წიგნები, რომლებიც ზამთრის სუსხიან საღამოს გაგილამაზებთ

წიგნები, რომლებიც ზამთრის სუსხიან საღამოს გაგილამაზებთ

დამეთანხმებით წიგნების კითხვა ნებისმიერ ამინდში სასიამოვნოა,მაგრამ ზამთრის ცივი და ნისლიანი დღეები გვიბიძგებენ მოვკალათდეთ სახლში თბილად,გავიმზადოთ ფინჯანი ჩაი და დავუთმოთ საკუთარი თავის განვითარებას დრო. ასე რომ გთავაზობთ წიგნების ჩამონათვალს,რომლებიც განსაკუთრებით უხდება ზამთრის პეიზაჟს, ბუხარში მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს და თავისთავად ჩნდება კიდევაც განწყობა რომლებიც ყოველთვის გვეუფლება კარგი წიგნის კითხვის დროს.

ჯეინ ოსტინი „სიამაყე და ცრურწმენა“
ეს არის წიგნი,რომელიც ლიტერატურის მოყვარულებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ წაკითხული.რომანი ამძაფრებს მკითველის გრძნობებს და წარმოიდგენ კიდევაც,რომ თავად ხარ წიგნის მთავარი გმირი. ფანჯრიდან მოჩანს დეკემბრის ღამე, ფანტელები ჰაერში ტრიალებენ, ბუხარში გიზგიზებს ცეცხლი და გრძნობ კიდეც სურნელს, რომელსაც ბედნიერების სურნელს ეძახიან.

ელიფ შაფაქის „ევას სამი ქალიშვილი“

ელიფ შაფაქის რომანი “ევას სამი ქალიშვილი” არის სტამბოლში დაბადებული თურქი გოგონას თავგადასავალი, რომელიც ოქსფორდის სტუდენტი ხდება და მისი ისტორია, ძალიან ჰგავს ბევრი სტუდენტის მთავარ პრობლემას, როცა ისინი ახალ გარემოში აღმოჩნდებიან ხოლმე.წიგნში იხილავთ სასიყვარულო ამბებს,რომელიც ყოველთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავია შაფაქის შემოქმედებაში.

ორჰან ფამუქი „თოვლი“
გერმანიიდან 12 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული პოეტი თვითმკვლელი გოგონების შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად საზღვრისპირა ქალაქ ყარსში ჩადის. ყარსში გადაუღებლად თოვს და გზები იკეტება. მთავარი გმირი კი ქუჩა-ქუჩა, დუქნიდან დუქანში დადის და ცდილობს, გაიცნოს ქალაქი და მისი მოსახლეობა. ყარსის ჩაიხანები უსაქმურებითაა სავსე. საინტერესო თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ მოულოდნელად ვითარება იცვლება.წიგნი უდაოდ საინტერესოა და მკითხველს ითრევს სიღრმეებში.

ჰარუკი მურაკამი „ნორვეგიული ტყე“
რომანი მოგვითხრობს ადამიანების რთული ბედის, დანაკარგების, სიყვარულისა და სექსუალური ცხოვრების შესახებ. თანამედროვე იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის რომანი „ნორვეგიული ტყე“ 1987 წელს გამოიცა და ავტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. 2010 წელს გამოვიდა ამავე სახელწოდების ფილმი.

ელიზაბეტ ჯილბერტი „ჭამე,ილოცე,შეიყვარე“
წიგნის მთავარ გმირს ლიზ გილბერტს რომელსაც ფილმში მსახიობი ჯულია რობერტსი ასახიერებს,ჰქონდა ყველაფერი რაზეც თანამედროვე ქალმა შეიძლება იოცნებოს: ქმარი, სახლი, წარმატებული კარიერა. მაგრამ სხვა ბევრის მსგავსად მანაც აღმოაჩინა, რომ იგი დაკარგული და დაბნეულია.ახლად განქორწინებული გილბერტი ხვდება არაკომფორტულ სიტუაციაში,იგი რისკავს ყველაფერს რათა შეცვალოს თავის ცხოვრება. ელიზაბეტი მტკიცედ გადაწყვეტს, იპოვოს ის, რაც აქამდე ესოდენ აკლდა. ამდენად, ის იწყებს ძიებას.იქ მიდის ,სადაც ყველაფერი გააკვირვებს. ლიზი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენას იწყებს.იტალიაში მოგზაურობისას ის სიამოვნებას იღებს სხვადასხვა კერძების დაგემოვნებით, შეიგრძნობს ლოცვის ძალას ინდოეთში და ბოლოს მოულოდნელად შინაგან სიმშვიდეს და ნამდვილი სიყვარულის ძალას იპოვნის კუნძულ ბალიზე.

