13 რამ, რასაც წარმატებული ადამიანებისგან ვერასოდეს მოისმენთ

13 რამ, რასაც წარმატებული ადამიანებისგან ვერასოდეს მოისმენთ

2500 წლის წინ, ფილოსოფოსი ლაო-ცზი ამობობდა, რომ ჩვენი სიტყვები გადადის მოქმედებაში, რაც საბოლოოდ ჩვენი ბედია. ჩვ. წ. აღ-მდე 1 საუკუნეში ბერძენი ისტორიკოსი და ესეისტი პლუტარქე ამბობდა, რომ მოსაუბრის გონება და გული ხელმისაწვდომია მისი სიტყვებიდან გამომდინარე. ნაპოლეონ ჰილი, თანამედროვე ლიტერატურის მამა, საკუთარი წარმატების შესახებ ამბობს, რომ სიტყვები წარმატების ან წარიუმატებლობის თესლია ცნობიერებაში.

მთელი სამყაროს ბრძენი ადამიანები ამტკიცებენ, რომ სიტყვები არის კაცობრიობის მიერ გამოყენებადი ყველაზე ძლიერი იარაღი. ისინი დაკვირვებით უნდა იქნეს შერჩეული და დიდი სიფრთხილით წარმოთქმული. ის, რასაც ჩვენ ვამბობთ საკუთარ თავზე ან სხვებზე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს, გვეხმარება მივაღწიოთ წარმატებას ან პირიქით, შევიქმნათ უსიამოვნებები. იმისდა მიუხედავად როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი გზა, სიტყვები გეხმარებათ შეავსოთ თქვენი ხედვა და რეალობა.

არსებობს სიტყვები და ფრაზები, რომლებმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინონ თქვენს იმიჯზე, ზიანი მიაყენონ თქვენს რეპუტაციას და თქვენი წარმატება საფრთხის ქვეშ დააყენონ. ამიტომ, წარმატების გამყარებისათვის საჭიროა ხმარებიდან ამოიღოთ ასეთი გამოთქმები.

გთავაზობთ 13 ფრაზას, რომლებსაც წარმატებული ადამიანები არ იყენებენ:

«მე არ მქონდა სხვა არჩევანი»
წარმატებული ადამიანები ყოველთვის ხედავენ ვარიანტებს, გარემოებების მიუხედავად. როცა ამბობთ, რომ სხვა არჩევანი არ გქონდათ განსაზღვრულ სიტუაციაში, იგულისხმება, რომ საკუთარ თავს მსხვერპლად აღიქვამთ, რომ სუსტი ხართ, ვიდრე გარემო. ამ უსუსურობის აღიარებით მოსაუბრე იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.
წარმატებული ადამიანები ამბობენ: «მე მაქვს არჩევანი», «აი ჩვენი ვარიანტები» ან «მოდით განვიხილოთ ყველა შესაძლებლობა». მათ იციან, რომ არჩევანის მოთხოვნის უფლება წარმოადგენს წარმატების მიღწევის გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯს.

«მე შემეძლო»
სიტყვები “უნდა” და “შემეძლო” გულისხმობენ სინანულს, დანაშაულის შეგრძნებას და

დამნაშავეების ძებნას. წარმატებული ადამიანები არ იჭედებიან წარსულში, ისინი იშვიათად ნანობენ თავიანთ გადაწყვეტილებების ან ქმედებების გამო. მაშინაც კი, როცა ეს სხვისი წარუმატებლობაა, ფაქტს ღებულობენ როგორც გამოცდილებას, რომელიც აახლოებთ მიზანთან კიდევ ერთი ნაბიჯით. გარდა ამისა, არ არსებობს იმაზე უკეთესი საშუალება უფროსის, კოლეგის ან კლიენტის შენს წინააღმდეგ განსაწყობად, ვიდრე იმის თქმა, რომ ისინი რამეში დამნაშავენი არიან (ეს მართლაც ასე რომ იყოს). ამის ნაცვლად შეგიძლიათ თქვათ: “გთხოვთ, დამეხმარეთ გავერკვე რატომ… ” ან “სამომავლოდ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ალტერნატიული მიდგომა”

«მე არ შემიძლია ამის გაკეთება», «ეს შეუძლებელია»
გარდა იმისა, რომ ეს არის თვითშეზღუდვის სიტყვები, ისინი გაჟღენთილია პესიმიზმით და

მარცხით. წრმატების გზაზე უამრავი ბარიერი გვხვდება, რომლებმაც შეიძლება გაართულოს ეს გზა, მაგრამ ვერასოდეს შეაჩერებენ ამ გზაზე მიმავალს. წარმტებული ადამიანი ყოველთვის გაუმკლავდება სირთულეს და ამას გააკეთებს მისი აღმოფხვრის ან შემოვლითი გზის პოვნით.

სიტყვა “არ შემიძლია” ან “შეუძლებელია” იშვიათად სტუმრობენ წარმტებული ადამიანის ცნობიერებას. იმის ნაცვლად რომ იწუწუნონ, ისინი იწყებენ ალტერნატიული გადაწყვეტილებების ძიებას რეზულტატის მისღწევად. “მე დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს საშუალება… “, “მოდით ვცადოთ სხვაგვარად გაკეთება”.

