წარმატებული მეწარმეების ძირითადი მახასიათებლები

წარმატებული მეწარმეების ძირითადი მახასიათებლები

წარმატებული ადამიანები ბევრნი არიან. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ მაინც შეიძლება გამოვყოთ რამოდენიმე მახასიათებელი, რომელიც მათ საერთო აქვთ.

შეუპოვრობა – წარმატებული ადამიანი განუსაზღვრელ მდგომარეობაში ცხოვრობს და ცდილეობს თავისი იდეები რეალობად აქციოს. ამ თვისებას შეიძლება რამოდენიმე დასახელება ჰქონდეს, მაგლითად: ჟინიანობა, მიზანდასახულობა, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და.ა.შ სწორედ ეს თვისებები განაპირობებს მათი მიზნების მიღწევას. როცა ყველაფერი ინგრევა, თქვენ გიწევთ ყველაფრის თავიდან დაწყება. რამდენად ხშირად მოხდება ეს არავინ იცის, მთელი არსი კი იმაშია, დათმობთ თქვენ თუ ბრძოლას გააგრძელებთ და შეუპოვარი დარჩებით. თქვენს გარშემო ბევრი ცდუნება იქნება, ახლობლები და მეგობრები დაიწყებენ იმაზე საუბარს, რომ დროა დანებდეთ, და მხოლოდ შეუპოვორბა მოგცემთ იმის საშუალებას, რომ შექმნათ რაიმე მნიშვნელოვანი, გახვიდეთ ბოლომდე თქვენი მიზენების რეალობად ქცევის გზაზე.

მხოლოდ ფულის გამომუშავების სურვილი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ წარმატებული მეწარმე გახდეთ. გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ქმედებები იყოს იმ სურვილით და მონდომებით გამსჭვალული, რასაც თქვენ კონკრეტული საკითხის მიმართ რეალურად განიცდით. ზოგს სამყაროს შეცვლის შესაძლებლობისაც კი სჯრეავს, სწორედ ეს შეუპოვარი რწმენა აძლევს მათ წარმატების მიღწევის საშუალებას.

მაგრამ ნურავინ იფიქრებთ, რომ წარმატებისკენ სწრაფვის გზაზე ვინმეს პრობლემები არ ხვდება, პირიქით, ეს გზა მუდმივი პრობლემების გადალახვის გზაა და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი შეუპოვრობა, რწმენა საკუთარ თავში და შედეგიც აუცილებლად გექნებათ.

წარმატების მისაღწევად გასავლელ გზაზე სხვადასხვა ტიპის პრობლემები შეგხვდებათ, მათგან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ შიშს, რომელიც მუდმივად ახლავს თან რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას. არ უნდა მისცეთ შიშს თქვენი მართვის საშუალება. ის უნდა დაძლიოთ და წინ სვლა განაგრძოთ. წინდახედულება და საკითხების განჭვრეტა წარმატებული ადამიანისთვის მნიშვნელოვანი თვისებაა. თქვენ უნდა შეგეძლოთ იმის დანახვა და გააზრება, რაც სხვებს არ შეუძლიათ. უნდა შეგეძლოთ თქვენი ბიზნესის შესაძლებლობების განსაზღვრა. წარმატებული ადამიანები სამყაროს სულ სხვაგვარად ხედავენ, შესაბამისად მათ სამყაროში ბევრი ისეთი რამეა, რისაც ჩვეულებრივ ადამიანებს არ სჯერავთ.

წარმატებული ბიზნესმენები ბაზარზე რამოდენიმე ნაბიჯით წინ უნდა იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათ იდეას გარშემომყოფების სკეპტიკური დამოკიდებულება მოჰყვება, საკუთარ თავში რწმენა და შეუპოვრობა საშუალებას მისცემს ამ ადამიანებს წარმატებებს მიაღწიონ. მაგალითად თქვენ მოგივიდათ რაიმე იდეა და ახლობელ ადამიანებს გაანდეთ ის, ვთქვათ დედას, მამას, ცოლს, ქმარს, შვილებს, სავარაუდოდ თქვენ მაშინვე მიიღებთ საპასუხოდ რომ „ეს სისულელეა“, „რატომ იტკიებ თავს?“, „არაფერი გამოვა“ და ა.შ. შეიმუშავეთ საკუთარი თავისთვის ე.წ. ”ბრონი” მსგავს სიტუაციებში თქვენი შეუპოვრობისა და რწმენის დასაცავად! რწმენა ავარჯიშეთ საკუთარ „მე“-ში, თორემ თქვენი შინაგანი ენერგია მხოლოდ ამ ნეგატიური ემოციების მოგერიებას მოხმარდება… წარმატების მისაღწევად დაგჭირდებათ მოქნილობა, რაც ნიშნავს, რომ უნდა შეგეძლოთ სიტუაციაზე სწრაფი რეაგირება და ცვლილების განხორციელება სიტუაციიდან გამომდინარე. მაგალითად, თუ შემოიღეს კანონი, რომელიც ბევრ შეზღუდვებს უწესებს თქვენს ბიზნესს თქვენ უნდა შეგეძლოთ გამოსავალი მოძებნოთ და სწრაფად გადაეწყოთ ახალ წესებზე.

ნუ მიჰყვებით დინებას, ნურც მის საწინააღმდეგოდ წახვალთ, უბრალოდ გადაცურეთ ის!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

ბიზნესფსიქოლოგია

ჰარვ ეკერის 17 ღირებული საიდუმლო მილიონერების გონებიდან

ჰარვ ეკერის წიგნი “მილიონერი გონების საიდუმლო” არის ერთერთი საუკეთესო , რაც კი დაწერილა ამ მიმართულებთ, აქ განხილულია როგორ ავაშენოთ ფინანსური კეთილდღეობა. ამ წიგნში ვისწავლით განსხვავებას მდიდარ ადამიანებისა და ღარიბ ადამიანების

სიახლეები

5 ადამინი, რომლებიც 40 წლის შემდეგ გამდიდრდნენ

შეწყვიტეთ საკუთარი ცხოვფრების კრიტიკულად შეფასება! ისტორიები, რომლებიც ამ სტატიაშია მოყვანილი, ამტკიცებენ, რომ ახლის დაწყება გვიან არასოდეს არ არის. ბევრი ადამიანი 30 წლის ასაკში იწყებს საკუთარი ცხოვრების კრიტიკულად შეფასებას და ნანობენ,

ბიზნესფსიქოლოგია

ბიზნესის ფსიქოლოგია: როგორ ვიკონტაქტოთ სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან

ცნობილი ფსიქოლოგი ჯეიმს ბორგი თავის წიგნში «დარწმუნების ძალა. ადამიანებზე გავლენის მოხდენის ხელოვნება» – გამოყოფს თანამოსაუბრეთა ხუთ ძირითად ტიპს, შესაბამისად, ხუთივე ტიპის ადამიანებთან საჭიროა ურთიერთობის თავისებური მეთოდის გამოყენება – სწორედ ამაშია