წარმატების წესები პაველ დუროვისგან

წარმატების წესები პაველ დუროვისგან

პაველ დუროვი (დაბ. 1984 წლის 10 დეკემბერს) – რუსი პროგრამისტი, რუსული სოციალური ქსელის «ВКонтакте»-ს ერთ-ერთი შემქმნელი (სხვა დამფუძნებლებს შორის არის ასევე მისი ძმა, ნიკოლაი დუროვი). რფ-ს პრეზიდენტის სტიპენდიის ლაურეატი ლინგვისტიკის, ინფორმატიკის და დიზაინის სფეროში.

2011 წლის ოქტომბერში პაველ დუროვი ჟურნალმა Forbes-მა 9 ყველაზე უჩვეულო რუს ბიზნესმენს შორის დაასახელა. შეშლილები, ჯადოქრები და ექსცენტრიულები – ასე დაახასიათეს ისინი.

1. აკეთე ის, რაც მოგწონს – ისწავლე. ასწავლე. განვითარდი. შეიცვალე შინაგანად. ოქროს წესი ამბობს – გააკეთე ის, რაც ჭეშმარიტ სიამოვნებას განიჭებს და შენ გაცილებით ბედნიერი იქნები.

2. უარი თქვი ნაგავზე, რომელსაც შენ ჭამ, სვამ და ეწევი ყოველდღიურად.

3. შეისწავლე უცხო ენები – ინტერნეტის რუსულენოვანი მომხმარებელების რაოდენობა შეადგენს 60 მლნ-ს. ინგლისურენოვანი მომხმარებელი კი მილიარდია. ინგლისურის ცოდნა ეს მხოლოდ თავის მოსაწონებელი აღარ არის, ეს უკვე ცხოვრებისეული აუცილებლობაა.

4. იკითხე წიგნები – ოქროს წესი – იკითხე/მოისმინე როგორც მინიმუმ კვირაში ერთი წიგნი. ეს წელიწადში 50 წიგნია, რაც შეცვლის შენს ცხოვრებას.

5. გაატარე აზრიანად ყოველი დასვენება

6. დაისახე მიზნები, დააფიქსირე ისინი ფურცელზე, Word-ში ან ბლოგზე – მთავარია რომ ისინი იყოს გარკვეული, გასაგები და გეგმაზომიერი. თუ დაისახავ მიზანს, შეძლებ რომ მას ან მიაღწიო, ან არა. თუ არ დაისახავ, მისი მიღწევის ვარიანტი საერთოდ არ არსებობს.

7. ისწავლე კლავიატურაზე ბრმად ბეჭდვა – დრო, იმ მცირერიცხოვანი საგანძურის ნაწილია, რაც შენ გაგაჩნია და ბეჭდვა შენ ისევე სწრაფად უნდა შეგეძლოს, როგორც ფიქრი. შენ არ უნდა იფიქრო იმაზე, სად არის განთავსებული საჭირო ასო კლავიატურაზე.

8. მართე დრო – ისწავლე მართო საქმეები ისე, რომ მათ იმუშაონ ფაქტიურად შენი ჩარევის გარეშე. გადაწყვეტილებები მიიღე სწრაფად, იმოქმედე შეუჩერებლად, არ გადადო სამომავლოდ. ყველა საქმე გააკეთე ან დაავალე ვინმეს.

9. უარი თქვი კომპიუტერულ თამაშებზე – სოციალურ ქსელში უმიზნო ყოფნასა და სერფინგზე. მინიმუმამდე დაიყვანე სოციალურ ქსელებში კონტაქტი, დაიტოვე ერთი ე.წ. ექაუნთი. გააუქმე სახლში სატელევიზოი ანტენა.

10. შეეშვი სიახლეების კითხვას – ძირითად საკითხებზე მაინც ყველა ისაუბრებს გარშემო.

11. მიეჩვიე დილით ადრე ადგომას – პარადოქსი იმაშია, რომ დილის საათებში უფრო მეტს ასწრებ, ვიდრე საღამოს. ადამიანისთვის 7 საათი ძილი საკმარისია, ნორმალური ფიზიკური დატვირთვისას და ნორმალური კვების პირობებში.

12. შეეცადე შემოიკრიბო – წესიერი, კეთილსინდისიერი, გახსნილი, ჭკვიანი და წარმატებული ადამიანები.

13. დაკავდი სპორტით – კლდეზე ცოცვა, ველოსიპედი, ფეხბურთი, სირბილი, ცურვა, ფუნქციონალური ვარჯიშები – ადამიანის საუკეთესო მეგობრები არიან, რომელსაც უნდა დაიბრუნოს სხეულის ტონუსი და მიიღოს ენდორფინების გაჯანსაღება. დაივიწყე ლიფტი.

