რა უნდა წაიკითხოს დამწყებმა მეწარმემ?
1028 Views

რა უნდა წაიკითხოს დამწყებმა მეწარმემ?

1. “How They Started” – დევიდ ლესტერი.
ეს წიგნი დასავლეთში ცნობილ სტარტაფერებზეა, ხშირ შემთხვევაში არა IT. ის მოგვითხრობს კონკრეტულ მაგალითებს, თუ როგორ ახორციელებდნენ თავიანთ იდეებს ცხოვრებაში ჩვეულებრივი გოგო-ბიჭები, როგორ ალაგებდნენ კონტაქტებს და ეძებდნენ პარტნიორებს. წიგნში მოცემულია ბევრი სასარგებლო მითითება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევქმნათ და განვავითაროთ საკუთარი ბრენდი.

2. «Startup» – გაი კავასაკი.
ამ წიგნში შეიძლება ნახოთ პასუხები თითქმის ყველა შეკითხვაზე, რომელიც კომპანიის შექმნისას ჩნდება. მასში მოცემულია რეალური რჩევები, დაწყებული ნეიმინგიდან და ბიზნეს-გეგმის შედგენიდან, მომხმარებელთან ურთიერთობის აწყობით დასრულებული. გაი მოგვიწოდებს «არ დავიბნეთ» და გვარწმუნებს, რომ არ არსებობს ცუდი იდეები.

3. «Business Stripped Bare» – რიჩარდ ბრენსონი.
მართალია ბრენსონის ბიზნესის შედარება სტარტაფთან რთულია, მაგრამ წიგნის წაკითხვა მხოლოდ იმიტომ ღირს, რომ ნამდვილად დაავადდებით ავტორის ოპტიმიზმით და ენერგიით. ასევე შესაძლოა გადახედოთ კლიენტებთან, თანამშრომლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას.

4. «Inbound Marketing» – დარმეშ შაჰი, ბრაიან ჰალიგანი.
წიგნი მოგვითხრობს თუ რორგორ უნდა დაეხმაროთ თქვენს პოტენციურ მყიდველებს იპოვონ თქვენი ბიზნესი აუარებელ რეკლამებში, პუბლიკაციებში და საზოგადოებრივ აზრში. როგორ გაწიოთ განზე ტრადიციული რეკლამა და მის ნაცვლად გამოიყენოთ ამოცანის გადაჭრის კარდინალურად სხვა მიდგომა – მოძებნოთ თანამოაზრეები, რომლებიც სწორედ თქვენი პროდუქტის გამოსვლას ელოდნენ, შექმნათ საზოგადოება თქვენს გარშემო და განავითაროთ ბიზნესი ერთად.

5. «Business Model Generation” – ალექსანდრ ოსტერველდერი.
ეს წიგნი მათთვის არის, ვინც ცდილობს იპოვოს თანამედროვე მიდგომა საკუთარი იდეის ანალიზისთვის. ეს წიგნი დაგეხმარებათ გაიგოთ გაყიდვების არხები, პარტნიორები, შემოსავლების და ხარჯების ნაკადი. ასევე თქვენი შეთავაზების მთავარი ფასეულობა. წიგნში მითითებულია 470 თანაავტორი – ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც პირველებმა გააკეთეს წინასწარი შეკვეთა წიგნზე ინტერნეტის საშუალებით, რისთვისაც მათ წიგნში თანაავტორებად მოხსენიების პატივი ერგოთ. ალექსანდრმა თქვა, რომ მისთვის აუცილებელი იყო შეეგროვებინა ადამიანების სწორედ ეს რაოდენობა, რომ წიგნის პირველი ტირაჟი გაყიდულიყო.

6. «Start something that matters» – ბლეიქ მაიკოსკი.
წიგნი განკუთვნილია მეწარმეების იმ თაობისთვის, რომლებიც იღწვიან საკუთარი პროდუქტის წყალობით არა მარტო ფულის შოვნისთვის, არამედ იმისთვის, რომ მომხმარებელთან მთელი ჯაჭვი მიიზიდონ სოციალური პასუხისმგებლობისკენ. და რაღა თქმა უნდა, გვერდი არ უნდა ავუაროთ იმ თამამ ადამიანებს, რომლებიც დარჩნენ სამუშაოდ დიდ კორპორაციებში. ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება მოახმარეს საყვარელ კომპანიას, რომლებმაც კარიერულ კიბეზე სვლა საკუთარი ცხოვრების საქმედ აქციეს. ყურადღება! ეს წიგნი თქვენთვის არის.

7. «БлаБлокнот для совещаний» – გრაჩოვი, ბუიანოვი
ეს წიგნი აუცილებლად უნდა გახდეს ყველასთვის განუყოფელი ატრიბუტი, ვინც ცდილობს კორპორატიულ სამყაროში შეიქმნას გასაოცარი კარიერა. ეს გამოცემა შედგენილია გამოცდილი მენეჯერის მიერ, რომელიც გიკარნახებთ როგორ ააწყოთ ურთიერთობა ხელმძღვანელობასთან და კოლეგებთან მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და თათბირების დროს, რა ჩაიწეროთ და რისი ჩახატვაა შესაძლებელი და აუცილებელი.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like