ჯერომ სელინჯერი „წყლის პირზე,ჭვავის ყანაში“
სელინჯერი ერთ წერილში აღნიშნავდა, რომ ამ „წიგნის მთელი ღირსება მთხრობელის ხმაშია“. მთხრობელი კი ერთი უცნაური თინეიჯერია, რომელიც თმას ყოველთვის ისე მოკლედ იკრეჭს, რომ სავარცხელიც კი არ სჭირდება. ოთხი სკოლიდანაა გაგდებული, კინო ჭირის დღესავით სძულს და ისეთი წიგნები უყვარს, წაკითხვის მერე რომ ინატრებ – ნეტა მე და ამის დამწერი ვძმაკაცობდეთო. ჟარგონით სავსე მეტყველება, მთავარი თემიდან ხშირადგადახვევა და უმნიშვნელო დეტალების სიყვარული ჰოლდენ კოლფილდის ხმას სამუდამოდ გამახსოვრებს.

იუ ნესბო „თოვლის კაცი“
ეს წიგნი დეტექტივების მოყვარულებს მონუსხავს და მის კითხვას რამდენიმე დღეში დაასრულებ.რომანში არაფერი ხდება შემთხვევით.მკითხველს ელოდება დიდი თავგადასავალი.პირველი თოვლი ხომ ჯადოსნურია – ხმებს ახშობს და კვალს შლის. ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში პირველი თოვლისგან გაკეთებულ თოვლის კაცს უცნაური ამბები მოაქვს.  შეგიძლია დღესვე დაიწყო სასურველი წიგნის კითხვა და ჩაიძირო დაუვიწყარ განცდებში.
გისურვებთ წარმატებებს !

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

არასდროს ვივიწყებ ვინ ვარ

სადაც არ უნდა წავიდე, როგორც არ უნდა შევიცვალო, რამდენი განსაცდელიც არ უნდა შემემთხვეს და პირიქით, რამდენ მწვერვალზეც არ უნდა ავიდე, არასდროს მავიწყდება პოზიტიური სიტყვების ძალა. არ მავიწყდება ჩემი საყვარელი საქმის

Print Friendly, PDF & Email

მორალური სრულყოფილების მიღწევის გეგმა ბენჯამინ ფრანკლინისგან

ბენჯამინ ფრანკლინს ჰოქნდა მორალური სრულყოფილების მიღწევის გეგმა, რომელიც გაწერილი იყო 13 კვირაზე. ყოველ კვირას ის იხვეწებოდა თითოეული ამ პუნქტით შესრულებით. ეს გეგმა აქტუალური და მიღწევადია, ამიტომ ცდა ყველასთვის ღირს. 1.

Print Friendly, PDF & Email

ტურიზმის განვითარების ცენტრი აცხადებს კონკურსს თემაზე – „მოგზაურობა“

ტურიზმის განვითარების ცენტრი აცხადებს კონკურსს თემაზე – „მოგზაურობა“, რომელიც მიზნად ისახავს განსაკუთრებული წერის ნიჭით დაჯილდოებული დამწყები თუ აქტიური ბლოგერების აღმოჩენას და მათ გამოვლენას. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული. ● პირველი

Print Friendly, PDF & Email

მოქმედი მარკეტინგული იდეები საცალო ვაჭრობისთვის

თქვენ ახლახანს გახსენით ბიზნესი. როგორ უნდა განაცხადოთ ამის შესახებ? ყოველთვის იქონიეთ თან სავიზიტე ბარათები და განათავსეთ ისინი თქვენი სამიზნე აუდიტორიის ადგილსამყოფელში. მოამზადეთ სასაჩუქრე სერთიფიკატი და გამოიყენეთ ანკეტა მისი გაცემისას, რათა

Print Friendly, PDF & Email

10 ქმედება, რომელიც ყველამ უნდა გააკეთოს საკუთარი თავისთვის

1. დაიწყეთ დროის გატარება სწორ ადამიანებთან ეს ის ადამიანები არიან, რომლებთან ყოფნაც თქვენ გაინტერესებთ, ვისაც უყვარხართ და გაფასებენ. ვინც შთაგაგონებთ მიზნების მიღწევისთვის, გმუხტავთ ენერგიით და მხარდაჭერას გიცხადებთ. ისინი გღებულობენ არამარტო

Print Friendly, PDF & Email

რიჩარდ ბრენსონი: «5 რამ, რაც დედამ მასწავლა»

ევა ბრენსონმა თავისი ვაჟი აღზარდა უსაზღვრო მეოცნებედ, რომლის თამამი ქცევის უკან თითქმის ყოველთვის არის მკაცრი გათვლები. სწორედ ამის შედეგად რიჩარდი გახდა პლანტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და მდიდარი ადამიანი. რიჩარდ ბრენსონი

Print Friendly, PDF & Email