წარმატებამდე გზაა გასავლელი, სადაც არასდროს არ უნდა დავნებდეთ!

წარმატებამდე გზაა გასავლელი, სადაც არასდროს არ უნდა დავნებდეთ!

მოვლენ ადამიანები და გეტყვიან: ”კი მაგრამ ამდენი როგორ, ან როდის შეძელი??”  მანამდე კი მოგიწევთ ბრძოლაც, შრომაც და გაუსაძლისი მოთმინების გადატანაც!

ასე მიაღწია ყველამ ფინიშს, სადაც ცხოვრება ძველებურად – ცხოვრება ბედნიერად ჩაანაცვლა. გეყოლებათ გულშემატკივარი იმდენი, რამდენჯერაც დაამტკიცებთ, რომ თქვენ არ ნებდებით და თქვენ თავად გჯერათ საკუთარი თავის!

მოწინააღმდეგე? ისიც გამოჩნდება მაშინვე, როცა თავადვე დაეჭვდებით, წაბორძიკდებით და რწმენას დაკარავთ საკუთარი თავის.

დღეს იჯდე და წერო გეგმები შენი მომავალი ცხოვრების შესახებ ადვილია…რთულია გაცილებით, მიჰყვე მას და გეყოს ჭკუა მოერგო ხან ხალხს, ხან გარემოს და ხან მათ, ვინც შენთვის საჭიროა მაგრამ ხვდები, რომ შენ მათ სრულებით არაფერში სჭირდები…. 🙂

მაგრამ მოვა დრო და იგრძობ რას ნიშნავს არ დანებდე ა რ ა ს ო დ ე ს! რას ნიშნავს, რომ არასოდეს ჩაგიქნევია ხელი: ეჰ, ხომ ვიცოდი, არ გამოვათქო’’- ფრაზით, არასოდეს მიგიღია პასუხად – ”არა”! და მცდელობა მცდელობაზე არ დაგიკლია სასურველი პასუხის მიღებამდე.

მანამდე?

მანამდე ჩვენ ერთად გადავიტანთ უამრავ იმედგაცრუებას, ტკივილის და ერთად მოგვიწევს ბევრი აღამართ-დაღმართის გადაგორება. ისწავლეთ ყველასგან და ნუ მიბაძავთ ნურავის.

არასოდეს შეადაროთ საკუთარი თავი, ცხოვრება და გამოცდილებები სხვებს. ჩვენ ყველას ჩვენი ცხოვრების გზა გვაქვს და აცნობიერებდე, რომ შენნაირი სხვა არავინაა, შენისთანა ცხოვრების გზა არავის აქვს და შანსები, რომელებიც გქონია ან გექნება მხოლოდ შენ გეკუთვნის, დიდი გამარჯვებაა ადამიანის აზროვნების!

და კიდევ………….

არ მისცეთ საკუთარ ეგოს, აღმოჩნდეს თქვენზე ძლიერი და დაგარწმუნოთ, რომ ვიღაც თქვენ მაგარია, ვიღაც თქვენზე წინაა, ვიღაც თქვენზე ლამაზია, ან სულაც, თითქოს თქვენ რამე დიდებულს არ იმსახურებთ…. სისულელეა.

გამოჩნდა ეგო? მოუსმინეთ, გაუღიმეთ და აჯახეთ მტკიცე არა!

თქვენ უფრო მეტი ხართ ვიდრე ის უარყოფითი ფიქრები, რომლებიც ჩვენს გონებაში იყო არის, და იქნება კიდეც… ვისწავლოთ მათთან ერთად ცხოვრება და არა მათ ჭკუაზე სიარული.

არ მოგწონთ რამე? – თქვით!

მოგწონთ რამე? -თქვით!

გიყვართ? – უთხარით!

გძულთ?- ჯერ შეიყვარეთ, მერე გაუშვით…

გეწყინათ?- მიუტევეთ და თავადაც ისწავლეთ ბოდიში!

გენატრებათ და მოიკითხეთ!

გეხარბებათ შოკოლადი და- დატკბით!

ყველაფერი მარტივია, ეს ჩვენ, ადამიანები ვართულებთ და მერე გვიკვირს, რატომ ან როდის….?

რთულია მაგრამ სხვა ვერ გააკეთებს თქვენ ნაცვლად ამას, დატბით!

დატკბით ამ წამით, ჯანმრთელობით, სიცოცხლით, ოჯახით, მეგობრებით, სამსახურით და ყველაფრით რაც დღეს თქვენს გარშემოა………..

რადგან,

მითქვამს ბევრჯელ და კვლავ მრავალჯერ გავიმეორებ:

გუშინდელი დღე უკვე წარსულია, ხვალინდელი ჯერ ამოუცნობი. ერთადერთი რაც გვაბადია აწმყოა – სახელად დღეს!

მიყვარხართ!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 77 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

View all posts by this author →

You might also like

რჩევები და წესები

 შენ ყოველთვის შეგიძლია განავითარო საკუთარი თავი ….  ბედნიერება გზაა… გზაა მიზნამდე …

შენ ყოველთვის შეგიძლია განავითარო საკუთარი თავი, უკეთ გესმოდეს შინაგანი თუ გარეგანი სამყაროსი. ისწავლეთ, იშრომეთ, განვითარებას მიეცი.  ჩვენი ყოველდღიური რუტინა , ძალიან შორსაა სულიერ მოთხოვნასთან კავშირში , რატომღაც ჩვენი ყოფა განისაზღვრება

ბიზნესმენები და მეწარმეები

4 ფაქტი პირველ იაპონელ მილიარდელ ქალზე, რომელმაც “საკუთარი თავი შექმნა”

აზიური წარმოშობის 26 მილიარდერი ქალის სია შეავსო კომპანია Tempstaff -ის დირექტორმა, იაპონელმა ქალბატონმა – იოსიკო სინოხარამ. საკუთარი საქმის გახსნიდან 40 წლის შემდეგ, 82 წლის იოსიკო სინოხარა გამოცხადდა პირველ იაპონელ მილიარდერ

Uncategorized @ka

გჯეროდეს შენი მითების,ოცნებების და ზღაპრების

დარწმუნებული ვარ დღევანდელი ჩემი სტატია ძალიან საინტერესო იქნება შენთვის.ყველა მნიშვნელოვან საქმეს დროებით გვერდზე გადადებ,გაიმზადებ ფინჯან ყავას და სტატიის კითხვას როდესაც დაასრულებ დაუყონებლივ გააზიარებ მას სოციალურ ქსელში. ადრეც დავწერე,ძალიან მიყვარს ღამით