უორენ ბაფეტი: წარმატების სამი ფაქტორი

უორენ ბაფეტი: წარმატების სამი ფაქტორი

1. იპოვეთ გმირები.
უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, აირჩით წარმატებული მოძღვრები თქვენი ცხოვრებისათვის.

ეს არ გულისხმობს პირადი, უშუალო ტრენინგების ჩატარებას ერთი ერთზე იმასთან, ვისაც აირჩევთ თქვენს მასწავლებლად. ადამიანები, რომლებსაც გინდათ მიბაძოთ, ვისგანაც გინდათ ისწავლოთ, როგორც წესი არიან ავტორები.

გაატარეთ თქვენი ცხოვრება მათ შორის, ვისი ცხოვრებითაც და მიღწევებითაც აღფრთოვანებული ხართ ყველაზე მეტად. იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც შეგიძლიათ უწოდოთ გმირები. იკითხეთ მათი წიგნები, გააკეთეთ ყველაფერი, რომ ჩაწვდეთ მათი გონების სიღრმეებს. აკეთეთ ეს თანმიმდევრულად.

თქვენ შეიძლება იკითხოთ: „არის კი სინამდვილეში საჭირო ვინმეს ჩემს გმირად ქცევა?“ მე გიპასუხებთ: „დიახ!“

ყოველ წარმატებულ სტუდენტს ყავს წარმატებული მასწავლებელი, ყოველ დიდ სპორტსმენს ყავს დიდი მწვრთნელი.

ის ადამიანები, რომლებიც გინდათ გახდნენ თქვენთვი წარმატებული ცხოვრების მოძღვრები, უნდა იყვნენ ისეთები ვისაც თქვენ პატივს სცემთ, ვისაც გინდათ რომ მიბაძოთ. თქვენთვის უნდა იქცეს შთაგონების წყაროდ და სტიმულად ის წარმატებები, რომელთაც მათ მიაღწიეს, ის საქმეები, რომლებსაც ისინი აკეთებენ და რაც მთავარია, ის ცოდნა და გამოცდილება რაც შეგიძლიათ მათგან მიიღოთ.
აარჩიეთ გმირები ბრძნულად.

2. მიყევით თქვენს გატაცებებს.
თუ ის სამუშაო, რომელსაც თქვენ ყოველდღე ასრულებთ, არ განიჭებთ სიამოვნებას, მაშინ უნდა დაიწყოთ ისეთი სამუშაოსა და კარიერის დაწყების გეგმის შედგენა, რომელიც იქნება თქვენი ნამდვილი გატაცება, მაგრამ ამავე დროს დაიმახსოვრეთ, რომ, თუ თქვენს გატაცებას არ აქცევთ თქვენი შემოსავლის წყაროდ, მაშინ ვერასდროს ვერ აღმოაჩენთ თქვენს ჭეშმარიტ პოტენციალს.

რამოდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ თქვენი ცხოვრება:

– რას გააკეთებდით, თუ ფულს არ ექნებოდა არანაირი ღირებულება თქვენს ცხოვრებაში?

– რას გააკეთებდით, თუ გეცოდინებოდათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ განიცდით მარცხს?

როდესაც თქვენ შეძლებთ ამ კითხვებზე კეთილსინდისიერად პასუხის გაცემას, თქვენ გეცოდინებათ, თუ რა არის თქვენი ჭეშმარიტი გატაცება, მოწოდება.

3. ჩადეთ ინვესტიცია საკუთარ თავში.
იფიქრეთ ამაზე. ყველა წარმატებული ინვესტორი გირჩევთ პირველ რიგში საკუთარ თავში ინვესტიციის ჩადებას.

როცა თქვენ დაფიქრდებით და გააცნობიერებთ, რომ ყველაზე დიდი ჯილდო ცხოვრებაში ეს არის ბედნიერება, წარმატება, ოცნების ახდენის განცდა, მაშინ თქვენ მიხვდებით, თუ სინამდვილეში რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნაბიჯი.

როგორხ ხდება საკუთარ თავში ინვესტირება? თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ჩვეულებრივი განათლების მიღების გზით, შეგიძლიათ გააკეთოთ ეს ისეთი სამუშაოს, კარიერის, კომპანიის შერჩევით, სადაც შეძლებთ სწავლას, გამოცდილების მიღებას და მათი მეშვეობით მიზნების მიღწევას.

