ვიქტორ ჰიუგოს 27 შთამაგონებელი ფრაზა

ვიქტორ ჰიუგოს 27 შთამაგონებელი ფრაზა

  1. გონება მდიდრდება იმით რასაც იღებს. გული კი იმით რასაც ის გასცემს.
  2. ადამიანს მხოლოდ ერთი ტირანი ყავს–უცოდინრობა.
  3. ერთხელ მე ვნახე ღარიბი შეყვარებული. მას ეხურა ძველი ქუდი, დახეული პალტო და დაგლეჯილი ფეხსაცმელები, მაგრამ მის სულში ვარსკვლავები კიაფობდნენ.
  4. ფორტუნა მხოლოდ ბრმა კი არ არის, არამედ ის აბრმავებს მის რჩეულებსაც.
  5. ბრძოლა იწყება გამარჯვების შემდეგ.
  6. ადამიანის გონებას სამი, ყველაფრის ამომხსნელი, გასაღები აქვს: ცოდნა. აზრი, წარმოსახვა, – ყველაფერი ამათშია.
  7. სიზარმაცე დედაა, რომელსაც ჰყავს ვაჟი — ქურდობა და ქალიშვილი — შიმშილი.
  8. მინდა ვიყო სახელოვანი — ეს ბედნიერებაა; მაგრამ როდესაც მინდა სასარგებლო ვიყო, ეს — მოვალეობაა.
  9. ადამიანთა უმრავლესობა ეძებს მეგობართა წრეს, სადაც მას მოუსმენენ და არა ისეთს, მან რომ მოუსმინოს.
  10. როგორი ფილოსოფიაც აქვს ადამიანს ისეთივე ცხოვრება აქვს, სადაც დაიგებ იქვე გაიღვიძებ.
  11. არსებობს მსოფლიო ჯარებზე ძლიერი რამ, ეს არის იდეა რომლის დროც დადგა.
  12. ალმასი ჭუჭყში არ დნება.
  13. შეიძლება დაამსხვრიო იარაღი, მაგრამ ვერ მოსპო იდეა.
  14. ყველაზე და ყველაფერზე უპირველესად იყავით ადამიანები, ნუ შეგეშინდებათ მეტად ჰუმანურობის.
  15. ბრძენი კაცი კი არ ბერდება, არამედ მწიფდება.
  16. თავისუფლება ხელოვნებაში, თავისუფლება საზოგადოებაში, ეს არის ორმაგი მიზანი, რისკენაც ყველა თანმიმდევრული და ლოგიკური გონება უნდა მიისწრაფვოდეს.
  17. მიყვარს ყველა კაცი, ვინც კი აზროვნებს, ისინიც კი, ვინც ჩემგან განსხვავებულად აზროვნებენ.
  18. შეიცვალე შენი აზრები, მაგრამ არ გადაუხვიო პრინციპებიდან; შეიცვალე შენი ცხოვრების წესი, მაგრამ ხელუხლებლად შეინარჩუნე შენი ფესვები.
  19. შეცდომებიდან სიმართლისკენ სვლა ძალზე იშვიათი, მაგრამ მშვენიერი რამაა.
  20. სიცილი მზეა, რომელიც ადამიანის პირიდან ამოდის.
  21. ამბობენ, რომ სიყვარული გულის სიბრმავეა. მე ვიტყოდი, რომ უსიყვარულობა სიბრმავეა.
  22. ჩვენ თუ ზღვაში მხოლოდ წყლის მასას ვხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ზღვას თითქმის სრულებით ვერ ვხედავთ.
  23. როდესაც მარტომყოფი ადამიანი ხმამაღლა ლაპარაკობს, იგივეა, ვითომ ღმერთთან საუბრობდეს, ღმერთთან, რომელიც ჩვენში არსებობს.
  24. ვინც კითხულობს, ის აზროვნებს, ხოლო ვინც აზროვნებს, იგი მსჯელობს კიდეც.
  25. იმგვარ მტერთან, რომელიც თვითონვე ამჟღავნებს თავის განზრახვებს, ყოველთვის შეგიძლია გამონახო ბრძოლის საშუალება.
  26. არ არსებობს ისეთი უკიდურესი მდგომარეობა, როდესაც ყველაზე კრიტიკულ მომენტში კი გულის სიღრმეში იმედის სხივი არ შეიჭრას.
  27. მზის ყოველდღე გამოჩენა – სამყაროს ჩვეულებაა. სამყარო შეყვარებული ქალია; მისი სიყვარულის საგანი მზეა.
Print Friendly, PDF & Email

About author

გიორგი ეპიტაშვილი
გიორგი ეპიტაშვილი 9 posts

<p>ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა. ფინანსები და საბანკო საქმე. ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, ფინკა ბანკი.</p>

View all posts by this author →

You might also like