წარმატებული მამაკაცების 8 ძირითადი თვისება

წარმატებული მამაკაცების 8 ძირითადი თვისება

1. სრული გულმოდგინებით მუშაობა
მარტივად რომ ვთქვათ – იშრომეთ, იშრომეთ და იშრომეთ, რადგან თუ ოლიგარქის შვილი არ ხართ, ძალიან რთულია განვითარების ახალ დონეზე გადასვლა და რაიმე სერიოზული წარმატების მიღწევა ხანგრძლივი და გულმოდგინე შრომის გარეშე – უბრალოდ არაფერი გამოგივათ. მხოლოდ მუდმვი, ჯიუტი და გულმოდგინე შრომა დაგეხმარებათ დაიპყროთ ახალი სიმაღლეები. უბრალოდ კი არ იმუშაოთ, მთელი გული უნდა ჩადოთ საქმეში. გულმოდგინე შრომას თუ გაიხდით ჩვევად, აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზნებს.

2. მაღალი ბარიერების დადგენა
მთავარია განასხვაოთ დიდი მიზნები შეუსრულებელისგან. ზედმეტად დიდ მიზნებს თუ დაისახავთ – «დაიწვებით», თუ ზედმეტად პატარა მიზნებს დაისახავთ – შედეგიც შესაბამისი იქნება. ამიტომ, საუკეთესო გამოსავალია განსაზღვროთ ერთი და ძალიან მნიშნველოვანი მიზანი და შემდეგ დაყოთ ის შედარებით მარტივ მიზნებად, რომ გაგიადვილდეთ მისი მიღწევა.

3. საკუთარი მიზნის დანახვა
ზუსტად და გარკვევით წარმოიდგინეთ რა გსურთ. გინდათ რომ უფრო წარმატებული იყოთ? მშვენიერია! მაგრამ რას გულისხმობთ სიტყვაში «უფრო წარმატებული»? ახალ თანამდებობას, ბინას, ოჯახს, საკუთარ ბიზნესს? თუმცა ეს არც ისე მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ ზუსტად გესმოდეთ, ხედავდეთ რა გინდათ და რა მიზანი გაქვთ, იმოძრაოთ მიზნისკენ გაცნობიერებულად, რადგან თუ არ იცით დანიშნულების პუნქტი სად არის, საჭირო ბილეთის ყიდვაც ძალიან გაგიჭირდებათ.

4. მხოლოდ საყვარელი საქმის კეთება
ალექსანდრ ვალუევი ალბათ ვერ გახდებოდა მხატვრულ ტანვარჯიშში მსოფლიო ჩემპიონი რომ არ ყვარებოდა ეს საქმე. აკეთეთ საყვარელი საქმე, გაარკვიეთ რას მოაქვს თქვენთვის სიამოვნება. ნუ მოუსმენთ სხვებს და მათ განსჯას. რა თქმა უნდა წარმატებული ბიზნესმენობა დიდი მიღწევაა, მაგრამ თუ თქვენ უფრო მეტად მოგწონთ ფეხბურთი იქნებ სჯობს, რომ პროფესიონალი მეკარე გახდეთ? გახსოვდეთ: მნიშნველობა არ აქვს კონკრეტულად რას აკეთებთ, ნებისმიერ სფეროში არსებობენ ექსტრა-კლასისი პროფესიონალები, რომელბიც დიდ ფულს შოულობენ. გამოიმუშავეთ ჩვევად, რომ მხოლოდ საყვარელი საქმე აკეთოთ და მაშინ ნამდვილად მიაღწევთ წარმატებას. თუ არ მოგწონთ თქვენი სამუშაო – არაფერი არ გამოგივათ.

5. დროის სწორად გამოყენება
შეწყვიტეთ ტელევიზორის ყურება. ყოველი თავისუფალი წუთი გამოიყენეთ რაიმე სასარგებლოს გასაკეთებლად. დონალდ ტრამპმა ერთხელ აღნიშნა, რომ დრო ფულზე მეტად ფასეულია, რადგან ფულის გამომუშავება შეიძლება, დროის დაბრუნება კი შეუძლებელია – ის აბსოლიტურად სწორია. თქვენ ხელს არაფერი არ გიშილით და მორიგი სისულელის მოსმენის ნაცვლად შეგიძლიათ წიგნი წაიკითხოთ. ნუ დაღუპავთ თქვენს ძვირფას დროს უსარგებლოდ. გამოიყენეთ ის.

6. მოქმედება
შეიძლება ხანგრძლივად წუწუნი სამყაროს უსამართლობაზე, ძუნწ კაპიტალისტებზე და ნორმალური სამსახურის არქონაზე. მაგრამ სანამ არ ადგებით და გასაუბრებაზე არ წახვალთ – სამსახურში ვერ მოეწყობით. გახსოვდეთ, რომ რეალურად წარმატებულ ადამიანს აქვს მოქმედების ჩვევა. მოძებნეთ სამოქმედო და იმოქმედეთ.

