წარმატების ისტორია მოტივაციისთვის

წარმატების ისტორია მოტივაციისთვის

ერთხელ ერთი ბიზნესმენი სკვერში სკამზე იჯდა და თავჩახრილი თავის მეტად რთულ სიტუაციაზე ფიქრობდა. მას ვალები ახრჩობდა, ბანკი ყოველ დღე აკითხავდა, მომწოდებლებიც თავისას ითხოვდნენ…. იჯდა და ფიქრობდა შეეძლო თუ არა ამოეყვანა მისი ბიზნესი ამ მდგომარეობიდან.

უეცრად მის წინ მოხუცი კაცი გაჩნდა. – ვხედავ დაღონებულხართ, – გამოელაპარაკა ინტერესით. და მას შემდეგ რაც ბიზნესმენის ისტორია მოისმინა თქვა, – «ვფიქრობ მე შემიძლია თქვენ დაგეხმაროთ». მან ჰკითხა ბიზნესმენს სახელი და გვარი, გამოწერა ქვითარი მის სახელზე და უთხრა: «აიღეთ ეს თანხა. ზუსტად ერთ წელიწადში ჩვენ აქვე შევხვდებით ერთმანეთს და ვიცი, თქვენ შეძლებთ ამ ვალის დაბრუნებას». შემდეგ კი სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.

ბიზნესმენი იჯდა და გაოცებული დაჰყურებდა ქვითარს 500 000 დოლარზე, რომელიც ხელმოწერილი იყო ჯონ როკფელერის სახელით. ჯონ როკფელერი – პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი! ერთ წუთში მოვერევი ჩემს პრობლემებს! – გაიფიქრა მან. მაგრამ ნაცვლად ამისა, ბევრი ფიქრის შემდეგ, ბიზნესმენმა ეს ქვითარი სეიფში შეინახა და შეეცადა მდგომარეობას საკუთარი ძალებით გამკლავებოდა. მხოლოდ აზრი იმაზე, რომ სეიფში მას ნახევარი მილიონი ჰქონდა, ძალას აძლევდა გამხნევებულიყო და გაზრდილი ოპტიმიზმით, უშიშრად გაეფორმებინა სხვადასხვა გარიგებები. რამოდენიმე თვის შემდეგ ის ამოძვრა ვალებიდან და შეძლო მოგებაზე გასვლა.

ზუსტად ერთი წლის შემდეგ ის მივიდა იმავე სკვერში ქვითრით ხელში. მოხუცი მალევე გამოჩნდა. და ზუსტად იმ დროს როცა ის აპირებდა მოხუცისთვის თანხის დაბრუნებას, მადლიერების გამოხატვას და საკუთარი წარმატების ისტორიის მოყოლას, მოირბინა ექთანმა. როგორც იქნა დავიჭირე, – დაიყვირა მან. – იმედია ძალიან არ შეგაწუხათ. ის მუდმივად გარბის სახლიდან და ყველას ეუბნება, რომ ჯონ როკფელერია.

ბიზნესმენი გაოცებული იდგა და ფიქრობდა. ერთი წლის განმავლობაში ის აკეთებდა საქმეს, უშიშრად ყიდდა და ყიდულობდა დარწმუნებული იმაში, რომ ხელში 500000 დოლარი ჰქონდა. ის მიხვდა, რომ მთელი მისი ცხოვრება მხოლოდ იმედმა შეცვალა. ეს იყო რწმენა, საკუთარ თავში რწმენა, რომელიც სეიფში შენახულმა ქვითარმა მისცა და რომელიც მას საჭირო ძალებს აძლევდა.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

ჯუნა სანიკიძე
ჯუნა სანიკიძე 33 posts

სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები. არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

3 ძირითადი შეცდომა საქონლის წარდგენისას

ბევრი სავაჭრო პრეზენტაცია წარუმატებელია იმის გამო, რომ პერსპექტიულ მყიდველთან საუბრის და მისთვის საქონლის წარდგენის პროცესში გამყიდველი უშვებს სამი მარტივი შეცდომიდან ერთ-ერთს. საბედნიეროდ მათი გამოსწორება ადვილია: 1. თქვენ აწვდით ზედმეტ ინფორმაციას

Print Friendly, PDF & Email

ონლაინ სესხები დოკუმენტების გარეშე – ისარგებლე საუკეთესო შეთავაზებით

თანამედროვე სამყაროში ხშირად ჩნდება მოულოდნელი ფინანსური პრობლემები, რომლის მოსაგვარებლად საჭიროა დამატებითი ფინანსები. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს, როდესაც ფული სასწრაფოდ გჭირდებათ? რომელ საკრედიტო კომპანიას უნდა მიმართოთ თანხის მისაღებად? ყოველდღიურად, უამრავი

Print Friendly, PDF & Email

სად არ ღირს დასვენება 2017 წელს და რით შეიძლება ჩანაცვლება

თითოეული ჩვენგანისთვის არსებობს კარგი მოგზაურობის განსაკუთრებული კრიტერიუმები. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს მხიარული კამპანია, ვიღაცისთვის კომფორტაბელური სატუმროს ნომერი. თუმცა არსებობს საერთო ფაქტორებიც, რომლებსაც შეუძლიათ გააფუჭონ ნებისმიერი მოგზაურობა. GoodTravel.GE – წარმოგიდგენთ იმ

Print Friendly, PDF & Email

გასაუბრება, ანუ 9 გულახდილი პასუხი

1. რატომ აირჩიეთ ჩვენი კომპანია? თქვენ იდიოტი ხართ? მე ათეულობით ადგილას გავაგზავნე რეზუმე. სადაც უფრო სწრაფად და ხელსაყრელად მოვეწყობი, სწორედ იქ იქნება კარგი. 2. როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა აგირჩიოთ მაინცადამაინც

Print Friendly, PDF & Email

10 ფრაზა წარმატებული გაყიდვებისთვის

ამ ფრაზების გამოყენებით თქვენ საიტებზე, ლენდინგში, წერილებში და მოლაპარაკებებზე, თქვენ მოახდენთ პოტენციური დამკვეთის მოზიდვას გარიგებისთვის. 1. არ ავალდებულებს მაგალითად: «ეს თქვენ არაფერს არ გავალდებულებთ». 2. ფულის დაბრუნების გარანტია თუ თქვენ

Print Friendly, PDF & Email

ოპრა უინფრის ყველაზე შთამაგონებელი ფრაზები

”როდესაც თქვენ არ აფასებთ საქმეს, რომელსაც აკეთებთ, არც სამყარო დაგაფასებთ თქვენ, როგორც პიროვნებას.” ”ამოისუნთქეთ. გაახსენეთ საკუთარ თავს, რომ ეს წუთი ერთადერთია, რომელიც ნამდვილად თქვენ გეკუთვნით.”  ”რასაც ახლა აკეთებთ, აკეთეთ საუკეთესოდ.

Print Friendly, PDF & Email