წარმატების გარეშე არ არსებობს ბედნიერება

წარმატების გარეშე არ არსებობს ბედნიერება

დამეთანხმებით იმისათვის რომ თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობდეთ აუცილებლად უნდა გვქონდეს საქმე რომელიც გვიყვარს და ყოველ დღე მივიწევდეთ წარმატებისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ არ გვაქვს მიზნები და მისწრაფებები მატერიალურად უზრუნველყოფილიც რომ ვიყოთ  ვერ ვიგრძნობთ თავს შემდგარ ადამიანებად. ჩვენი უმთავრესი ამოცანა არის  ვიშრომოთ  და დავტოვოთ კვალი სამყაროში, რომელიც არასდროს ივიწყებს  ასეთ მნიშვნელოვან ადამიანებს.

როდესაც საყვარელ და ჩვენთვის მნიშვლოვან საქმეს ვემსახურებით ყოველი დღე  ივსება მადლით. ჩვენ  ბედიერ ადამიანად  ვგრძნობთ თავს. ვფიქრობთ რომ ჩვენი  შრომით ვჭირდებით სამყაროს, ვივსებით ენერგიით და დადებითი ემოციებით. შესაბამისად ყოველდღე ვითარდებით, ვსწავლობთ,ვიცვლებით ეს კი  ბედნიერებისთვის აუცილებელია. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩვენ არ ვმუშაობთ, არ გაქვს წარმატება ადვილად ვითრგუნებით. ვფიქრობთ რომ შეუმდგარი ადამიანები ვართ და ზოგჯერ შურით  შევცქერით წარმატებულ ადამიანებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ნებისმიერი წარმატება უდიდესი შრომის შედეგია. მხოლოდ სინანულით ვერ გავხდებით წარმატებული. ბევრი უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, დავაგროვოთ ცოდნა, დავეუფლოთ უცხო ენებს ,გამოვიმუშაოთ უნარები რომლებიც დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში.

გაიხსენე როგორ  თენდება დილა, როდესაც გეგმაში გაქვს იმ საქმის კეთება  გააგრძელო რომელიც გიყვარს. იღვიძებ ენერგიულად. ყველაფერი ბედნიერებით არის სავსე. თავს მოტივირებულად გრძნობ, უღიმი სამყაროს და ადამიანებს. გრძნობ რომ მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ,რადგან შენს ცოდნას და გამოცდილებას უზიარებ სხვებს. ვფიქრობ ასეთ წარმატებას თითოეული ჩვენთაგანი იმსახურებს,უბრალოდ ასეთ ცხოვრება რომ შევქმნათ  პირველ რიგში უნდა გვესმოდეს საკუთარი თავის.უნდა ვიცოდეთ რისი კეთება გვსურს. შემდგომ კი ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ და ვიმუშაოთ.

გახსოვდეს წარმატების გარეშე არ არსებობს ბედნიერება. შეუძლებელია იყო ბედნიერი თუ არ გაქვს გზა, რომელსაც მიჰყვები. თუ არ გაქვს ოცნებები,რომელსაც ახორციელებ. ამაზე ფიქრი სკოლის ასაკიდან იწყება, სწორედ იმ პერიოდიდან როდესაც ჩვენ ვყალიბდებით და ვაგროვებთ საჭირო ცოდნას წარმატებისთვის.თუმცა წარმატებისთვის ბრძოლა ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია. ჩვენ უბრალოდ უნდა ვცეთ საკუთარ თავს პატივი და მივანიჭოთ მას იმ საქმის კეთების ბედნიერება,რომელიც გვიყვარს.ეს ზოგჯერ ადვილია,ზოგჯერ რთული თუმცა შედეგი ყოველთვის ერთნაირია, ადამიანები,რომლებიც აკეთებენ საყვარელ საქმეს მუდამ სიყვარულით სავსე თვალები უყურებენ სამყაროს და გარშემომყოფებს. იყავი მათ რიგებში შენც!

წაიკითხე ეს სტატია როცა დაგჭირდება, დაიზეპირე თითოეული სიტყვა რომელიც სავსეა მოტივაციით და იყავი ბედნიერი. გისურვებ წარმატებებს!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

წიგნის კითხვის უპირატესობანი

1. ავითარებს აზოვნებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა წიგნის კითხვის – ეს არის ის დადებითი ეფექტი, რომლესაც ის ახდენს ჩვენს აზროვნებაზე. კითხვისას ჩვენ უფრო მეტს ვფიქრობთ, რათა გავიგოთ ამა თუ იმ იდეის

Print Friendly, PDF & Email

5 ოქროს წესი წარმატების მისაღწევად

განეწყვეთ შრომისთვის, ოღონდ იშრომეთ სიამოვნებით . დაივიწყეთ ის ზღაპარი, რომ დივანზე წამოწოლილი შეძლებთ საყვარელი საქმის კეთებას და დივიდენდების მიღებას. ეს მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, როცა უკვე ნამდვილი პროფესიონალი გახდებით. მუდმივად

Print Friendly, PDF & Email

მოტივაციისა და წარმატებისათვის

პატარა მოხუცებული ქალბატონი მიდიოდა ქუჩაში და ხელში ეჭირა ორი ცელოფანის ტომარა, რომელსაც ჩვეულებრივ, ნაგვისთვის იყენებენ ხოლმე. ერთ–ერთი მათგანი გახვრეტილი იყო და იქიდან 20 დოლარიანი კუპიურები ცვიოდა. პოლიციელმა ეს შეამჩნია და

Print Friendly, PDF & Email

რაშია წარუმატებლობის სარგებელი

1. ყოველი წარუმატებლობა გამარჯვებისკენ ნაბიჯია. 2. წარუმატებლობა გაჩვენებს რა გიშლის ხელს გამარჯვების მიღწევაში. 3. წარუმატებლობა გაჩვენებს იმას, რაც არ გყოფნის გამარჯვებისთვის. 4. ნებისმიერი წარუმატებლობის მიზეზი შენშია. 5. შეიძლება ვინმე დაადანაშაულო

Print Friendly, PDF & Email

18 რჩევა ხალხური სიბრძნიდან

1. სჯობს მიიღო შემოსავალი, ვიდრე ხელფასი. 2. თუ იმის ქონა გსურთ, რაც არ გაქვთ, დაიწყეთ იმის კეთება, რაც არასოდეს გიკეთებიათ. 3. ღმერთო, მომეცი ძალა გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც შემიძლია, მომეცი

Print Friendly, PDF & Email

არასდროს დაკარგო საკუთარი თავის ფასი!

დღევანდელი სტატიის წაკითხვის შემდეგ, მინდა კიდევ ერთხელ შეგმატო საკუთარი თავის რწმენა და ერთხელ და სამუდამოდ დაიჯერო, რომ წარმატება მხოლოდ ძლიერი ადამიანების ხვედრია. ამ სტატიის დაწერა კი შუა ღამისას გადავწყვიტე, როდესაც

Print Friendly, PDF & Email