ვიმეგობროთ შვილებთან

ვიმეგობროთ შვილებთან

ნუ დავარქმევთ ამას რჩევას, ეს ჩემი გამოცდილების, შეხედულებების და ცოტა განათლების შედეგია.

***
უდავოა, რომ ბავშვის აღზრდა რთულია. გაზრდაც რთულია და აღზრდაც. თუმცა ბავშვის მოვლის სწავლა გაცილებით იოლია, ვიდრე მასთან ურთიერთობის.
შესაძლოა იფრიქოთ, რომ თქვენნაირ კომუნიკაბელურ ადამიანს როგორ გაუჭირდება შვილთან საერთო ენის გამონახვა, როცა სხვის პატარებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გაქვთ. მაგრამ, სწორედ, აქ ცდებით… -შენი შვილი სულ სხვა ფენომენია. მასთან და მეგობრის შვილთან ურთიერთობის პრინციპები განსხვავდება ერთმანეთისგან.

ცნობილი რჩევაა, რომ ბავშვს უნდა მოექცე ისე, როგორც დიდს. მისთვის შენ, პირველ რიგში, მეგობარი ხარ. თავადაც ანალოგურად უნდა ფიქრობდე. სხვანაირად, პირველივე ურთიერთობის მცდელობა შვილთან კრახით ჩაივლის.
პირადად მე, ვამაყობ ჩემი ექვსი წლის შვილთან მეგობრული ურთიერთობით. ისიც ასე ფიქრობს, ამიტომაც არ არის ჩვენს ურთიერთობაში ზღვარი. არც ბზარი, ჯერ-ჯერობით… 🙂

ის მენდობა. იცის, რომ ყოველთვის მზად ვარ მის მოსასმენად და ამიტომ მარტივად მიხსნის გულს. მეუბნება რა მოსწონს და რა აწუხებს. თამამად გამოთქვამს თავის აზრებს, რადგან იცის, მე ამაში არ შევზღუდავ. მეკითხება ყველაფერს რაც აინტერესებს, იმიტომ რომ აქვს ჩემგან ახსნის იმედი. თუ რამე არ ვიცი ვეუბნები და მერე ერთად “ვიჩიჩქნებით” წიგნებში და ინტერნეტში, რომ პასუხი ვიპოვოთ…. 🙂 მთვარია, განვთავისუფლდეთ შვილთან ურთიერთობაში და მეგობრობაც შედგება. 🙂

ბავშვს არ უნდა ეშინოდეს შენთან სიმართლის აღიარება. სხვა შემთხვევაში, ის აუცილებლად დაიწყებს ტყუილების თქმას. ამის გამომუშავება მარტივია. მთვარია დიდი ნებისყოფა და მოთმინების უნარი ადამიანში. უფროს ადამიანში, თორემ პატარებს ეს უდავოდ აქვთ.

როცა ბავშვი რამეს დააშავებს, არ უნდა შეეშინდეს ამის გამხელა. არ უნდა ელოდეს, რომ აღიარების შემთხევაში თქვენგან გაშლილ ხელს მიიღებს. მან უნდა იცოდეს, რომ გვერდში დაუდგებიან შეცდომის დროს. აუხსნიან, რატომ აღარ უნდა მოიქცეს მსგავსად. ასეთ შემთხვევაში, ის გენდობათ. სხვა დროს, ტყუიილის თქმაზე აღარც იფიქრებს. შეცდომის აღიარებაც მისთვის ჩვეულებრივი გახდება. ეს ყველაფერი, კი, ერთ კარგ შედეგამდე მიგვიყვანს, – როცა გაიზრდება იქნება მშვიდი, სამართლიანი, გაწონასწორებული და არაკონფლიქტური ადამიანი. დიდობაში არ გაუჭირდება ადამიანების ნდობა. სხვების პატიებასაც მარტივად შეძლებს. ისე როგორც, ოდესღაც მას “მიუტევეს”… 🙂

