ურთიერთობის 8 მარტივი წესი, როცა თქვენით მანიპულირებენ

ურთიერთობის 8 მარტივი წესი, როცა თქვენით მანიპულირებენ

მანიპულატორები მოხერხებულად გვინერგავენ დანაშაულის გრძნობას, გვაშანტაჟებენ, გვემუქრებიან, გვატყუებენ. ჩვენ ვასრულებთ მათ სურვილებს ან ბრძანებებს საკუთარი თავის ზიანის ფასად. ეს თამაშები წლობით გრძელდება და ცხოვრებას გვიწამლავს.

ანიპულატორებისგან თავის დასაცავად B2P.GE და Рsychologies გთავაზობთ თავდაცვის რამოდენიმე წესს, რომელიც შეიმუშავა კომინიკაციური სტრატეგიების ექსპერტმა და ქოუჩმა – პრესტონ ნიმ.

გახსოვდეთ თქვენი უფლებები
• თქვენ უფლება გაქვთ მოსთხოვოთ სხვებს პატივისცემით მოპყრობა.
• თქვენ უფლება გაქვთ გამოხატოთ საკუთარი გრძნობები, მოსაზრებები და სურვილები.
• თქვენ უფლება გაქვთ დააყენოთ საკუთარი პრიორიტეტები.
• თქვენ უფლება გაქვთ თქვათ «არა» დანაშაულის გრძნობის გარეშე.
• თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ის, რაშიც ფული გადაიხადეთ.
• თქვენ უფლება გაქვთ გამოხატოთ საკუთარი შეხედულებები, რომლებიც განსხვავდება სხვების შეხედულებებისგან.
• თქვენ უფლება გაქვთ დაიცვათ საკუთარი თავი ფიზიკური, მორალური და ემოციური საფრთხისგან.
• თქვენ უფლება გაქვთ ააწყოთ საკუთარი ცხოვრება ბედნიერების საკუთარი გაგების მიხედვით.

ეს — თქვენი პირადი სივრცის საზღვრებია. რა თქმა უნდა მანიპულატორები, რომლებიც უხეშად არღვევენ ჩვენს საზღვრებს, არ აფასებენ და პატივს არ სცემენ ამ უფლებებს. მხოლოდ ჩვენ, და არავინ სხვა, ვართ პასუხისმგებელი საკუთარ ცხოვრებაზე.

დაიცავით დისტანცია
ურთიერთობაში მანიპულატორი მუდმივად იცვლის ნიღაბს: ზოგ ადამიანებთან ის განსაკუთრებით თავაზიანია, ზოგთან ზედმეტად უხეში, ერთ სიტუაციაში სრულიად უიმედო, მეორეში – ზედმეტად აგრესიული. თუ თქვენ შეამჩნიეთ, რომ ვინმეს მსგავსი უკიდურესობები ახასიათებს, თავი შორს დაიჭირეთ მისგან და შეეცადეთ ურთიერთობა არ იქონიოთ გარდაუვალი აუცილებლობის გარდა.
ხშირად ასეთი ქცევის მიზეზები ძალიან ღრმაა და ბავშვობაში იღებს სათავეს. მანიპულატორის გამოსწორება ან შეცვლა თქვენი ამოცანა არ არის.
ნუ მიიღებთ მის სიტყვებს საკუთარ თავზე

მანიპულატორის ამოცანაა — თქვენს სისუსტეებზე თამაში. გასაკვირი არ იქნება, თუ მის გვერდით თქვენ თავს არასრულფასოვნად გრძნობთ და დანაშაულის განცდა გაქვთ იმის გამო, რომ ვერ აკმაყოფილებთ მის მოთხოვნებს. ყურადღება მიაქციეთ ამ გრძნობებს და გაიხსენეთ, რომ პორბლემა თქვენში არ არის. თქვენით მანიპულირებენ, რათა გაგრძნობინონ, რომ არასრულფასოვანი ხართ, ეს კი ნიშნავს, რომ გაიძულებენ სხვის ნებას დაემორჩილოთ და საკუთარ უფლებებზე უარი თქვათ. მანიპულატორთან ურთიერთობას გადახედეთ შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემით:

• ამჟღავნებს თუ არა ის ჩემს მიმართ გულახდილ პატივისცემას?
• რამდენად საფუძვლიანია მისი მოლოდინი და მოთხოვნები?
• რამდენად დაბალანსებულია ჩვენი ურთიერთობა? თუ ერთ-ერთი ჩვენგანი ასრულებს, ხოლო მეორე იღებს სარგებელს?
• ხელს ხომ არ მიშლის ეს ურთიერთობა საკუთარ თავთან კარგ დამოკიდებულებაში?

ამ შეკითხვებზე გაცემული პასუხები დაგეხმარებათ გაიგოთ ვისშია პრობლემა — თქვენში, თუ სხვა ადამიანში.

