წარმატებული ადამიანის 14 თვისება

წარმატებული ადამიანის 14 თვისება

1. მათ იციან, როდის დარჩნენ და როდის წავიდნენ. წარმატებულმა ადამიანებმა ზუსტად იციან, როდის შეიცვალონ სამსახური, როდის დაიწყონ თავისი საქმე ან როდის დახურონ კომპანია. მათ კარგი ინტუიცია აქვთ და არ ეშინიათ რთული გადაწყვეტილების მიღების მაშინაც კი, როცა წინააღმდეგობას ხვდებიან.

2. ისინი უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე მათგან მოითხოვენ. საკუთარ მოვალეობებს ისინი განიხილავენ როგორც ანგარიშსწორებას. იმის შესრულების შემდეგ, რაც მათგან მოითხოვება, ისინი ყოველთვის იღებენ ახალ პროექტებს, რომლებიც მათთვის გამოწვევაა. იმისათვის, რომ გუნდური მოთამაშეები დარჩნენ, ისინი მზად არიან მოსაბეზრებელი საქმეც კი შეასრულონ, რასაც სხვები თავს არიდებენ.

3. ისინი მზად არიან მოითმინონ წარუმატებლობა იმისათივს, რომ საბოლოოდ გამარჯვება იზეიმონ. ყველა წარმატებულმა ადამიანმა იცის, რომ წარმატების მიღწევა მარტივი არ არის და უფრო მეტჯერ წააგებენ, ვიდრე მოიგებენ. ისინი მზად არიან გაკვეთილად მიიღონ ყოველი მარცხი, რამდენადაც ეს საშუალებას მისცემთ უფრო სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ მომავალში. ბევრი ადამიანი მარცხის შემდეგ ნებდება, წარმატებულები კი პირიქით.

4. მათ იციან, რომ წარმატება მათ ხელშია. რომ ეს არის წარმატებაზე გამიზნული მძიმე შრომის შედეგი. წარმატება არ მოდის შემთხვევით, ისინი ყოველ დღე აკეთებენ რამეს იმისათივს, რომ გაამყარონ წარმატება და შემდეგ ეყრდნობიან მას, რომ გაახანგრძლივონ.

5. ისინი მიზნად ისახავენ რეალურ, შესრულებად მიზნებს. წარმატებული ადამიანები იღვიძებენ უკვე დაგეგმილი დღით, ხოლო წარუმატებელი ადამიანები დიდ დროს ანდომებენ იმაზე ფიქრს, თუ როგორ იმოქმედონ სამომავლოდ. წარმატებული ადამიანების მიზნები ძალიან ფოკუსირებულია, ეს მიზნები დიდია, მაგრამ მიღწევადი, ისინი მიბმულია მათ ძლიერ მხარეებზე. მათ იციან, რომ შეუძლიათ და მთელი თავისი შესაძლებლობების ინვესტირებას ახდენენ ამაში, ისე, რომ გარს უვლიან თავიანთ სისუსტეებს.

6. ისინი იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და მოქმედებაზე. ისინი არ რჩებიან სხვის იმედად რაიმე საქმის შესრულების დროს. ისინი საკუთარ თავში იხედებიან და ცდილობენ გადაწყვეტილებები მოძებნონ იქ, მიმდინარე პირად აქტივებზე დაყრდნობით. თუ ისინი შეცდომას უშვებენ, ამას აღიარებენ და მაშინვე იწყებენ იმაზე ფიქრს, როგორ მოიქცნენ მომავალში სწორად და შეცდომა აღარ გაიმეორონ.

7. ისინი აღწევენ გარდატეხას და არ აქვთ ცხოვრება მიშვებული ნებაზე. წარმატებული ადამიანები არ ელოდებიან როდის შეეხება მათ ეკონომიკური ტრენდი. ისინი თავად ქმნიან ტრენდებს და აღწევენ ცვლილებებს.

8. მათ შეუძლიათ ბაზრის ცვლილებებს აყვნენ. მზად არიან გადააფასონ საკუთარი თავი, რომ ყოველთვის მოთხოვნადი დარჩნენ. მათ ესმით, რომ თუ ადამიანი ერთ ადგილზე დგას, საბოლოოდ ის უკან ჩამორჩება. ისინი მუდმივად იგონებენ ახალ იდეებს, ეძებენ ახალ ფანდს და ითვისებენ ახალ უნარებს.

9. მათ შეუძლიათ საკუთარი ისტორიის ეფექტურად გადმოცემა. თუ თქვენ წარმატებულ ადამიანს ჰკითხავთ რას აკეთბს, მას შეუძლია ყველაფერი მოკლედ და გასაგებად მოგიყვეთ. ამ ადამიანებმა იციან რას წარმოადგენენ, რას აკეთებენ და შეუძლიათ დაგარწმუნონ საკუთარ შესაძლებლობებში. მათ ძლიერი პოზიცია აქვთ, საკუთარ თავში დარწმუნებული და დამაჯერებელნი არიან.

10. ისინი სწორ შეკითხვებს უსვამენ მათ, ვისაც სწორი პასუხები აქვთ. წარმატებულმა ადამიანებმა იციან, რომ პრობლემების გადაჭრა საკუთარ სოციალურ ქსელთან ურთიერთობით უნდა მოახერხონ. მათ არ ეშინიათ მიწერონ ან დაურეკონ იმ ადამიანს, რომელიც ყველზე უკეთ გასცემთ პასუხს შეკითხვებზე. ისინი ყოველთვის დროულად იღებენ სწორ პასუხებს და მუდმივად მზად არიან თავადაც გაუწიონ დახმარება სხვებს.

11. ისინი მთელი ცხოვრება სწავლობენ და ყოველთვის მზად არიან დისკომფორტისთვის. ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ უნივერსიტეტის დასრულებისთანავე სწავლაც სრულდება. წარმატებული ადამიანები მუდმივად სტუდენტები არიან, ისინი ყოველთვის ახალ იგებენ და იძენენ გამოცდილებას. მათ არ ეშინიათ სიახლის ან ამ სიახლით გამოწვეული წარუმატებლობის.

12. მათ იციან საკუთარი ადგილი სამყაროში. ისინი საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან და შეუძლიათ უხელმძღვანელონ კიდეც საკუთარ თავს და სხვებსაც. მათ აქვთ საკუთარი კონცეფცია და მისია, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ახორციელებენ. მათ იციან ვის არ წარმოადგენენ და არ ხარჯავენ დროს იმაზე, რაშიც სუსტები ან დაუკმაყოფილებლები არიან.

13. მათ უფრო იზიდავს გზა, ვიდრე შედეგი. ისინი აიგნორებენ „სწრაფად გამდიდრების“ შეთავაზებას. ისინი მობილიზებულნი არიან მყარი კარიერის მოწყობაზე, რასაც შეუპოვარი შრომით, რისკით და შემოქმედებით აღწევენ. ისინი ტკბებიან მოგზაურობით, მიუხედავად წინააღმდეგობებისა, რადგან დაკავებული არიან აზრიანი საკითხებით.

14. ისინი არამარტო მოიხმარენ, არამედ ქმნიან. ადამიანების უმრავლესობა დაკავებულია წერილების კითხვით, ტელევიზორის ყურებით ან ინტერნეტ სივრცეში ათასგვარი ინფორმაციის გაცნობით. წარმატებული ადამიანები ქმნიან ახალ ინსტრუმენტებს, პრეზენტაციებს და იდეებს. ისინი ქმნიან იმას, რაც სხვებს სჭირდებათ და რასაც სხვები მოიხმარენ.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1493 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