ურთიერთობები სამსახურში

ურთიერთობები სამსახურში

სამსახური ყველა   ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი პუნქტია ცხოვრებაში და ამის ბევრი მიზეზი არსებობს: მატერიალური დაინტერესება, კარიერულიზრდა, წინსვლა და საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილება. სამსახურში ვატარებთ 8-9 საათს დღეში დაძალიან მნიშვნელოვანია დავამყაროთ კარგი ურთიერთობები როგორც უფროსებთან, ასევე კოლეგებთან. და თუ რაღაც მიზეზების გამო ეს ურთიერთობები არ იქნება ჩვენთვის კომფორტული, შემდგომში ძალიან გაგვიჭირდება მუშაობა დაძაბულ გარემოში, რაც რასაკვირველია აისახება შრომის შედეგზე ჯამში ანუ კომპანია ვერ მიიღებს იმ შედეგს, რაც მიიღწეოდა ჰარმონიული და გუნდური მუშაობის შედეგად.

ურთიერთობები “ბოსთან”
იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ შეცდომები უფროსთან ურთიერთობაში, გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ შემდეგ პუნქტებს:

– რამდენიც არ უნდა იმუშავოთ ერთიდაიგივე ადგილას, ერთიდაიგივე ხალხის გარემოცვაში, როგორი შინაურული ურთიერთობებიც არ უნდა ჩამოაყალიბოთ მათთან, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ სამსახურში კოლეგებთან უმთავრესია საქმიანი ურთიერთობები. საჭიროა დაიცვათ ნეიტრალურობა და აირჩიოთ ოქროს შუალედი.

– არ ღირს ყოველდღე იაროთ უფროსთან თქვენი გაკეთებული საქმეების სიით, ასე თავს მოაბეზრებთ მას და ამასთან დატოვებთ შთაბეჭდილებას, რომ მოსაწყენი და საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანი ხართ. ლაპარაკის ნაცვლად იმუშავეთ. შედეგი არ დარჩება შეუმჩნეველი არავისთვის და შრომისმოყვარეობა აუცილებლად დაგიფასდებათ.

– როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, სასურველია არ დაიწყოთ სამსახურებრივი რომანი თქვენზე თანამდებობით უფრო მაღლა მდგარ კოლეგასთან. ასეთი ურთიერთობის ფინალი, როგორც წესი, არარის ბედნიერი, და ამშემთხვევაში ერთ-ერთს შესაძლებელი მოუწიოს სამსახურიდან წასვლა. ალბათ არარის რთული მიხვდეთ თუ რომელს. რა თქმა უნდა არსებობს გამონაკლისებიც, როცა სიყვარული შეიძლება გახდეს ორმხრივი და გადაიქცეს მყარ ოჯახად. უბრალოდ საჭიროა თავიდანვე კარგად გაანალიზოთ სიტუაცია, იყოთ დაკვირვებულები და არ აჰყვეთ ილუზიებს.

ურთიერთობები კოლეგებთან
ყველაზე მთავარი პუნქტი, რაც განსაზღვრავს თქვენს ურთიერთობას კოლეგებთან, არის თქვენი ხასიათი. ყოველდღიური კონფლიქტები, გაუგებრობები – ნიშანია იმისი, რომ დროა შეიცვალოთ სამუშაო ადგილი. თუმცა ეს არარის ყოველთვის საუკეთესო გამოსავალი სიტუაციიდან. უმჯობესია  შეცვალოთ ტაქტიკა, არ დაუშვათ შეცდომები და გააუმჯობესოთ ურთიერთობები ადამიანებთან, რომლებთანაც ატარებთ ყველაზე მეტ დროს დღის განმავლობაში.

– შეცდომაა გადაჭარბებული მონდომება ასიამოვნოთ და გამოადგეთ თანამშრომლებს. რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატება შემდეგში: ნებისმიერ დროს მზად ვართ საკუთარ თავზე ავიღოთ სხვისი ფუნქციები, გავაკეთოთ ყველაზე მეტი, გამოვჩნდეთ ყველაზე პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე, პარალელურად შესაძლოა დავივალოთ ყავის მოდუღება ან ფუნთუშებზე გარბენა… ასეთი პოზიცია არ დაიმსახურებს ირგვლივმყოფებისგან პატივისცემას, პირიქით – შეიძლება მოგნათლონ “კურიერად” და საერთოდ ვეღარ აღგიქვან სერიოზულ კადრად. ნუ გამოიჩენთ იმაზე მეტ ინიციატივას, ვიდრე ეს საჭიროა. უბრალოდ კარგად შეასრულეთ თქვენი საკუთარი მოვალეობები და მხოლოდ ხანდახან, საჭიროების შემთხევაში, მათი თხოვნის საფუძველზე დაეხმარეთ კოლეგებს.

