ციტატები, რომელიც საკუთარი თავის რწმენას შეგმატებთ
3878 Views

ციტატები, რომელიც საკუთარი თავის რწმენას შეგმატებთ

  1. თქვენ არ უნდა იყოთ დიდებული რომ დაიწყოთ, მაგრამ უნდა დაიწყოთ რომ იყოთ დიდებული.
    ზიგ ციგლარი (Zig Ziglar)
  2. სხვების აზრი თქვენს შესახებ არ უნდა იქცეს თქვენ რეალობად.
    ლეს ბრაუნი (Les Brown)
  3. რწმენას საკუთარ თავში ისეთივე სასწაულების მოხდენა შეუძლია, როგორიც რწმენას უფალი ღმრთისადმი.
    ონორე დე ბალზაკი (Honoré de Balzac)
  4. უმჯობესია დარწმუნებული იყოთ საკუთარ თავში მაგრამ ცდებოდეთ, ვიდრე მართალი იყოთ, მაგრამ ეჭვი გეპარებოდეთ.
    იანუშ ვიშნევსკი (Ianush Leon Vishnevski)
  5. საკუთარი თავის რწმენა დიდი საწარმოების პირველი პირობაა.
    სამუელ ჯონსონი (Samuel Johnson)
  6. საკუთარი თავის რწმენა წარმოადგენს თქვენი რწმენის საფუძველს სხვებისადმი.
    ფრანცუა დე ლაროშფუკო (Francois De La Rochefoucauld)
  7. ბევრი შეუძლია მას, ვინც ბევრ იმედს ამყარებს საკუთარ თავზე.
    ვილჰემ ჰუმბოლტი (Wilhelm von Humboldt)
  8. იფიქრე არა ამოცანაზე, არამედ გადაწყვეტაზე.
    ზედი (Zedd)
  9. როცა თქვენ აღიარებთ თქვენი ინდივიდუალობის დიდებულებას, სხვებს სხვა არაფერი დარჩებათ, თუ არა დაგეთანხმონ.
    ვადიმ ზელანდი (Vadim Zeland)
  10. თქვენ რომ უბრალოდ წარმოდგენა გქონდეთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ხართ იმ ადამიანების ცხოვრებაში რომლებსაც ხვდებით; წარმოდგენაც არ შეგიძლიათ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოთ სხვა ადამიანებისთვის. არსებობს რაღაც, რასაც ტოვებთ თითოეულ იმ ადამიანში, ვისაც ხვდებით.
    ფრედ როჯერსი (Fred Rogers)
  11. ის თუ როგორ ეპყრობით საკუთარ თავს, აწესებს სტანდარტებს სხვებისთვის.
    სონია ფრიდმანი (Sonya Friedman)
  12. ნურასოდეს გაჩუმდებით. არასოდეს მისცეთ თავს უფლება რომ იყოთ მსხვერპლი. მიღება არ უნდა იქცეს თქვენი ცხოვრების განმსაზღვრელად, განსაზღვრეთ საკუთარი თავი თვითონ.
    ჰარვი ფაინშტაინი (Harvey Fainshtain)
  13. სწორედ ახლა თქვენში არის ყველაფერი საჭირო იმისთვის, რომ გაუმკლავდეთ ყველაფერს, რასაც სამყარო გიმზადებთ.
    ბრაიან ტრეისი (Brian Tracy)
  14. გამოკვებეთ თქვენი ცნობიერება დიდებული აზრებით, რადგან ვერასოდეს ახვალთ იმაზე მაღლა, ვიდრე ფიქრობთ.
    ბენჯამენ დიზრაელი (Benjamin Disraeli)
  15. თუ გსურთ დამსახურება, ისე იმოქმედეთ თითქოს ის უკვე გაქვთ.
    უილიამ ჯეიმსი (William James)
  16. ნუ კითხავთ საკუთარ თავს თუ რა სჭირდება სამყაროს, კითხეთ საკუთარ თავს თუ რა გაცოცხლებთ. მერე წადით და გააკეთეთ ის, რაც გაცოცხლებთ. სამყაროს სჭირდება ადამიანები, რომლებიც ცოცხლდებიან.
    ჰოვარდ ვაშინგტონ ტურმანი (Howard Thurman)
  17. არსებობს დედამიწის მხოლოდ ერთი კუთხე, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თავდაჯერებით და ის თქვენ ხართ.
    ოლდოს ლეონარდ ჰაკსლი (Aldous Leonard Huxley)
  18. ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ამდენი ადამიანი ეძებს რწმენას საკუთარ თავში და თვითპატივისცემას ყველგან მაგრამ არა საკუთარ თავში, რის გამოც ისინი განიცდიან წარუმატებლობას ძიების დროს.
    ნატალიელ ბრანდენი (Nathaniel Branden)
  19. დაე სამყარომ იცოდეს თუ ვინ ხართ და არა ის, თუ ვინ უნდა იყოთ თქვენი აზრით, რადგან თუ თამაშობთ, ადრე თუ გვიან დაგავიწყდებათ თქვენი პოზა და სად იქნებით მაშინ?
    ფანი ბრაისი (Fanny Brice)
  20. ურწმუნოება საკუთარი თავის მიმართ თქვენი წარმომატებლობის დიდი ნაწილის მიზეზია.
    ქრიატიან ბოუვი (Christian Bouvier)
  21. ის, რასაც ადამიანი საკუთარ თავზე ფიქრობს, განსაზღვრავს ან უფრო ზუსტად, მიმართულებას აძლევს მის ბედს.
    კელენი
  22. არასწორი ნოტი შესრულებული ტლანქად – უბრალოდ არასწორი ნოტია, მაგრამ არასწორი ნოტი შესრულებული თავდაჯერებულად – იმპროვიზაცია.
    ბერნარ ვერბერი (Bernard Werber)
  23. იმედი ღლის, ხოლო თავდაჯერებულობა ეხმარება ძალების შენარჩუნებაში.
    მაქს ფრაი (Max Frei)
  24. მიიღეთ ყველაფერი თქვენს შესახებ. თქვენ ხართ თქვენ და ეს დასაწყისი და დასასრულია, ბოდიშისა და წუხილის გარეშე.
    კარლ მოუსტეიკსი
  25. თქვენ თვითონ, ისე როგორც არავინ დედამიწაზე, იმსახურებთ თქვენს სიყვარულსა და მოფერებას
    ბუდა
Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like