წარმატებული ქალის 15 ოქროს წესი
1542 Views

წარმატებული ქალის 15 ოქროს წესი

1. შეისწავლეთ ბედნიერება
ქალი, რომელიც შეისწავლის ბედნიერებას – ძლიერი მაგნიტია მამაკაცებისთვის! დამტკიცებულია, რომ თუ «შეისწავლით» ბედნიერ ღიმილს, შედიხარ აუცილებელ მდგომარეობაში, რომელიც შემდეგ რეალურ ბედნიერებას იწვევს.

2. დღე და ღამ ნუ იფიქრებთ იმაზე, თუ რამდენად ძლიერ გჭირდებათ თვითშეფასების გაზრდა
ზედმეტად ძლიერი სურვილი ხშირად საკუთარი არსებობის გზაზე ყველაზე დიდი დაბრკოლება ხდება. უბრალოდ იცხოვრეთ და გჯეროდეთ, რომ მიაღწევთ ყველაფერს, რაც გსურთ.

3. მოიშორეთ ზედმეტი პერფექციონიზმი
უფლება მიეცით საკუთარ თავს იყოთ არასრულყოფილი. მაშინაც კი, როცა რამეს სხვებზე უარესად აკეთებთ, თქვენ ამის უფლება გაქვთ, თქვენ არ ხართ ვალდებული იდეალური იყოთ ყველაფერში.

4. დაივიწყეთ ყველანაირი შიში
წარმოიდგინეთ, რომ მოხდა სწორედ ის, რისიც გეშინოდათ – ყველაზე უარესი. წინასწარ მოიფიქრეთ ვარიანტები, როგორ მოიქცევით ამ შემთხვევაში. გახსოვდეთ, რომ თვითშეფასების ასამაღლებლად სასარგებლოა ნებისმიერი გამოცდილება, მათ შორის უარყოფითიც.

5. ნუ გადადებთ საქმეებს
რაც უფრო დიდხანს აპირებთ რაიმეს დაწყებას, მით უფრო გადაულახავი ჩანს სირთულეები.

6. ნუ შეგეშინდებათ სიახლის შემეცნების
ნუ შეგეშინდებათ იმის მოსინჯვა, რაც ადრე არასოდეს გაგიკითებიათ. თქვენ არ იცით რა დროს გამოგადგებათ ეს ყველაფერი.

7. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გარეგნობას
სატრენაჟორო დარბაზი, აუზი, კოსმეტოლოგი, სტილისტი – არაფერი ისე არ ამაღლებს ქალის თვითშეფასებას, როგორც მოვლილი გარეგნობა, ახალი ვარცხნილობა, კარგი სხეული.

8. განაახლეთ გარდერობი
ქალი ყოველთვის რჩება ქალად და ახალი სამოსი, რომელიც იდეალურად აზის მის სხეულს, ამაღლებს თვითშეფასების ხარისხს არამარტო ერთი დღით. და ბოლოს, ჩაატარეთ გენერალური დასუფთავება და გადაყარეთ ყველაფერი, რაც არ გჭირდებათ.

9. ნუ მოახდენთ საკუთარი მნიშვნელობის გადაჭარბებულად დემონსტრირებას
შინაგანი თავდაჯერებულობა არ საჭიროებს ხმამაღალ გამოვლენებს.

10. მეტი ოპტიმიზმი
ყოველთვის რაიმე სახითხით უკმაყოფილება იწვევს ადამიანის დათრგუნვას და მიაქვს დიდი სულიერი ძალა და ენერგია. ნაკლებად გაუწყერით საკუთარ თავს და ხშირად შეაქეთ! მოახდინეთ საკუთარი წარმატებების კოლექციონირება, უკეთესი ვარიანტი იქნება, თუ ყველაფერს ჩაიწერთ.

11. შეწყვიტეთ საკუთარი თავის სხვებთან შედარება
საკუთარი თავი მხოლოდ საკუთარ თავს შეადარეთ – როგორი იყავით გუშინ და როგორი ხართ დღეს.

12. ნუ ისაუბრებთ საკუთარ ნაკლზე

13. არასოდეს არ იმართლოთ თავი
თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, მშვიდი და თავდაჯერებული ხმით აუხსენით რატომ მოხდა ასე, თან აუხსენით მხოლოდ ერთხელ.

14. თუ რამე არ გამოდის, ამით გამოცდილებას იძენთ – გამოცდილება კი ძვირი ღირს.

15. მთავარია მოქმედება
მიზანმიმართულად იარეთ წინ. ნუ იფიქრებთ შთაბეჭდილებებზე, რომელთა მოხდენაც შეგიძლიათ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1494 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like