წარმატების კიბის აგების მეთოდიკა

წარმატების კიბის აგების მეთოდიკა

ძალიან მარტივად, მაგრამ სასარგებლო რჩევებით არის გადმოცემული ე.წ. წარმატების კიბის აგების მეთოდიკა, რომელიც დაგეხმარებათ მიაღწიოთ ნებისმიერ მიზანს ყველზე მოკლე პერიოდში. მისი მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ თქვენ საშუალება გაქვთ დაკვირვებით ადევნოთ თვალი საკუთარ პროგრესს, გააკეთოთ შენიშვნები და ასევე მუდმივად შეავსოთ და განავრცოთ მისაღწევი მიზნების სია შესრულებული პირობებისა და შექმნილი ვითარების შესაბამისად.

ეს კიბე თქვენი ცხოვრებისეული წარმატების თავისებური ანალიზია, ამიტომ ქვემოთ მოცემული რამოდენიმე რჩევა ნამდვილად დაგეხმარებათ მის სწორად შედგენასა და წარმოებაში:

რჩევა №1. დასვით რეალური ვადები. შეიგნეთ, იმისათვის, რომ არნოლდ შვარცენეგერი ან სტივ ჯობსი გახდეთ, ერთი წელი ნამდვილად არ გეყოფათ. თუ დიდი მიზნები გაქვთ, უნდა იცოდეთ, რომ ერთი წელი მოსამზადებელი პერიოდისთვისაა, ხოლო წარმატების კიბის აგება მინიმუმ 5 წელზე მოგიწევთ.

რჩევა №2. დაისახეთ სწორი მიზნები. ხშირად უშვებენ ასეთ შეცდომას: ადამიანი გონივრულ სქემას ხაზავს, მაგრამ საბოლოო მიზნად სვამს მაგალითად მილიონის შოვნას ან შეჯიბრში გამარჯვებას. დაიმახსოვრეთ, რომ ყველაფერი ეს მხოლდო და მხოლოდ შუალედური პუნქტებია, ამიტომ საბოლოო მიზანი უნდა იყოს უფრო მასშტაბური. მილიონის გამომუშავება შეიძლება იმისათვის, რომ დაამტკიცოთ საკუთარი კვალიფიკაცია, მაგალითად შექმნათ საკუთარი არხი ან შემსწავლელი კურსები.

რჩევა №3
. მოახდინეთ წარმატების კიბის საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში განთავსება. ყოველთვის შეიძლება განსაზღვროთ, რა იქნება ერთი თვის შემდეგ, შემდეგ უკვე პროგრესის მიხედვით განსაზღვროთ დაახლოებითი ციფრები, რაც საშუალებას მოგცემთ დააზუსტოდ მიზნების მიღწევის არამარტო ვადები, არამედ ბევრი, მანამდე უხილავი ნიუანსი. არ გადახაზოთ, უბრალოდ დააკორექტირეთ თქვენი კიბე.

რჩევა №4. წარმატების კიბე არის პროგრესისთვის თვალის დევნება, მაგრამ იმისათვის, რომ უკეთესად გააცნობიეროთ რისკენ მიდიხართ, შეგიძლიათ ის ვატმანზე დახაზოთ და ზედ დააკრათ ფოტოები: მანქანის, სახლის, სხვადასხვა ადგილების და ა.შ. რისკენაც თქვენი მიზნები მიდის. ყოველივე ეს დაგეხმარებათ მკაფიოდ განსაზღვროთ და ვიზუალიზაცია მოახდინოთ იმ მიზნების, რაც დასახული გაქვთ და უფრო მობილიზებული გახდეთ ქმდებისთვის.

და ბოლოს, ასეთი კიბის დახმარებით მსოფლიო აღიარება შეიძლება ვერ მიიღოთ, მაგრამ საკუთარ ცხოვრებაში წესრიგს, მიზნების მიღწევის შესაძლებლობას და კმაყოფილების შეგრძნებას ნამდვილად დაამკვიდრებთ!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1533 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

იდეები, რომლებმაც 1 მილიარდზე მეტი მოიტანეს

1 ადგილი – მიშელ ფერერო და ოჯახი. ევროპა. $10 მლრდ. ჩანაფიქრი: ყოველდღიურ მენიუში საუზმეზე ბუტერბროდებისა და ტოსტებისთვის შოკოლადის კარაქის მომზადება. 2 ადგილი – ბრედ ჰიუზი. $5,3 მლრდ. ჩანაფიქრი: ყველა მსურველის

Print Friendly, PDF & Email

წარმატების ათი მცნება

მცნება 1: აიღე პასუხისმგებლობა მცნება 2: დაიმორჩილე შიში მცნება 3: დაისახე მიზანი მცნება 4: დასახე გეგმა მცნება 5: იმოქმედე მცნება 6: აკონტროლე მცნება 7: წარმატების გჯეროდეს მცნება 8: ილოცე მცნება

Print Friendly, PDF & Email

პროდუქტის ანტირეკლამით გაპიარება

გავრცელებულია მოსაზრება, რომ კარგ პროდუქტს რეკლამა არ სჭირდება. და ძალიან კარგს? სჭირდება რა თქმა უნდა! და უფრო კარგს? სჭირდება! უფრო, უფრო კარგს? საუკეთესოს? სჭირდება და როგორ! რა უნდა ქნათ, თუ

Print Friendly, PDF & Email

5 რჩევა სამუშაო ოფისის დასარსებლად

შეარჩიეთ რაც შეიძლება წყნარ ადგილას. რათა არაფერმა არ გადაიტანოს თქვენი ყურადღება. ჩამოწერეთ თუ რა სჭირდება თქვენს ოფისს და წლის განმავლობაში დაგეგმეთ მათი შეძენა. დარწმუნდით რომ გაქვთ ფართის გაზრდის შესაძლებლობა. შეიძლება

Print Friendly, PDF & Email

ნაბიჯმეთოდი მიზნის მისაღწევად

1. იფიქრე წერილობით. მიზანი, რომელიც არ არის ქაღალდზე, არ არსებობს. 2. მიზანი დაისახე გარკვევით, შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემით: რა, სად და როგორ? 3. შეზღუდე მიზანი დროში: მიზანი დროის გარეშე –

Print Friendly, PDF & Email

მოტივაცია გაყიდვებისთვის

მარტივი ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში, რომ გაყიდვების მოტივაცია – ეს არის თქვენი შიდა საქმე. ეს ძალიან აუცილებელი უნდა იყოს თქვენთვის და არა ვინმე სხვისთვის. ეს მხოლოდ თქვენ გჭირდებათ!თქვენ ერთი ცხოვრება გაქვთ

Print Friendly, PDF & Email