14. აკეთე უჩვეულო რამ – შედი იქ, სადაც არასოდეს ყოფილხარ, სამსახურში სხვა გზით იარე, გაერკვიე პრობლემაში, რომელზეც არაფერი იცი. გამოდი „კომფორტის ზონიდან“, გააფართოვე შენი ცოდნა და ხედვის არეალი. გადაანაცვლე ავეჯი სახლში, შეიცვალე გარეგნობა, ვარცხნილობა და იმიჯი.

15. გათავისუფლდი ზედმეტისგან.

16. დაივიწყე იმის შესახებ, რაც წარსულში იყო – წარსულიდან მხოლოდ გამოცდილება, ცოდნა, კარგი ურთიერთობები და დადებითი ემოციები წამოიღე.

17. ნუ გეშინია – გადაულახავი წინააღმდეგობები არ არსებობს. ყველა ეჭვი მხოლოდ შენს თავშია. საჭირო არ არის მეომარი იყო, საკმარისია დაინახო მიზანი, გადალახო წინააღმდეგობა და იცოდე, რომ შენ მიაღწევ მიზანს ყოველგვარი წარუმატებლობის გარეშე.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1529 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ცნობილი ბიზნესმენები – ბილ გეითსი

ბილ გეითსი დაიბადა 1955 წლის 28 ოქტომბერს და გაიზარდა სიეთლში.ბილის მამა უილიამ გეითსი არის ადვოკატი ხოლო დედა იყო მასწავლებელი. გეითსმა სკოლის ასაკშივე გამოიჩინა დიდი ინტერესი კომპიუტერული პროგრმების მიმართ. 1973 წელს

Print Friendly, PDF & Email

რიჩარდ ბრენსონი: «5 რამ, რაც დედამ მასწავლა»

ევა ბრენსონმა თავისი ვაჟი აღზარდა უსაზღვრო მეოცნებედ, რომლის თამამი ქცევის უკან თითქმის ყოველთვის არის მკაცრი გათვლები. სწორედ ამის შედეგად რიჩარდი გახდა პლანტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და მდიდარი ადამიანი. რიჩარდ ბრენსონი

Print Friendly, PDF & Email

6 შიში, რომლებიც გვაბრკოლებს საკუთარი ბიზნესის წამოწყებისგან

ისინი ამბობენ, რომ ცხოვრება ძალიან მოკლეა, რომ ვიცხოვროთ სინანულით და ამას ყველა ეთანხმება. თუმცა სამწუხაროდ, მხოლოდ ცოტა მათგანი ცხოვრობს ამ ფილოსოფიით. თუ იკითხავ რატომ, პასუხია შიში! ადამიანებს ეშინიათ მისდიონ საკუთარ

Print Friendly, PDF & Email

სიტყვა-მაგნიტები, რომლებიც გაყიდვებს ზრდიან

მარკეტოლოგის შესაძლებლობები გამომდინარეობს არამარტო პორდუქტების შესახებ ინფორმაციის ფლობაში, არამედ ამ ინფორმაციის წარდგენაშიც. სწორი სიტყვების გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ მომხმარებლამდე მიიტანოთ ის შეტყობინება, რომელიც გსურთ. ამაში დაგეხმარებათ ის სიტყვები, რომლებიც მომხმარებელს ნდობით

Print Friendly, PDF & Email

ფსიქოლოგი გრეგ მაკ-კეონი პრიორიტეტის შესახებ

პრიორიტეტი (priority) ინგლისურ ენაში XV საუკუნეში გაჩნდა. იმ დროს მას მრავლობითი რიცხვი არ გააჩნდა და ერთადერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პირველ საქმეს ნიშნავდა. ფსიქოლოგი გრეგ მაკ-კეონი თავის წიგნში წერს: ზამთრის საღამო

Print Friendly, PDF & Email

10 რჩევა კრიზისიდან გამოსასვლის, გაყინული წერტილიდან დაძვრისა და ოცნების ასრულებისთვის

ცოტა ვინმეს თუ უშოვია ბევრი ფული სერიოზული გამოცდების გადალახვის გარეშე. ნებისმიერი ბიზნესმენი იტყვის, რომ შეჯახებია ისეთ მოვლენას, როგორიც არის «კრიზისი». ნებისმიერ ბიზნესში კრიზისმა შეიძლება მუხლებზე დაგაჩოქოთ, ან პირიქით, სიმდიდრისა და

Print Friendly, PDF & Email