წარმატების შვიდი შესანიშნავი გაკვეთილი ჰენრი ფორდისგან
1375 Views

წარმატების შვიდი შესანიშნავი გაკვეთილი ჰენრი ფორდისგან

1. ემსახურეთ სხვებს
«ბიზნესს, რომელიც აბსოლიტურად მიძღვნილია მომსახურებაზე, უმნიშვნელოდ ინერვიულებს შემოსავალზე, ის წარმოუდგენლად დიდი იქნება».
ბიზნესის წარმატება მდგომარეობს სხვა ადამიანების მომსახურებაში. ყველა წარმატებული ადამიანი ემსახურება – რაც უფრო დიდია წარმატება, მით უფრო დიდია მომსახურება.
სიმდიდრე მომსახურებით იქმნება და მხოლოდ მომსახურების წყალობით მოდის.
ფორდმა თქვა: «სიმდიდრე ზუსტად ისეა, როგორც ბედნიერება, შეუძლებელია პირდაპირი ძიებით მისი მიღწევა. ის წარდგენილი, სასარგებლო მომსახურების გვერდითი პროდუქტის სახით მოდის. როგორ ემსახურებით თქვენ?».

2. ფოკუსი
«არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია უფრო მეტის მიღწევა, ვიდრე ის ფიქრობს».
თქვენ საკუთარი შესაძლებლობების სრულ დაუნახაობაში ხართ, ამიტომ არასოდეს ახდენთ ძალების მობილიზებას ერთ ამოცანაზე. თქვენ საკუთარი დღის ერთ საათს ხარჯავთ ერთ საქმეზე, სამ საათს სხვა საქმეზე, მაგრამ არასოდეს კრებთ ძალებს მხოლოდ ერთი ამოცანის გარშემო. როცა თქვენ ახდენთ ფოკუსირებას საკუთარ ცხოვრებაზე, ყველაფერი, რაც შეუძლებლად ჩანდა, ხდება შესაძლებელი. დაიჯერეთ, რომ მეტი შეგიძლიათ, ვიდრე ფიქრობთ.

3. იყავით პროდუქტიული
«ჩემი დაკვირვებებით მე შევამჩნიე, რომ ადამიანების უმრავლესობა განსაზღვრავს იმ დროს, რომელსაც სხვები ტყუილად ფლანგავენ».
ყოველ ჩვენგანს აქვს დღე-ღამეში 24 საათი, მაგრამ ძალიან ცოტა აღწევს წარმატებას ამ დროის გამოყენებით, დანარჩენები კი წარუმატებლობას განიცდიან. რატომ ხდება ასე? საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი ადამიანი ეფექტურად აკონტროლებს საკუთარ დროს, ხოლო ზოგი უფლებას აძლევს დრომ უკარნახოს მოძრაობის მიმართულება. თუ წარუმატებლობას განიცდით, ეს იმას ნიშნავს, რომ არასწორად იყენებთ დროს. თუ წარმატებას აღწევთ, ეს იმის შედეგია, რომ დროს ეფქტურად მართავთ. ხართ თქვენი დროის ოსტატი?

4. გადაწყვიტეთ პრობლემები
«ადამიანების უმრავლესობა დროისა და ენერგიის დიდ ნაწილს ხარჯავს პრობლემის გარშემო ტრიალზე და არ ცდილობს მათ გადაჭრას».
დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ დაჯილდოვდებით სხვა ადამიანების პრობლემების გადაჭრისთვის. მაგრამ შეგიძლიათ კი ყველა პრობლემის გადაჭრა? თუ თქვენ ჭრით დიდ პრობლემებს, იღებთ დიდ ჯილდოს, თუ პატარა პრობლემებს ჭრით, შესაბამისად ჯილდოსაც პატარას იღებთ. თუ თქვენ მცირერიცხოვანი ადამიანების პრობლემებს ჭრით, ჯილდო უმნიშვნელო იქნება, თუ მრავარლიცხოვანი ადამიანების პრობლემებს ჭრით, თქვენ შეგიძლიათ მდიდარი გახდეთ. ნუ დახარჯავთ დროს პრობლემის გარშემო ტრიალში, გადაჭერით ისინი.

5. არაფერია განსაკუთრებულად რთული
«არაფერია განსაკუთრებულად რთული, თუ თქვენ საქმეს დაყოფთ წვრილ-წვრილ ამოცანებად».
ჰენრი ფორდმა თქვა: «არ არსებობს დიდი პრობლემები, არის მხოლოდ პატარა პრობლემების სიმრავლე». როცა თქვენ ამაზე ფიქრობთ, შეგიძლიათ დაინახოთ, რომ რეალურად არაფერია «რთული». თქვენ ადიხართ მთაზე ნაბიჯ-ნაბიჯ, ცალკეული ნაბიჯები არც ისე რთულია, როგორც მთლიანობაში ასვლა. დიდი პრობლემების ნაბიჯ-ნაბიჯ გადაჭრა მიგიყვანთ წარმატებამდე. შეჭამეთ ვეშაპი თითო ლუკმად ერთი და იმავე დროს და ერთ მშვენიერ დღეს ის სრულად შეჭმული იქნება.

6. თვალი გეჭიროთ პრიზზე
«დაბრკოლებები – ეს ის საშიში რამეა, რასაც ხედავთ მაშინ, როცა მზერას მოაშორებთ მიზანს».
არასოდეს მოაშოროთ თვალი მიზანს, ის თქვენი მოტივაციის საბაბია, ის გაიძულებთ გააგრძელოთ სვლა მიზნის მიღწევის გზაზე ისე, რომ არ შეგაშინოთ არანაირმა დაბრკოლებამ. თქვენ მიზანს უკვე მიღწეულს უნდა ხედავდეთ და განიცდიდეთ თქვენს წარმოსახვაში.

7.იფიქრეთ
«აზროვნება – რთული სამუშაოა, ალბათ ეს არის მიზეზი იმისა, რომ რეალურად მოაზროვნე ადამიანები ასე ცოტანი არიან».
ჰენრი ფორდმა თქვა: «უპირველეს ყოვლისა მომზადებაში მდგომარეობს წარმატების საიდუმლო». თქვენ მზად ხართ წარმატებისთვის? ფიქრობთ? აზროვნება რთულია და ვინც ამას აკეთბს, ის მზად უნდა იყოს წარმატებისთვის.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like