წარმატების კიბე – განვითარების პრინციპები
2509 Views

წარმატების კიბე – განვითარების პრინციპები

თუ თქვენ ოდნავ მაინც იცნობთ თვითგანვითარების პრინციპებს დაეთანხმებით მოსაზრებას, რომ წარმატების მიღწევა თითოეული საფეხურის გავლით ხდება, რომ უცებ ვერავინ მიაღწევს წარმატებას და საჭიროა განვითარების ეტაპობრივი გავლა. ბედნიერებისა და წარმატებისკენ მოკლე გზა არ არსებობს.

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ ადამიანი უნდა ავიდეს წარმატების კიბეზე. იმისათვის, რომ საკუთარი წარმატების კიბე ააგოთ აუცილებლად უნდა გადალახოთ შემდეგი მანიპულაციები:

1. აიღეთ ქაღალდის ფურცელი, დიაგონალური ხაზები გაავლეთ, ერთ ბოლოში აღნიშნეთ „დასაწყისი“ და მეორე ბოლოში „საბოლოო მიზანი“. ტერმინოლოგია შეიძლება იყოს სხვაგვარიც, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია საქმისადმი თქვენს დამოკიდებულებაზე. კარიერული კიბის აგებისას ეს შეიძლება ასე გამოიყურებოდეს: „გზის დასაწყისი“ – გამყიდველ-კონსულტანტი; „საბოლოო მიზანი“ – მაღაზიის დირექტორი.

2. კარგად მოიფიქრეთ, რა გჭრიდებათ ამ მიზნის მისაღწევად, განათლების მიღება, ფულის გამომუშავება, ინფორმაცია, სხეულის განვითარება თუ კიდევ სხვა რამ? აღნიშნეთ ეს მიზნები. შეეცადეთ აღნიშნოთ მხოლოდ მასშტაბური მიზნები, მაგრამ მათ არ უნდა გადაფარონ საბოლოო მიზანი.

3. დააწვრილმანეთ ჩამოწერილი მიზნები. გახსოვდეთ, რომ მილიონის გამომუშავება ერთ თვეში შეუძლებელია და ამიტომ ეს მილიონი უნდა გადაანაწილოთ, მიღებული მცირე ნაწილების შესაბამისად კი უნდა დააკვირდეთ საკუთარ პროგრესს.

4. განსაზღვრეთ პირველი ნაბიჯები, რომლებიც უდნა გადადგათ მიზნის მიღწევის გზაზე. მაგალითად გჭირდებათ მოიშოროთ მავნე ჩვევები, ჩადგეთ ძილისა და კვების რეჟიმში და ა.შ. იცოდეთ, რომ ვერ დარჩებით იმ დონის ადამიანი, რა დონეზეც ეხლა ხართ, რადგან სამომავლო მიზნებს ასე ნამდვილად ვერ მიაღწევთ.

5. დატოვეთ ადგილი გვერდითი მიზნებისთვისაც: მაგალითად, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისთვის, წიგნის წაკითხვისთვის, ასევე გართობისა და ჰობისათვის. ნუ იფიქრებთ, რომ მიზნების მიღწევას შეძლებთ დასვენების და განტვირთვის გარეშე. ეს აუცილებელია, სხვა შემთხვევაში საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას გაანადგურებთ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like