა, ღარიბი მამა» ბევრ წარმატებულ კომპანიაში ეტალონი გახდა. ფულადი კვადრანტი: არსებობს ფულის ნაკადი, რომელშიც ჩვენ გამოვიმუშავებთ ფულს, ვხარჯავთ, ვახორციელებთ ინვესტიციას, ვკარგავთ და ბევრი სხვა. თუ გავყოფთ