სასიყვარულო წერილი, რომელიც ქორწინება გადაარჩინა
3763 Views

სასიყვარულო წერილი, რომელიც ქორწინება გადაარჩინა

სექსუალური, მხიარული, რომანტიკული და ყურებამდე შეყვარებული ჩემს ქმარზე!
მან იპოვა თავისი ქმრის სახელზე დაწერილი სასიყვარულო წერილი. მიღებული ზომებით – მან ქორწინება გადაარჩინა.

რთულია წარმოიდგინო შენი ქცევა, როცა საკუთარი ქმრის სახელზე დაწერილ სასიყვარულო წერილებს კითხულობ. მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ ეს წერილები საყვარლის დაწერილი არ არის. ამ ქალბატონმა იპოვა საკუთარ თავში იმდენი ძალა, რომ ყველაფერში გარკვეულიყო და სიტუაცია მოეგვარებინა საყვარელ ადამიანთან. ღირს დაფიქრება…

ცოტა ხნის წინ, კარადის დალაგებისას, მე წავაწყდი წერილებით სავსე ყუთს. დავიწყე მათი გადაკითხვა. ეს იყო ჩემი ქმრის – დევიდის მისამართით დაწერილი სასიყვარულო წერილები. გული მომეწურა და ტირილი დავიწყე, როცა შემდეგი ფრაზები ამოვიკითხე:

«გამარჯობა შეუდარებელო, როგორ აქვს საქმე ჩემს საყვარელ, სექსუალურ, რომანტიკულ და მოსიყვარულე მამაკაცს?»

«ისე ძალიან მენატრები, რომ მალე გავგიჟდები!»

ვფიქრობდი – ვინ არის ეს გოგო?

როცა ვკითხულობდი მშურდა მისი. ის იყო სექსუალური, მხიარული, რომანტიკული და ყურებამდე შეყვარებული ჩემს ქმარზე!

მე თითქოს ჩემი ქმრის საყვარლის წერილებს ვკითხულობდი, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ეს წერილები იყო ჩემგან, როცა ოცდა რაღაცის ვიყავი… ემოციები მავსებდა, მაგრამ ყველაზე მეტად სირცხვილის გრძნობა იმის გამო, რომ ის გოგო დიდი ხანია გაქრა, მის ნაცვლად კი 40 წლის, 2 შვილის დედაა.

უცნაურად გამიჩნდა დანაშაულის გრძნობა დევიდის წინაშე. მე მაქვს წარმატებული ბიზნესი, უამრავი საოჯახო საქმე, მყავს ორი შვილი, მაგრამ არ მაქვს დრო და ენერგია საკუთარი ქმრისთვის. მე მივხვდი, რომ შევიცვალე…

ეს წერილები არ ტოვებდნენ ჩემს ფიქრებს. მე მინდოდა დამებრუნებინა ის გოგო, და უფრო მეტიც, მე მინდოდა, რომ ის ჩემი ქმრის გვერდით ყოფილიყო. ამიტომ გადავწყვიტე მომეძებნა ის.

პირველი, რაც მე გავაკეთე იყო ის, რომ უფრო მეტად ვმხიარულობდი. შემდეგ მე შევეცადე მეტი სიხარული შემეტანა ჩვენს ქორწინებაში. სამზარეულოში მოწყობილი დისკოთეკებით დაწყებული, ბარებში სიარულით და ერთობლივი მოგზაურობის წყალობით ჩვენი ურთიერთობა დაბრუნდა უკან, მხიარულებასა და გართობასთან. ნელ-ნელა დაბრუნდა გოგონა, რომელზეც დაქორწინდა დევიდი.

ქალად ყოფნა ადვილი არ არის, ყოველთვის არ გყოფნის დრო. მაგრამ არასოდეს არ დაივიწყოთ საკუთარი ქმარი!

აი კიდევ რამოდენიმე რამ, რაც მე გავაკეთე იმისათვის, რომ ქორწინებაში ბედნიერება დამებრუნებინა:

  1. უთხარი კომპლიმენტები მეუღლეს. ასევე არ დაგავიწყდეს უთხრა, როგორი შესანიშნავია – ასეთი წვრილმანები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ურთიერთობებს.
  2. გაატარე დრო მეუღლესთან ერთად. შეეცადეთ კვირაში ერთი დღე მაინც გაატაროთ ერთად ცოტაოდენი ღვინით, ან თუნდაც სამზარეულოში ნელი ცეკვით. ცოტახნით ერთად ყოფნაც კი დაგეხმარება გაამყაროთ თქვენი ურთიერთობები.
  3. იმხიარულეთ ერთად! ყოველთვის შესთავაზე მეუღლეს რაიმე ახლის გაკეთება. წადით კულინარიულ კურსებზე, ან სასრიალოდ. მთავარია – გააკეთეთ ყველაფერი ერთად!
  4. შექმენი ახალი ჩვევები. ერთხელ რაიმე ახლის გასინჯვის შემდეგ, ნუ დაგეზარება ეს ჩვევად აქცო. უთხარი კომპლიმენტი ქმარს დღეში 20-ჯერ, დაგეგმე დროის ერთად გატარება…

შეგუება – ეს ყველაზე მარტივია. იბრძოლე შენი ურთიერთობებისთვის. იმუშავე მათზე ყოველ თავისუფალ წუთს და დამიჯერე, შედეგი გამაოგნებელი იქნება.

გაუზიარე ეს ისტორია შენს მეგობრებს, რომ მათაც გაითვალისწინონ!

წყარო: The Huffington Post
Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like