ვპოულობთ იმას რასაც ვეძებთ

ვპოულობთ იმას რასაც ვეძებთ

ბუზი თუ ფუტკარი?

აღარც კი მახსოვს სად და როდის ამოვიკითხე უსაყვარლესი ანდაზა ბუზისა და ფუტკარის შესახებ, ერთი კი გავიფიქრე მაშინ – ამდენ ბუზებს რა დათვლის მეთქი!

ამ დეკემბრის სუსხიან ამინდში, რატომღაც სახლთან ახლოს გასეირნება მომინდა. თითქოს მომენატრაო და ვჩქარობდი კიდევ ერთხელ თვალი შემევლო უსწორმასწორო ქვებით ნაშენი ხის დარაბებიანი კოპწია სახლებისთვის. ცალი თვალით გვერდიდან თუ გახედავ, მათი ასიმეტრია შეუმჩნეველი არ დაგრჩება, გზა საითაც უხვევს სახლებიც იმ მიმართულებით იზნიქებიან. როცა მეპატრონემ სახლის აშენების დაახლოებითი თარიღი გაგვანდო… ერთი კი გავიფიქრე ალბათ ამ ქალს თავის დროზე ისტორიაში ორიანები ყავდა მეთქი, მაგრამ როცა გავიკით-გამოვიკითხე, სახლები მართლაც ლუი XIV პერიოდის აღმოჩნდა. ანუ გამოდის ჩვეულებრივად მუზეუმში ვცხოვრობ? ცოტა ხანში ეს ამბავი მიმავიწყდა. მოგვიანებით, გადავწყვიტე ბინის ფენშუის მეთოდებით მოწყობა და მეუღლეს შევეხვეწე მეპატრონისთვის სახლის პროექტი ეთხოვა…. მანაც ჩვეული იუმორით მიპასუხა, აუცილებლად ვთხოვ ლუის გადაურეკოს და პროექტის ასლი სამეფო ფოსტით გამოგიზავნოსოო…..ასე დასრულდა ჩინური სიბრძნის გამოყენების მცდელობა “მზის მეფის” დროინდელ სახლში.

გარშემო ისეთი უჩვეულო სიჩუმეა, გეგონება სახლებში არავინ ცხოვრობსო. საგულდაგულოდ ვაკვირდები ხის ძველ კარებებს, სადაც მუდამ აბლაბუდების კოლექციაა გამოფენილი. ვერაფერს იტყვი, ფეხსახსრიანები აქ ნამდვილად დიდ პატივში ჰყავთ. ერთ-ერთ ასეთ მორთულ ნაქსოვში გახრწნილი ბუზი შევნიშნე, ხოდა სწორედ ამ დროს მომაგონდა ზემოხსენებული ანდაზა და მომიმდა თქვენვისაც გამეზიარებინა. ეჭვი მაქვს ტექსტის ბოლოს თქვენც თვლისა და გამოკლების სურვილი გაგიჩნდებათ.

ერთხელ ბუზს ჰკითხეს, ახლომახლო სადმე ყვავილები ხომ არ უნახავს, რაზეც მან უპასუხა, რომ ყვავილისთვის თვალიც კი არ მოუკრავს. სამაგიეროდ მრავლად ჩამოთვალა სურნელოვანი ნაგავსაყრელები და ტუალეტები, როლებიც უკვე მოინახულა.

შემდეგ ფუტკარს ჰკითხეს, მან თუ დაინახა უსუფთაო ადგილები. ფუტკარმა კი მიუგო, რომ მსგავსი არაფერი უნახავს – გარშემო ხომ ათასგვარი ყვავილებია!
ერთი – ყველაზე აყვავებულ მინდორშიც მოძებნის ბინძურ ადგილს და იქ დაჯდება, ხოლო მეორე – ჭაობშიც იპოვის ლოტუსის ყვავილს!

თუ თქვენ ცხოვრებაში მხოლოდ მუქ ფერებს ამჩნევთ და გარშემო დადებითი არაფერია, თუ თქვენ საუბარს გამუდმებით, საყვედურებით, წუწუნით, სხვისი ქილიკით,  ქედმაღლობით, დაცინვით, არასასიამოვნო ამბებით იწყებთ -მაშინ ალბათ უკვე მიხვდით თუ რას წამოადგენთ!

მგონი რთული არ იქნება ამოიცნოთ ბუზი და ფუტკარი თქვენს ნაცნობებში!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ფრთხილად ფიქრებთან!

ადამიანი და მისი შესაძლებლობები იმდენად  ამოუცნობია, ზოგჯერ რთულია იმის გააზრებაც  კი რამდენად შორს შეიძლება წავიდეს და განვითარდეს. მთავარია სურვილი,  მონდომება  და  რა თქმა  უნდა რწმენა საკუთარი თავის. ალბათ საიდუმლოს აღარ

Print Friendly, PDF & Email

როგორ ავიმაღლოთ ენერგეტიკული ვიბრაციები და გავხდეთ უფრო იღბლიანი?

იმისათვის, რომ მოვიზიდოთ ჩვენს ცხოვრებაში ის რაც გვინდა და თავი გავართვათ დასახულ ამოცანებს, შესაბამის ტალღაზე უნდა ავეწყოთ, გვირჩევენ ფსიქოლოგები. ეს ტალღები კი ჩვენი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარეობს და ყველას თავისი პროცენტული

Print Friendly, PDF & Email

მშობლების 7 შეცდომა, რომლებიც ხელს უშლის შვილებს ლიდერებად გაიზარდონ

როგორ ანგრევენ მშობლები შვილების მომავალს და როგორ უნდა შეწყვიტონ ამის კეთება. ლიდერობის ექსპერტმა და ფსიქოლოგიური ბესტსელერების ავტორმა ტიმ ელმორმა თავისი კვლევების დროს გამოავლინა მშობლების ტიპიური შეცდომები, რომლებიც წინასწარ ახდენენ ბავშვებიში

Print Friendly, PDF & Email

წიგნები, რომლებიც ზამთრის სუსხიან საღამოს გაგილამაზებთ

დამეთანხმებით წიგნების კითხვა ნებისმიერ ამინდში სასიამოვნოა,მაგრამ ზამთრის ცივი და ნისლიანი დღეები გვიბიძგებენ მოვკალათდეთ სახლში თბილად,გავიმზადოთ ფინჯანი ჩაი და დავუთმოთ საკუთარი თავის განვითარებას დრო. ასე რომ გთავაზობთ წიგნების ჩამონათვალს,რომლებიც განსაკუთრებით უხდება

Print Friendly, PDF & Email

არსებობს, თუ არა ბოროტება? და შექმნა კი ღმერთმა იგი?

– არსებობს, თუ არა ღმერთი? უნივერსიტეტის პროფესორმა დაუსვა ეს კითხვა სტუდენტებს; მან ხომ ყველაფერი შექმნა? – დიახ!- ერთხმად უპასუხეს მას სტუდენტებმა. – თუკი ღმერთმა შექმნა ყველაფერი, მაშინ მან ბოროტებაც შექმნა,

Print Friendly, PDF & Email

შემოქმედებითი აზროვნების 3 პირობა

     ტრადიციული აზროვნება ავტომატურად ასოცირდება ანალიზთან, მსჯელობებსა თუ კამათთან. ყოველივე ეს კი მისაღები გახლდათ მხოლოდ ასე თუ ისე სტაბილური, შედარებით ნელი ტემპებით განვითარებადი სამყაროსთვის, მასში წარმოქმნილი სიტუაციების გასაანალიზებლად და შესაბამისი,

Print Friendly, PDF & Email