როგორც დიდმა მეწარმემ ჰენრი ფორდმა თქვა: “მნიშვნელოვანი არაა რას ფიქრობთ – შეგიძლიათ, თუ არ შეგიძლიათ – თქვენ მაინც მართალი ხართ”.

«ეს ჩემი საქმე არ არის», «მე ამისთვის არ მიხდიან», «ეს ჩემი პრობლემა არ არის»
წარმატებული ადამიანები სხვებს ეხმარებიან წარმატების მიღწევაში. როგორც მილიარდერმა უორენ ბაფეტმა თქვა: «ვიღაც ახლა ხის ჩრდილში ზის იმიტომ, რომ ეს ხე ოდესღაც სხვამ დარგო.

იფიქრეთ თქვენს სამსახურზე ისე, როგორც ხეების დარგვაზე». თუ თქვენ რაიმეს გაკეთებას გთხოვთ თქვენი უფროსი, კოლეგა ან კლიენტი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანია. აღნიშნულ სიტუაციაში თქვენ, როგორც მთავარმა მოთამაშემ, დაისახეთ მიზანი როგორ დაეხმაროთ მათ მაშინაც კი, თუ ეს არ შედის თქვენს თანამდებობრივ ინსტრუქციაში. მაშინაც კი, თუ თქვენს მაგიდაზე დევს დირექტორის ხელმოწერილი, უსაფუძვლო მოთხოვნა, უპასუხეთ თანხმობით: «რა თქმა უნდა მოხარული ვიქნები დაგეხმაროთ მიზნის მიღწევაში. ჩემი მიმდინარე ამოცანების გათვალისწინებით A, B და C, რომელს ამჯობინებთ, რომ გადავდოთ მანამ, სანამ ახალ დავალებაზე ვიმუშავებ?» – ასეთი პასუხი თქვენ პირდაპირ გაკავშირებთ პრიორიტეტულ დატვირთვასთან დახმარების გაწევისთვის მზაობის თანხლებით. «კი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის სხვაგვარად ვაკეთებდით ამას», «ეს ისე არ არის, როგორც ჩვენ ვაკეთებთ»
წარმატებული ადამიანები გატაცებულნი არიან ინოვაციებით, ისინი მუდმივად ახალი გადაწყვეტილებების ძიებაში არიან. სტივ ჯობსმა თქვა: «ინოვაცია განასხვავებს ლიდერს და მიმდევარს». ამ მიზეზით განათლებული მმართველები აფასებენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ავლენენ შემოქმედებით აზროვნებას, მოქნილობას და პრობლემების გადაჭრის უნარებს.
არ უნდა აჩვენოთ, რომ წარსულში გაიჭედეთ, რომ არ შეგიძლიათ იყოთ მოქნილი და ჩაკეტილი ხართ თანამოაზრეებისთვის. მაშინაც კი, თუ არ ეთანხმებით ვინმეს იდეას, სჯობს ასე უპასუხოთ: «ეს საინტერესო იდეაა და როგორ იმუშავებს ის?» ან: «ეს სხვაგვარი მიდგომაა. მოდით განვიხილოთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები». «ეს არასამართლიანია»
თქვენი კოლეგა დააწინაურეს, თქვენ – არა. ის აღიარეს, თქვენ – არა. მისი განყოფილება იღებს დაფინანსებას, თქვენი – არა. უსამართლობას ყოველდღიურად აქვს ადგილი, სამსახურშიც და სამყაროშიც. წარმატებული ადამიანები იმის ნაცვლად რომ დაიწყონ პრეტენზიების გამოთქმა ან იწუწუნონ, იღებენ აქტიურ ზომებს: ახდნენ ფაქტების დოკუმენტირებას, აწარმოებენ საქმეს, წარუდგენენ ინტელექტუალურ დოკუმენტს იმ ადამიანს ან ჯგუფს, ვინც შეუძლია დახმარება გაუწიონ მას. «ის ზარმაცია», «მე არ მიყვარს ჩემი სამუშაო», «მე ვერ ვიტან ამ კომპანიას».
წარმატებული ადამიანები გაურბიან სხვების განსჯას, შეურაცხყოფას და ნეგატივს. მიუხედავად იმისა, თუ რა გრძნობა გაგიჩნდათ ან რა სიტუაციაში ხართ, თავი აარიდეთ არაკონსტრუქციულ ან სუბიექტურ განცხადებებს, რომლებიც გადმოსცემენ ადამიანების ან სამუშაოს მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას. თუ გაქვთ კონკრეტული საჩივარი ან შეკითხვა, რაც ვინმესგან ყურადრებას ითხოვს, მიმართეთ მას ფაქტებით და ტაქტიკურად, თან შეეცადეთ შეინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი.

თქვენი გამოხატვის მანერა მნიშვნელოვნად ზემოქმედებს კარიერაზე და უზრდელური გამოხატვით აშკარა ხდება წინდაუხედაობა, რაც ეჭვქვეშ აყენებს თქვენი, როგორც სპეციალისტის სრულყოფილებას. წარმატებული ადამიანები სიტყვებს საგულდაგულოდ არჩევენ, ეფუძნებიან ფაქტებს და თავს არიდებენ დაუდევარ საუბარს.
თუ თქვენ პოზიტიურად იაზროვნებთ და დარწმუნებული იქნებით, რომ წარმატებისკენ მიდიხართ, მაშინ აუცილებლად მიაღწევთ მას!
Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1515 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