წარმატებული ადამიანების 14 ჩვევა

წარმატებული ადამიანების 14 ჩვევა

1. ორიენტირებულნი არიან ხარისხზე და არა რაოდენობაზე
წარმატებული ადამიანები ისახავენ პრიორიტეტებს და არ ექცევიან უმნიშვნელო სისუსტეების ზეგავლენის ქვეშ. ნაცვლად იმისა, რომ დაიწყონ წვრილმანებით, ისინი პირველ რიგში ასრულებენ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს, ხოლო დანარჩენ დროს წვრილმან სიამოვნებაზე ხარჯავენ. ეს ეხმარებათ გათავისუფლდნენ დაძაბულობისა და ტვირთისგან, რაც ადამიანებს ცხოვრებით ტკბობის საშუალებას არ გვაძლევს.

2. პირველ რიგში ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე
ადამიანები, რომლებიც მიისწრაფვიან სრულყოფილებისკენ ხვდებიან, რომ ვერაფერს მიაღწევენ თუკი თავს ცუდად იგრძნობენ. ამიტომაც ისინი პირველ ადგილზე საკუთარ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას აყენებენ: რეგულარულად არიან დაკავებული სპორტით, უპირატესობას ანიჭებენ ჯანსაღ კვებას და იტოვებენ დროს მშვიდი მუშაობისა და გატაცებებისთვის, რაც მოდუნებაში ეხმარებათ.

3. იციან მათი ძლიერი და სუსტი მხარეები
ყველას აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ დაახშონ ისინი ან არ მიაქციონ ყურადღება, წარმატებული ადამიანები ითავისებენ ამას და მუშაობენ საკუთარ ნაკლზე (რაც უფრო მეტად ვუკეთებთ იგნორირებას ჩვენს სისუსტეებს, მით უფრო ძლიერდებიან ისინი). გარდა ამისა, ეს საუკეთესო საშუალებაა საკუთარი ღირსების გრძნობის შესანარჩუნებლად.

4. ენდობიან საკუთარ ინსტინქტებს
წარმატებული ადამიანები, პირველ რიგში, საკუთარ თავს ენდობიან. მათთვის არ არის მნიშვნელოვანი თუ რას ელოდებიან მათგან სხვები, მათ ყოველთვის იციან, თუ რას ელოდებიან საკუთარი თავისგან და აკეთებენ იმას, რაც სწორად მიაჩნიათ.

5. აწესებენ მაღალ სტანდარტებს
საკუთარ თავს არამხოლოდ უწესებენ მაღალ სტანდარტებს, არამედ ამ სტანდარტებს უფლებას არ აძლევენ შეაშინონ ისინი. მათ ესმით, რომ არაფერია სრულყოფილი, მაგრამ დიდ კმაყოფილებას განიცდიან დავალების იმდენად კარგად შესრულების გამო, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მათ ესმით, რომ რაიმეს კარგად გაკეთება პირველივე ჯერზე გაცილებით უკეთესი და მარტივია, ვიდრე შემდეგ ხარვეზების გამოსწორება.

6. მათ აქვთ გეგმა
წარმატებულმა ადამიანებმა იციან თუ რა სურთ სინამდვილეში როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ისე პირად ცხოვრებაში. მათ ზუსტად იციან, თუ როგორი იქნება მათი ცხოვრება თუკი ისინი განაგრძობენ მოძრაობას საკუთარი მიზნისკენ. და ისინი არასოდეს სწევენ დაბლა სტანდარს იმისთვის რომ დათანხმდნენ გაცილებით ნაკლებს, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული.

7. მსხვერპლად არ სწირავენ ხელოვნებას
წარმატებული ადამიანები უფულობის პერსპექტივას არ აძლევენ მათი შეშფოთების უფლებას და არ ვარდებიან მონობაში პურის ნატეხის გამო. ისინი არასოდეს მოეკიდებიან ისეთ საქმეს, რომელიც არ აინტერესებთ მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი ჰონორარი მიიღონ. სიღარიბის საფრთხე პირიქით, მათთვის მოტივაცია ხდება, რათა სწრაფად მოიყვანონ სისრულეში საკუთარი იდეალები.