მე მიმაჩნია, რომ საკუთარ თავში ინვესტიციის ჩადების საუკეთესო საშუალება არის ინვესტირება საკუთარ გონებაში. ეს თქვენ სანაცვლოდ მოგიტანთ უზარმაზარ ღირებულებებს. საუკეთესო საშუალება კი ამ მიმართულებით მოქმედებისა, არის თვითგანათლება.

იკითხეთ წიგნები წარმატებაზე, პიროვნულ ზრდასა და თვითგანვითარებაზე. უსმინეთ შესაბამის აუდიოკურსებს, დაესწარით სემინარებს და ტრენინგებს, რომლებიც აამაღლებენ თქვენი ცოდნის, უნარების და შესაძლებლობების დონეს.

რისი გაკეთებაც არ უნდა გინდოდეთ თქვენს ცხოვრებაში, ის ალბათ უკვე გააკეთა ვინმე სხვამ უფრო ადრე და დატოვა გასაღები. იპოვეთ ეს გასაღები და მიიღეთ შესაბამისი ზომები.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1533 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

12 რჩევა ბიზნესის მხარდაჭერისთვის

ბიზნესი მუდმივ განვითარებას და მხარდაჭერას მოითხოვს. გთავაზობთ 12 რჩევას, რომელიც თქვენი ბიზნესის დაგეგმვის, განვითარებისა და მხარდაჭერისათვის ნამდვილად დაგეხმარებათ! დრო უნიკალური რესურსია. გამოიყენეთ ის ეფექტურად – დაახარისხეთ საქმე პრიორიტეტების მიხედვით, ნუ

Print Friendly, PDF & Email

ცხოვრებასა და სამსახურში წარმატების მიღწევის 16 წესი

მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია პროექტი GoDaddy.com. ის უყვართ, ვერ იტანენ ან უბრალოდ სარგებლობენ. პროექტი ძალიან წარმატებულია: 2001 წლიდან მას მოაქვს შემოსავალი და ჰოსტინგისა და დომენის რეგისტრაციის ბაზარზე ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ ითვლება.

Print Friendly, PDF & Email

7 ნიშანი იმისა, რომ თქვენი საქმით ხართ დაკავებული

1. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში და ნებისმიერ მდგომარეობაში დაკავდეთ საყვარელი საქმით. 2. თქვენ ერთვებით სამუშაო პროცესში მომენტალურად და ხანგრძლივად. დრო და ყველაფერი დანარჩენი, რაც გარშემო ხდება, მნიშვნელობას კარგავს.

Print Friendly, PDF & Email

თანამედროვე ეტიკეტის 18 წესი

თავაზიანობის გამოვლენა რთული სულაც არ არის — ეს პირველ რიგში პატივისცემის გამოხატვაა საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ. მაგრამ არსებობს რამოდენიმე ნიუანსი, რომელთა შესახებ ყველამ არ იცის. B2P.GE შეეცადა თავი მოეყარა იმ

Print Friendly, PDF & Email

7 სასარგებლო რჩევა, დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად

1. შეადგინეთ საკითხების სია. აიღეთ საწერი კალამი და ფურცელი, გახსენით სპეციალური პროგრამა კომპიუტერში და ახლავე შეადგინეთ ყველა იმ საკითხის სია, რომლებიც შესასრულებელი გაქვთ. 10 წუთით გადაიტანეთ ყურადღება, მოდუნდით, რადგან თქვენ

Print Friendly, PDF & Email

სად იკარგება ადამიანის შესაძლებლობები?

ადამიანებს რომლებსაც სჯერათ, რომ მათ არ შეუძლიათ ისეთივე წარმატების მიღწევა, როგორც მიაღწიეს სხვებმა, ისინი ჰგვანან არარეალიზებულ შესაძლებლობებს. რეალურად კი ყველა ადამიანს აქვს უნიკალური შესაძლებლობების ფართო არეალი, ნიჭი და ბუნებრივი ტალანტი,

Print Friendly, PDF & Email