წარმატებული მმართველების 8 წესი 
1749 Views

წარმატებული მმართველების 8 წესი 

1. ბიზნესი ― ეს არის ეკოსისტემა და არა ბრძოლის ველი 
რიგითი მმართველები ბიზნესს უყურებენ, როგორც კომპანიებს, ჯგუფებს და განყოფილებებს შორის კონფლიქტს.
წარმატებული მმართველები ქმნიან გუნდებს,რომლებიც ადაპტაციას ახდენენ ახალ ბაზრებთან და აგებენ ურთიერთობებს სხვა კომპანიებათან, კლიენტებთან და კონკურენტებთან. 

2. კომპანია ― ეს არის გაერთიანება და არა მანქანა 
რიგითი მმართველები კომპანიას უყურებენ, როგორც მანქანას, რომელშიც თანამშრომლები ჭანჭიკების როლს ასრულებენ. ისინი ქმნიან ხისტ სტრუქტურებს, აწესებენ მკაცრ წესებს, შემდეგ კი ცდილობენ კონტროლის შენარჩუნებას.
წარმატებული მმართველები ბიზნესს უყურებენ, როგორც ინდივიდუალური იმედებისა და ოცნებების ნაკრებს, რაც მიმართულია საერთო, დიდი მიზნისკენ. ისინი შთააგონებენ თანამშრომლებს, რათა მათ მიუძღვნან თავი პირად და საერთო წარმატებას.

3. ხელმძღვანელობა ― ეს არის სერვისი და არა კონტროლი 
რიგით მმართველებს უნდათ, რომ თანამშრომლებმა გააკეთონ ის, რასაც ეტყვიან. ისინი ვერ იტანენ ინიციატივას და ნერგავენ სიტუაციას, სადაც ყველა მათ ბრძანებას ელის.
წარმატებული მმართველები იძლევიან მოძრაობის საერთო მიმართულებას, შემდეგ საკუთარ თავზე იღებენ თანამშრომლების რესურსებით უზრუნველყოფას, რაც საჭიროა ნაყოფიერი შრომისათვის. ისინი უფლებას აძლევენ დაქვემდებარებულ პირებს მიიღონ გადაწყვეტილება, რაც გუნდში საკუთარი წესების გამომუშავების საშუალებას იძლევა, თავად კი უკიდურეს შემთხვევებში ერევიან.

4. თანამშრომლები ― ისინი არიან თანატოლები და არა ბავშვები
რიგითი მმართველები დაქვემდებარებულ პირებს უყურებენ როგორც ინფანტილურ და გაუნათლებელ ქმნილებებს, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ენდო და მოთოკილი უნდა გყავდეს.
წარმატებული მმართველები ყველა თანამშრომელს ეპყრობიან როგორც კომპანიის მნიშვნელოვან წარმომადგენელს.

5. მოტივაციას ბადებს ხედვა და არა შიში 
რიგითი მმართველები დარწმუნებულები არიან, რომ სამსახურიდან დათხოვნის შიში მოტივაციის უმთავრესი წინაპირობაა. შესაბამისად ქვეგანყოფილებების და განყოფილებების თანამშრომლებს ეშინიათ სარისკო გადაწყვეტილებების მიღება.
წარმატებული მმართველები ეხმარებიან თანამშრომლებს დაინახონ მომავალი და ის გზა, რომლის გავლითაც შესაძლებელია ამ მომავლის ნაწილი გახდნენ. შედეგად, თანამშრომლები პროდუქტიულად მუშაობენ, სწამთ კომპანიის მიზნების, მათ რეალურად მოსწონთ თავიანთი საქმე და რაც მთავარია იციან, რომ ჯილდოს ყველა გაინაწილებს. 

6. ცვლილებებს მოაქვს ზრდა და არა ტკივილი 
რიგითი მმართველები განიხილავენ ნებისმიერ ცვლილებას, როგორც დამატებით სირთულეს და საფრთხეს, რომელიც უნდა მიიღო მხოლოდ მაშინ, თუ კომპანია კრახის პირას არის. ისინი ქვეცნობიერად უარყოფენ ცვლიელებებს მანამ, სანამ ძალიან გვიანი არ ხდება. 
წარმატებული მმართველები ცვლილებებს ცხოვრების განუყოფელ ნაწილად თვლიან. ისინი არ აფასებენ ცვლილებებს, როგორც მხოლოდ ცვლილებებს, მათ იციან, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა კომპანიის თანამშრომლები იყენებენ ახალ იდეებს და მიდგომებს ბიზნესის განვითარებისთვის. 

7. ტექნოლოგიები არის ახალი შესაძლებლობების და არა ავტომატიზაციის საშუალება
რიგითი მმართველები იცავენ მოძველებულ წესს, რომ IT-ტექნოლოგიები საჭიროა მხოლოდ კონტროლისა და პროგნოზირების ამაღლებისთვის. ისინი აყენებენ ცენტრალიზირებულ სოფტვეარულ გადაწყვეტილებებს, რაც აღიზიანებთ თანამშრომლებს. 
წარმატებული მმართველები ტექნოლოგიებში ხედავენ თანამშრომლებში შემოქმედებითი პოტენციალის გაღვივების და ურთიერთობების გაუმჯობესების საშუალებას. 

8. სამუშაომ სიამოვნება უნდა მოიტანოს და არ უნდა ჰგავდეს კატორღას 
რიგითი მმართველები დარწმუნებული არიან, რომ სამუშაო ― ეს აუცილებელი სიბოროტეა. მათ სწამთ, რომ თანამშრომლები ვერ იტანენ სამუშაოს, ამიტომ ქვეცნობიერად მოძალადეობრივ როლს ირგებენ და თანამშრომლებს უყურებენ, როგორც მსხვერპლს. შესაბამისად, ყველა იქცევა სიტუაციიდან გამომდინარე.  
წარმატებული მმართველები სამშაოს განიხილავენ სასიამოვნო მოვლენად, ამიტომ სწამთ, რომ ხელმძღვანელის მთავარი ამოცანა არის თანამშრომლების ისე დასაქმება, რომ ადამიანები ბედნიერები იყვნენ მუშობით.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like