8. ისახავენ რეალისტურ მიზნებს
ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ასწრებენ, არასოდეს ადგენენ ამოცანების არარეალურ ჩამონათვალს, რომლის შესრულება რობოტსაც კი არ შეუძლია. მათი საქმეების სიაში ყოველთვის არის ადგილი საკვების, შხაპისა და მშვიდი დასვენებისთვის. ისინი ხომ განსაკუთრებულად აფასებენ საკუთარ ჯანმრთელობას იმისთვის, რომ საკუთარი თავი კუთხეში არ მიიმწყვდიონ ან მუდმივად არ გადადონ დაგეგმილი საქმეები.

9. თანმიმდევრულად ასრულებენ საქმეს
წარმატებულმა ადამიანებმა იციან, რომ ამოცანების სიმრავლეს კარგთან არაფერთან მივყავართ.

10. მუდმივად აკორექტირებენ საკუთარ გეზს
გზა წარმატებისკენ არ წარმოადგენს სწორ ხაზს, არამედ ის დიდი ტრასაა, სადაც საჭიროა მანქანებს შორის მოძრაობის დარეგულირება, სათანადო სისწრაფის შერჩევა და გზიდან გადახვევა სწორი მიმართულებით. წარმატებული ადამიანები მუდმივად აანალიზებენ საკუთარ მიზნებს და მათი შესრულების დონეებს, აკორექტირებენ გეზს და პოულობენ მიზნის მიღწევის ახალ მეთოდებს.

11. ავტომატიზაციას უკეთებენ იმას, რისი შეცვლაც შეუძლებელია
ნაცვლად იმისა, რომ გაღიზიანდნენ ყოველდღიური საქმეების გამო, რომელთაც ვერსად გაექცევიან, მათ ისინი ავტომატურობამდე დაჰყავთ. ავტომატურად ამოწმებენ ელექტრონულ ფოსტას, ამზადებენ კერძს, ალაგებენ ბინას, ხარჯავენ მინიმალურ დროსა და ენერგიას, ხოლო შემდეგ აგრძელებენ საკუთარ საქმეს.

12. აკეთებენ მხოლოდ იმას, რითიც არიან გატაცებული
ამ პუნქტთან დაკავშირებით ზედმეტი განმარტებები უბრალოდ, არ გვჭირდება.

13. ჭკვიანურად გეგმავენ სამუშაო დღეს
ისინი მუშაობენ 30 წუთიდან 1 საათამდე, რის შემდეგაც აკეთებენ მცირე შესვენებას შემდგომი საქმის შესასრულებლად. ზოგჯერ მათ შეუძლიათ იმუშაონ 4 საათი, ზოგჯერ 8 – ყველაფერი დამოკიდებულია იმ სამუშაოს მოცულობაზე, რომელიც შესასრულებელია დღის განმავლობაში. ისინი აკეთებენ ყველაფერს რაც საჭიროა საკუთარი გეგმის სისრულეში მოსაყვანად, მაგრამ არ აპირებენ „გადაწვას“.

14. სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების
არ აქვს მნიშვნელობა თუ ვის აქვს განზრახული გაწყვიტოს მათი აზრი და დაანგრიოს მიზნები (გააზრებით ან გაუაზრებლად), დათესოს ან გააღვივოს რაიმე ეჭვი, სრულყოფილმა ადამიანებმა იციან, რომ ისინი აკეთებენ სწორედ იმას, რაც საჭიროა და აკეთებენ მაშინ, როცა საჭიროა. კრიტიკოსები კი ამით ვერ დაიკვეხნიან, ამიტომაც სწრაფად ეცლებიან მათ.

ხომ არ არის კიდევ რაიმე ისეთი თვისება, რაც შეგიმჩნევიათ წარმატებულ ადამიანებში? თვლით საკუთარ თავს წარმატებულად? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1493 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