– შეეცადეთ არ იჭორაოთ და არ განიხილოთ კოლეგების საქციელი, ჩაცმულობა, პირადი ცხოვრება სხვა თანამშრომლებთან. ასეთი საუბარი არ გამოგაჩენთ თქვენ კარგად და არ იმოქმედებს მომავალში თქვენს სასარგებლოდ.

– ნებისმიერ სიტუაციაში იყავით ბუნებრივები, არ დაკარგოთ საკუთარი თავი და მანამ, სანამ გააქილიკებთ სხვას, წარმოიდგინეთ თქვენი თავი მათ პოზიციასა და მდგომარეობაში.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

ჯუნა სანიკიძე
ჯუნა სანიკიძე 33 posts

სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები. არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

პატარა გუნდის ეფექტურობის გაზრდის 5 გზა

თუ თქვენ პატარა კოლექტივს ხელმძღვანელობთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ გარკვეული ხერხები, რომლებიც დაგეხმარებათ გუნდის მუშაობიდან მიიღოთ მაქსიმუმი. პატარა გუნდებს აქვთ თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. რაც ნაკლები ადამიანია გუნდში, მით უფრო

Print Friendly, PDF & Email

როგორ გავაქირაოთ ბინა დღიურად Airbnb-ის დახმარებით?

1. რისი გაქირავება შეიძლება Airbnb-ზე? Airbnb-ზე ყველაფრის გაქირავება შესაძლებელია. გნებავთ ბინა გააქირავეთ, გნებავთ თავისუფალი ოთახი. დივანი თუ გაგითავისუფლდათ, მისი გაქირავებაც შეგიძლიათ. Airbnb-ზე არის უფრო ეკზოტკიური ვარიანტებიც — ხეებზე მოწყობილი სახლების ჩათვლით, ასე რომ,

Print Friendly, PDF & Email

10 რჩევა კრიზისიდან გამოსასვლის, გაყინული წერტილიდან დაძვრისა და ოცნების ასრულებისთვის

ცოტა ვინმეს თუ უშოვია ბევრი ფული სერიოზული გამოცდების გადალახვის გარეშე. ნებისმიერი ბიზნესმენი იტყვის, რომ შეჯახებია ისეთ მოვლენას, როგორიც არის «კრიზისი». ნებისმიერ ბიზნესში კრიზისმა შეიძლება მუხლებზე დაგაჩოქოთ, ან პირიქით, სიმდიდრისა და

Print Friendly, PDF & Email

დენ ვალდშმიდტი: წარმატებული ბიზნეს-ლიდერის 23 წესი

დენ ვალდშმიდტი — მარკეტოლოგი და მეწარმე, პოპულარული ბლოგერი, რომელსაც უყვარს გავრცელებული ჭეშმარიტების ეჭვქვეშ დაყენება. 1. არასოდეს არ დაელოდოთ იმას, რომ თქვენი კლიენტები ისევე აღელდებიან თქვენი პროდუქტის გამო, როგორც თქვენ. 2.

Print Friendly, PDF & Email

ძუნწი მილიონრები

გენიალურ ამერიკელ ფინანსისტს გენრიეტა ჰოულენდ რობინსონს ,,უოლსტრიტელ სატანას” ეძახდნენ. მაშინ როცა მისი ქონება 15 მილიარდ დოლარს ითვლიდა, მთელი ცხოვრება გათბობის ბატარეაზე გამთბარ ჭვავის ფაფებს ჭამდა და იაფფასიან ნაქირავებ ბინებში ცხოვრობდა

Print Friendly, PDF & Email

დენადობის მიზეზები და თანამშრომელთა შენარჩუნების პრაქტიკა

თანამშრომელთა შენარჩუნება ორგანიზაციის სტაბილურობისა და ბიზნესის წარმატებისთვის ექსტრემალურად მნიშვნელოვანია. თუმცა ბევრ ორგანიზაციას უჭირს თანამშრომლის ხანგრძლივი დროით შენარჩუნება. ეს პრობლემა დგას არა მხოლოდ პატარა და საშუალო ზომის ორგანიზაციებში, არამედ დიდ ორგანიზაციებშიც.

Print Friendly, PDF & Email