უფროსები ბავშებისგან მოვითხოვთ უნაკლოდ მოქცევას, მაშინ როცა, თავად უამრავ შეცდომას ვუშვებთ. გვინდა ჩხუბით და დასჯით გამოვასწოროთ ისინი. თუმცა, არავისთან კონფლიქტს ,მითუმეტეს ბავშთან არ მოაქვს სასურველი შედეგი.
ამიტომ, ვიდრე პატარას დიდ მოთხოვნებს წავუყენებთ, გავიხსენოთ როგორები ვიყავით ჩვენ, რას ველოდით უფროსებისგან და რა გვწყვეტდა გულს. თუ ეს ყოველთვის გვემახსოვრება, მივხვდებით, როგორ აღვზარდოთ შვილი.

მოვექცეთ ბავშვებს ისე, როგორც გვინდოდა, რომ მოგვქცეოდნენ ჩვენი მშობლები. 🙂

მარიანა ბენდელიანი

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1529 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ტესტი: გაიგეთ თქვენი ხასიათის საიდუმლო ფეხის თითების მიხედვით!

ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისგან და ყველა ჩვენგანი განუმეორებელი პიროვნებაა! არასწორია ადამიანის გარეგნული მონაცემების მიხედვით შეფასება. თუმცა, ხასიათსა და გარეგნობას შორის გარკვეული კავშირი მაინც არის. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ ვისუბრებდით «ჭკვიან

Print Friendly, PDF & Email

10 რჩევა უკეთესად ფიქრისთვის! (მეცნიერთა დამტკიცებით)

1. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ემოციებს ჩვენი ცნობიერება მცირედი ნაწილია იმისა, რაც ჩვენს თავებში ხდება. ნებისმიერ მომენტში ტვინი ამუშავებს ელვის სისწრაფით უზარმაზარ ინფორმაციას – ასე სწრაფად ყველაფრის გაცნობიერებას ადამიანი ვერანაირად ვერ

Print Friendly, PDF & Email

13 რამ, რასაც მორალურად ძლიერი ადამიანები არ აკეთებენ

ძლიერ ადამიანებს ჯანსაღი ჩვევები აქვთ. ისინი ახერხებენ საკუთარი ემოციების, აზრებისა და ქცევების მართვას, რაც მათ წარმატების მიღწევაში ეხმარებათ. ვნახოთ, რას არ აკეთებენ ძლიერი ადამინები და იქნებ ჩვენც მოვახერხოთ ოდნავ უფრო

Print Friendly, PDF & Email

ახალი ფსიქოლოგიური ტესტი: სახლი და ხასიათი

შეხედეთ რა ლამაზ სახლებს მოვუყარეთ თავი ამ ფოტოებზე! აირჩიეთ, რომელ მათგანში იცხოვრებდით. აირჩიეთ? ახლა კი შეხედეთ შედეგს და გაიგეთ რას ამბობს თქვენი ხასიათის შესახებ არჩეული სახლი. 1. უბრალო, გახსნილი, პირდაპირი

Print Friendly, PDF & Email

7 რამ, რაზეც დაზოგვა არ ღირს

1. სტომატოლოგი საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჯანმრთელობა და ჯანსაღი კბილები — ერთ-ერთი ნიშანია კარგი განწყობისა და თავდაჯერებულობის. სტომატოლოგთან უნდა იმეგობროთ და წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ მოინახულოთ. მხოლოდ ასე შეგიძლიათ დაცული იყოთ

Print Friendly, PDF & Email

რა უნდა ვქნათ, როცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ ველით

ჩვენ ვცხოვრობთ მიზნების დასახვის რეჟიმში და მათი მიღწევის მოლოდინში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეგობრები გვყავს და ველით მათი მხრიდან დასახმარებლად მოსვლას რთულ დროს. ჩვენ გვგონია, რომ სახლში ყოველთვის გაუხარდებათ ჩვენი მისვლა.

Print Friendly, PDF & Email