წარმატების 7 საიდუმლო ჯეკ კენფილდისგან

წარმატების 7 საიდუმლო ჯეკ კენფილდისგან

1. სრული პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ ცხოვრებაზე. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცნება ცხოვრებაში არის ის, რომ ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი ჩვენს ცხოვრებაზე და კეთილდღეობაზე, წარმატებასა და მიღწევებზე. რეალურად მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი საკუთარი ცხოვრების ხარისხზე.

2. განსაზღვრეთ თქვენი დანიშნულება ცხოვრებაში. ყველა ჩვენგანს თავისი მისია აქვს. შესაძლოა სწორედ ამ მიზნის მოძებნა და მისი მიყოლა წარმოადგენს წარმატებული ადამიანების საიდუმლოს. საკუთარი დანიშნულების მოძებნისას ისინი იწყებენ საკუთარი გეგმების განხორციელებას სრული ჟინითა და ენთუზიაზმით.

3. გადაწყვიტეთ რა გსურთ კონკრეტულად. ზუსტი მიზნების არარსებობა ცხოვრებისგან სასურველის მიუღებლობის ერთ-ერთი მიზეზია.

4. დაიჯერეთ, რომ ეს შესაძლებელია. ადრე მეცნიერები თვლიდნენ, რომ ადამიანები რეაგირებენ მხოლოდ იმპულსებზე, რომელიც შინაგანი სამყაროდან იგზავნება. მაგრამ დღეისათვის მათ გაიგეს, რომ ჩვენ ვრეაგირებთ ასევე იმაზე, რასაც ტვინი წინა გამოცდილებით მიღებული ცოდნით ელის. ჩვენი ცნობიერება იმდენად ძლიერი ინსტრუმენტია, რომ შეუძლია ჩვენთვის პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთოს. მაგრამ ამასთან თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რომ ყველაფერი გამოგივათ.

5. გჯეროდეთ საკუთარი თავის. თუ თქვენ გინდათ იყოთ წარმატებული და მოახდინოთ ოცნებების რეალიზება, თქვენ უნდა დაიჯეროთ, რომ შეგიძლიათ ეს. მნიშვნელობა არ აქვს ამას რას დავარქმევთ: პირადი ღირსების გრძნობა, საკუთარ თავში დაჯერებულობა თუ თვითპატივისცემა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ღრმად ფესვებგადგმული წარმოდგენაა იმაზე, რომ ყველა აუცილებელი შესაძლებლობა, ნიჭი და შინაგანი რესურსი გაქვთ, რაც დასახული მიზნის მიღწევას სჭირდება.

6. გახდით საკუთარი საქმის ფანატიკოსი. წარმოიდგინეთ რამდენად მარიტივია მიაღწიოთ სასურველს, როცა დარწმუნებული ხართ, რომ გარესამყარო მხარს გიჭერთ და მუდმივად ახალ შესაძლებლობებს გაძლევთ.

7. ამოხსენით მიზნების ძალა. საკუთარი თავი მომართეთ წარმატებაზე. ექსპერტებმა იციან, რომ ჩვენი ტვინი ეს არის ორგანო, რომელიც მუდმივად ეძებს მიზნებს. თქვენ შეგიძლიათ ქვეცნობიერს მისცეთ კონკრეტული მიზნის მიღწევის განკარგულება და ის დღე და ღამე იმუშავებს თქვენზე. ნაყოფიერი მუშაობისთვის მიზანი უნდა იყოს გაზომვადი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის იქნება მხოლოდ სურვილი ან იდეა და არავითარ შემთხვევაში მიზნობრივი განკარგულება.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1511 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