უსმინე შინაგან ხმას – გახდი წარმატებული !

უსმინე შინაგან ხმას – გახდი წარმატებული !

მორიგ სტატიას  ჩემთვის უჩვეულო ადგილას  ვწერ, ახდენილი ოცნება და გარემო,რომელიც  შთაგონებად იქცა  ჩემთვის მაძლევს მოტივაციას გავხდე კიდევ უფრო მოტივირებული და გავუზიარო ჩემი აზრები  მკითხველს, რომელიც  ელოდება ჩვენს ჟურნალში გამოქვეყნებულ  ახალ პუბლიკაციებს  მოუთმენლად.

ბავარიის დედაქალაქ მიუნხენში ვიმყოფები. ვზივარ პატარა, საყვარელ კაფეში,მივირთმევ ყავას და ვაკვირდები ადამიანებს,რომლებიც  შემოდგომის ოქროსფერ გზებს მიუყვებიან ფეხით. წარმოიდგინეთ, უამრავი ადამიანი ცხოვრობს სამყაროში და  ყველას გვსურს უზრუნველი მომავალი, მაგრამ ხშირად  ვერ ვპოულობთ ჩვენს ადგილს  სამყაროში.  საინტერესოა, როგორ  შევქმნათ წარმატებული ცხოვრება და ვიცხოვროთ ბედნიერად? დამეთანხმებით, თითოეულ ჩვენთაგანს აქვს შინაგანი ხმა,რომელიც გამუდმებით გვიმეორებს რომ ვართ განსაკუთრებულები, რომ ჩვენი ნიჭით და შესაძლებლობებით დიდ წარმატებას მივაღწევთ.შესაბამისად, თითოეულ ადამიანში    ჩადებულია  წარმატების კოდი  –  ეს    ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, მხოლოდ ის ადამიანები აღწევენ წარმატებას, რომლებთაც სჯერათ –  თუ ბოლომდე იბრძოლებენ  ნამდვილ ვარსკვლავად იქცევიან სამყაროსთვის.

შესაბამისად   წარმატებულები ხდებიან,  მხოლოდ ის ადამიანები, რომლებთაც ჯიუტად სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების და აკეთებენ საყვარელ საქმეს ყოველდღე შეუსვენებლივ! ამიტომ,როდესაც გრძნობ,რომ გაქვს ნიჭი, რომელსაც შეუძლია წარმატება მოგიტანოს ეცადე განავითარო ამ მხრივ საკუთარი თავი. გააკეთე მაქსიმუმი, იშრომე, იბრძოლე და არ მისცე საკუთარ თავს დანებების უფლება. მოუსმინე შინაგან ხმას და  აუცილებლად გახდები  წარმატებული.

შევხვედრილვარ ადამიანებს, რომლებთაც აქვთ ნიჭი,  უნარი და შესაძლებლობები  გახდნენ წარმატებულები, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისინი არ ცდილობენ განავითარონ საკუთარი უნარები და უარს ამბობენ წარმატებაზე.მიზეზი არის ის, რომ  მათ უბრალოდ ეჭვი ეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში.  არ უსმენენ შინაგან ხმას. არ ცდილობენ ისწავლონ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა და ერთფეროვან ცხოვრებას ირჩევენ.

მათ ჯერ  კიდევ არ გაუაზრებიათ,რომელია საქმე,რომელიც ნამდვილად წარმატებას მოუტანს მათ. ეს კი მაშინ უნდა იგრძნონ,როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებენ. საყვარელ საქმეზე მუშაობა უდიდესი სიამოვნებაა, რომელიც გითრევს სიღრმეებში – წარმატებისკენ.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 51 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