წარმატებაზე მამოტივირებელი 5 წიგნი
1374 Views

წარმატებაზე მამოტივირებელი 5 წიგნი

1. აინ რენდი «Atlas Shrugged“ 
აინ რენდი (1905-1982) – ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამერიკელი მწერალი. ოთხი რომანი-ბესტსელერის და უამრავი სტატიის ავტორი. ფილოსოფიური კონცეფციის შემქმნელი, რომელსაც საფუძვლად უდევს ნების თავისუფლება, რაციონალურობის უმთავრესობა და „გონებრივი ეგოიზმის ზნეობა“.

მის წიგნებს კითხულობს მთელი მსოფლიო, აშშ-ში მან უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა, მისი რომანები მილიონიანი ტირაჟით იბეჭდება და გაყიდვებში ბიბლიას უწევს კონკურენციას. აინ რენდის საერთაშორისო აღიარების ახსნა რთული არ არის, რადგან მას იშვიათი  ნიჭი აქვს განჭვრიტოს სიტუაცია პოლიტიკაში, ბიზნესში, ეკონომიკაში, საზოგადოებრივ ურთიერთობებში – სწორედ ამ ნიჭმა და ნააზრევის გამართულ ლიტერატურულ ენაზე გადმოცემის უნარმა მოუტანა მას საყოველთაო აღიარება.  ” Atlas Shrugged ” – მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელსაც 12 წლის მანძილზე წერდა.

პირველ ტომში მკითხველები ეცნობიან მთავარ გმირებს, გენიალურ მეწარმეებს, რომლებსაც საპირწონედ უდგანან მათი ანტიპოდები – უნიჭო სახელმწიფო ჩინოვნიკები. წიგნი იწყება შემდეგი შეკითხვით: “ვინ არის ჯონ ჰოლტი?” – და ამ შეკითხვაზე პასუხის ძებნას იწყებენ რომანის გმირები და მკითხველები.

2. თეოდორ დრაიზერი “სურვილის ტრილოგია”: ფინანსისტი. ტიტანი. სტოიკოსი. 
“სურვილის ტრილოგია”-ს საფუძვლად უდევს ამერიკელი მილიონერის – ჩ. იერსკის ცხოვრების ისტორია, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის შემუშავებაში ჩიკაგოსა და ლონდონის მეტროპოლიტენში.

მთავარი გმირი – ფრენკ კაუპერვუდი – დაიბადა ბანკის თანამშრომლის ოჯახში, მაგრამ თავისი შრომით, ინტრიგებით და უპრინციპობით უდიდესი ქონება დააგროვა. ეს არის ცხოვრება სახელგანთქმული ამერიკული ოცნების ასასრულებლად, რომლისთვისაც საკმაოდ ძვირის გადახდა უწევს ადამიანს, თან არამარტო ფულით…

3. ნაპოლეონ ჰილი “იფიქრე და გამდიდრდი” 
თუ გსურთ გაიგოთ როგორ უნდა გადალახოთ ყველა დაბრკოლება და მიაღწიოთ წარმატებას, წაიკითხეთ ეს წიგნი, რომელიც აშშ-ში 42-ჯერ გამოიცა. მისი დაწერა ჰილს შთააგონა კარნეგიმ, რომელიც თავის მხრივ მულტიმილიონერი გახდა. ათასობით ადამიანი, რომელიც ამ წიგნის ფილოსოფიას იყენებს, კიდევ უფრო მდიდარი გახდა. ის ყველას აოცებს სასიცოცხლო ენერგიით და მიზანდასახულობით. ნამდვილად გამოგადგებათ.

4. რობერტ კიიოსაკი “მდიდარი მამა, ღარიბი მამა” 
წიგნი ეძღვნება მშობლებს მთელ მსოფლიოში – ბავშვის ყველაზე მთავარ მასწავლებლებს.

“არსებობს ფულის წესები, რომელთა მიხედვით მოქმედებენ მდიდრები და არსებობს წესები, რომელთა მიხედვით მოქმედებს დედამიწის მოსახლეობის 95%, რომლებიც თავიანთ წესებს სახლსა და სკოლაში სწავლობენ. ამიტომ ბავშვისთვის საჭიროა უფრო რთული და ღრმა განათლება” – აცხადებს კიიოსაკი.

5. დეილ კარნეგი “როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ ადამიანებზე გავლენა”
წიგნში აღწერილია ადამიანებთან დაახლოების მგალითები, შემოთავაზებულია ადამიანების დაქვემდებარების ხერხები, საკუთარი აზრის თავს მოხვევის საშუალებები. აი მაგალითად ცხრა საშუალება, რომლებიც ადამიანს ცვლის:

— ადამიანისთვის მის შეცდომაზე მითითება
— ისე გაკრიტიკება, რომ არ გააღიზიანოთ
— ჯერ საკუთარ შეცდომებზე საუბარი
— მბრძანებლური ტონისგან თავის შეკავება
— სახის შესანარჩუნებლად ადამიანისთვის შანსის მიცემა
— ადამიანის წარმატებაზე ორიენტირება
— ძაღლისთვის კარგი სახელის დარქმევა
— ნაკლი გამოსწორებადად უნდა გამოიყურებოდეს
— ადამიანებმა ყველაფერი სიამოვნებით უნდა აკეთონ

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like