წარმატებული ადამიანის 10 წესი მსოფლიო ფსიქოლოგებისგან – მიყევი მათ და იყავი წარმატებული!

წარმატებული ადამიანის 10 წესი მსოფლიო ფსიქოლოგებისგან – მიყევი მათ და იყავი წარმატებული!

1. განავითარე შენში იმ საქმისადმი სიყვარულის გრძნობა, რომელსაც აკეთებ, არ დაივიწყო, რომ ეს შენი არჩევანია!

2. გამოცდებისთვის მოემზადე გონებრივად და ფიზიკურად. შეეცადე ჯანმრთელი იყო სულით და სხეულით. თუ არ იცი ეს როგორ გააკეთო – ისწავლე!

3. მიიღე გამოცდისგან სიამოვნება, რომელიც გელის ახალ სტატუსში.

4. იყავი ყოველთვის პოზიტიურად განწყობილი. ნუ შეგეშინდება საკუთარ თავის წინაშე რთული ამოცანების დასმის. სტრესი – თავდაუჯერებლობის შედეგია, ამიტომ გჯეროდეს საკუთარი თავის და ენდე მას.

5. ნებისმიერი სიტუაციისას შეიძლება ჩაეფლო იმ საქმეში, რასაც მოცემულ მომენტში აკეთბ. ნუ იცხოვრებ წარსულით და ნურც მომავლით დღეს – ეს დამარცხების ტოლფასია. იცხოვრე აწმყოში!

6. ფიქრი მატერიალურია. გააკონტროლე საკუთარი ფიქრები. თუ შენი გონება მშვიდად არის, სხეულიც არ იქნება დაძაბული. გახსოვს საიდან იღებს სათავეს დაავადებები? კუნთების დაჭიმულობა კი პირიქით, ადასტრურებს ფსიქოლოგიურ კონფლიქტს – მოძებნე მიზეზი შენს ფიქრებში, შეცვალე სიტუაცია.

7. თუ არ შეგიძლია სიტუაციის შეცვლა, მაშინ შეცვალე დამოკიდებულება მის მიმართ. ჩვენ ყოველთვის ვხედავთ სიტუაციას ისე, როგორც შეგვიძლია მისი დანახვა. გაიღრმავე ცოდნა და გაიფართოვე ხედავა.

8. კონცენტრირდი იმაზე, რისი გაკონტროლებაც შეგიძლია და შეეშვი ყელაფერს, რაც შენს შესაძლებლობებს სცდება. იცოდე დროულად გაჩერება, რათა მოიკრიბო ძალები და გადალახო უფრო მაღალი ბარიერი.

9. მარცხი მიიღე როგორც გამოცდილება. საკუთარი შეცდომების გაცნობიერებამ სამომავლოდ გამარჯვებამდე უნდა მიგიყვანოს. ნუ ჩამოუშვებ ხელებს და ნუ გადგები განზე როგორც წარუმატებელი ადამიანი.

10. მთავარია – მიიღო სიამოვნება და სიხარული ნებისმიერი პროცესით, რასაც აკეთებ, იქნება ეს სპროტი, სწავლა, ბიზნესი თუ ოჯახი. ასე წარმატება შენს გვერდით იქნება!!!

თუ გინდა, რომ შენით აღფრთოვანდნენ – იმუშავე საკუთარ თავზე!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like