7. სხვებისგან სწავლა
შეისწავლეთ სხვების გამოცდილება, ვინც თქვენი მსგავსი საქმიანობით არის დაკავებული. გაიზიარეთ მათი გამოცდილება და შეეცადეთ არ დაუშვათ იგივე შეცდომები. მნიშვნელობა არ აქვს რა დონის პროფესიონალი ხართ, ყოველთვის მოიძებნება ისეთი რამ, რაც სხვებზე ცუდად იცით. ეს ნორმალურია – «მკვდარი ზონები» ყველას აქვს. გააკეთეთ ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს მათი რაოდენობა – ეს არის თქვენი ამოცანა. სხვების მოსმენა და მათგან სწავლა თქვენი ჩვევა უნდა გახდეს.

8. დასვენება
წარმატების გზაზე ხელი რომ არ შეგეშალოთ, აუცილებლად უნდა ისწავლოთ დასვენება. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მალე დაკარგავთ ძალებს და გადაიწვებით. გამოყავით საკუთარი თავისთვის დრო, რომელსაც დაუთმობთ დასვენებას და ამ დროს დაივიწყეთ ყველაფერი. ტვინს მიეცით დასვენების საშუალება და აღიდგინეთ ენერგია. წადით კინოში, თეატრში ან აუზზე. მეგობრებთან ერთად სადმე კაფეში.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

10 ადგილი იტალიაში, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმრო 2017 წელს

N1:. რომი თუ თქვენ პირველად მოგზაურობთ იტალიაში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგრჩეთ რომი. საუცხოო ტაძრებს, ულამაზეს შადრევნებს და რენესანსს განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი. რომი არის ადგილი, სადაც ყველა ადამიანი ისურვებდა დაკარგვას.

Print Friendly, PDF & Email

12 მეთოდი ყველაფრის მისაღებად

1. ცხოვრებაში კარგი მოსწრება აქვთ მათ, ვისაც არ ეშინია რაიმე დიდებულზე ოცნება და შემდეგ ამ ოცნებების განსახორციელებლად რისკზე წასვლა. 2. როცა შენ უკვე მზად ხარ დანებდე, ყველაზე მეტად ახლოს ხარ

Print Friendly, PDF & Email

ნუ იჩქარებთ შეფასებების გაკეთბას!

ნუ იჩქარებთ შეფასებების გაკეთბას! მოხუცი მამაკაცი 25 წლის ვაჟთან ერთად შევიდა მატარებლის ვაგონში და დაიკავა კუთვნილი ადგილი. ახალგაზრდა ფანჯარასთან დაჯდა. როგორც კი მატარებელი დაიძრა, მან ფანჯარაში გადაყო ხელი ჰაერის ნაკადი

Print Friendly, PDF & Email

19 ცხოვრებისეული რჩევა 60 წელს გადაცილებული ადამიანებისგან

1. წლები სწრაფად გადიან. იცხოვრეთ სავსე ცხოვრებით. იმოქმედეთ. მნიშვნელობა არ აქვს, გაქვთ ფული თუ არა. ჩაალაგეთ ჩემოდანი და გაემგზავრეთ იქ, სადაც შეგიძლიათ რომ წახვიდეთ. სანამ შვილები არ გყავთ ნივთებზე ნუ

Print Friendly, PDF & Email

მშობლების 7 შეცდომა, რომლებიც ხელს უშლის შვილებს ლიდერებად გაიზარდონ

როგორ ანგრევენ მშობლები შვილების მომავალს და როგორ უნდა შეწყვიტონ ამის კეთება. ლიდერობის ექსპერტმა და ფსიქოლოგიური ბესტსელერების ავტორმა ტიმ ელმორმა თავისი კვლევების დროს გამოავლინა მშობლების ტიპიური შეცდომები, რომლებიც წინასწარ ახდენენ ბავშვებიში

Print Friendly, PDF & Email

ფრანჩაიზინგი – ბიზნესის წარმოების მეთოდი

ფრანჩაიზინგი ორ მხარეს – ფრანჩაიზერსა და ფრანჩაიზას შორის საქმიანი ურთიერთბის ერთ-ერთი სახეობაა. ფრანჩაიზერად გვევლინება მსხვილი ბრენდის მფლობელი, რომელიც ნებას რთავს ფრანჩაიზას , თავისი სამარკო ნიშნის ქვეშ წარმართოს საკუთარი ბიზნესი, ოღონდ

Print Friendly, PDF & Email