დაუსვით გადასამოწმებელი შეკითხვები
მანიპულატორები მუდმივად თავს გახვევენ თხოვნას ან მოთხოვნას, გაიძულებენ დაივიწყოთ საკუთარი თავი და გადაერთოთ მათ საჭიროებებზე. თქვენი მისამართით გამოთქმული, მორიგი უსაფუძვლო მიმართვის მოსმენისას, გადაიტანეთ ყურადღების ფოკუსი საკუთარი პერსონიდან მანიპულატორზე. დაუსვით მას რამოდენიმე გადასამოწმებელი შეკითხვა და ნათელი გახდება ფლობს თუ არა ის რაიმე თვითკრიტიკულს:
• «შენ თვლი, რომ ეს გონივრული თხოვნაა (მოთხოვნაა)?»
• «შენი აზრით ეს ნამდვილად მე მეხება?»
• «ამ საკითხზე იქნებ ჩემი მოსაზრება მაქვს?»
• «შენ მე მეკითხები და მიმტკიცებ?»
• «რას მივიღებ მე შედეგად?»
• «შენ მართლა ფიქრობ, რომ მე… (მოახდინეთ მისი მოთხოვნის / თხოვნის ფორმულირება)?»

ამ შეკითხვების დასმისას თქვენ მის წინაშე ერთგვარ სარკეს დადებთ და მანიპულატორს შეეძლება დაინახოს «სარკეში» საკუთრი მოთხოვნების ჭეშმარიტი აზრი. დიდი ალბათობით ის უკან დაიხევს და უარს იტყვის საკუთარ მოთხოვნაზე.

თუმცა მათ შორის არიან სრულიად უიმედო პერსონაჟები, რომლებიც არც კი მოგისმენენ და გაჯიუტდებიან. ამ შემთხვევაში ისარგებლეთ შემდეგი რჩევებით.

არ იჩქაროთ!
მანიპულატორების კიდევ ერთი საყვარელი მეთოდია — მოიპოვონ თქვენგან სწრაფი პასუხი ან ქმედება. დროის უკმარისობის პირობებში მათთვის ადვილია თქვენი მართვა და საკუთარი მიზნების მიღწევა (გაყიდვების სპეციალისტების ტერმინოლოგიაში ამას ჰქვია «გარიგების დახურვა»).
თუ გრძნობთ, რომ ზეწოლას ახდენენ თქვენზე — ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას. გამოიყენეთ დროის ფაქტორი საკუთარ ინტერესებში, დისტანცია დაიცავით თქვენზე ზეწოლის მცდელობებისგან. თქვენ სიტუაციაზე კონტროლს შეინარჩუნებთ იმ შმთხვევაში, თუ იტყვით: «ვიფიქრებ ამაზე». ეს ძალიან მოქმედი სიტყვებია! აიღეთ პაუზა, რათა შეძლოთ შეაფასოთ ყველაფერი და გაარკვიოთ: გსურთ თუ არა განხილვის გაგრძელება ან იქნებ სჯობს თქვათ «არა».

ისწავლეთ თქვათ «არა»
«არა»-ს თქმის ცოდნა — კომუნიკაციის ხელოვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. გარკვევით ფორმულირებული უარი საშუალებას გაძლევთ მყარად იდგეთ საკუთარ პოზიციაზე და ამასთან შეინარჩუნოთ ნორმალური ურთიერთობა.

გახსოვდეთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ დააყენოთ საკუთარი პრიორიტეტები, უფლება გაქვთ თქვათ «არა» ისე, რომ არ განიცდიდეთ დანაშაულის გრძნობას და უფლება გაქვთ აირჩიოთ ბედნიერებისკენ მიმავალი საკუთარი გზა.

მოუყევით მას შედეგების შესახებ
თქვენს პირად სივრცეში უხეშად შემოჭრაზე საპასუხოდ და თქვენი უარის მიუღებლობის შემთხვევაში მოუყევით მანიპულატორს მისი ქმედების შედეგების შესახებ.
შესაძლო შედეგების დამაჯერებელი ფორმულირებისა და პროგნოზირების გაკეთების უნარი — მანიპულატორის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა. ამით ჩიხში შეგყავთ მანიპულატორი და აიძულებთ თქვენდამი პატივისცემით დამოკიდებულება იქონიოს.

გაეცით სათანადო პასუხი
მანიპულატორები პირდაპირ დაცინვაზე გადადიან, რითაც ცდილობენ მსხვერპლი დააშინონ ან ზიანი მიაყენონ. ყველაზე მთავარი, რაც ამ დროს უნდა გახსოვდეთ: მსგავსი ადამიანები მიზანში იღებენ მათ, ვისაც სუსტებად თვლიან. სანამ პასიური და მყარი ხართ — მანიპულატორებისთვის პოტენციურ მსხვერპლს წარმოადგენთ. ამასთან, მსგავი ტიპის ადამიანების უმეტესობა მშიშარაა და როგორც კი მიზანში ამოღებული მსხვერპლი მტკიცე ხასიათს იჩენს და საკუთარი უფლებების დაცვას იწყებს, მანიპულატორები მაშინვე უკან იხევენ. ეს წესი მუშაობს ნებისმიერ საზოგადოებაში: სკოლაში, ოჯახში, სამსახურში.

როგორც გამოკვლევები აჩვენებს, ბევრი მანიპულატორი თავად არის ძალადობის მსხვერპლი. ეს მდგომარეობა რა თქმა უნდა ვერანაირ გამართლებას ვერ უძებნის მათ ქცევას, მაგრამ უნდა გახსოვდეთ იმისათვის, რომ შეძლოთ მათი მხრიდან განხორციელებულ თავდსხმებს ცივსისხლიანად შეხვდეთ.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1515 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