6 დიდი ადამიანი, რომლებსაც უწოდეს უნიჭოები

6 დიდი ადამიანი, რომლებსაც უწოდეს უნიჭოები

«უკაცრავად, მაგრამ თქვენ არ გაქვთ ნიჭი. სჯობს შეეშვათ შემოქმედებით მცდელობებს და რაიმე გამოყენებითი პროფესია აითვისოთ».

«უნიჭო», «უიმედო», «უპერსპექტივო» — რა იარლიყი აღარ მიაკრა საზოგადოებამ მათ, ვინც ცხოვრებას თავისებურად ხედავს. ასეა მოწყობილი სამყარო – თუ თქვენ მის შეცვლას აპირებთ, ყოველთვის მოიძებნება ის, ვინც ამის კატეგორიულად წინააღმდეგი იქნება.

იმისათვის, რომ მსგავსმა რეკომენდაციებმა რწმენა არ დაგაკარგვინოთ B2P.GE-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო შემთხვევებს, რაც ადასტურებს, რომ ჭეშმარიტ შემოქმედს ვერაფერი აიძულებს გადაკვალიფიცირდეს რაიმე თანამდებობაზე.

• უოლტ დისნეი
ფიფქიას და მიკი მაუსის «მამა», ჰოლივუდის ერთ-ერთი საკულტო კინოსტუდიის მფოლობელი, მილიარდერი და მსოფლიოში ცნობილი რამოდენიმე ასეული ანიმაციური პერსონაჟის ავტორი უოლტ დისნეი ყოველთვის ასეთი წარმატებული არ ყოფილა. მისი კარიერის დასაწყისში დისნეი ერთ-ერთ გამომცემლობაში მიიღეს კარიკატურისტად, მაგრამ მალე დაითხოვეს «ხატვის არცოდნისა და წარმოსახვის არქონის» მიზეზით.

• სტივენ სპილბერგი
ცნობილი რეჟისორი არ მიიღეს კინოფაკულტეტზე «ნიჭის არქონის» გამო. თუმცა სპილბერგი ასე ადვილად არ დანებდა. ის მივიდა Universal-ში, სადაც აჩვენა 20 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი «Emblin». კომპანიამ მაშინვე გაუფორმა კონტრაქტი.

• ალბერტ ეინშტეინი
ნობელის პრემიის ლაურეატი ალბერტ ეინშტეინი 4 წლამდე საერთოდ ვერ ლაპარაკობდა, ხოლო კოლეჯში ყველაზე რთული საგანი მისთვის იყო ფიზიკა… მასწავლებლის შეფასების მიუხედავად, სადაც ის ამბობდა, რომ: «ასეთი უნიჭოსგან არაფერი გამოვა»-ო და ასევე სტაბილური ორიანების ფონზე, რომლებსაც ეინშტეინი პოლიტექნიკუმის მისაღებ გამოცდებზე იღებდა, მას მაინც სწამდა საკუთარი «ფიზიკური» გამონაკლისობის. გარემოცვის გაუგებრობაში გასაკვირი არაფერი იყო – ფარდობითობის თეორიის გაგება მთელს მსოფლიოში მხოლოდ ათ ადამიანს შეეძლო.

• ჯუზეპე ვერდი
1832 წელს, მილანის კონსერვატორიაში მივიდა ყველასათვის უცნობი ახალგაზრდა კომპოზიტორი, რომელმაც დირექტორი დაარწმუნა მოესმინა მისი ნაწარმოებისთვის. პასუხად მან საკმაოდ უხეში შეფასება მიიღო: «შეეშვით კონსერვატორიაზე ფიქრს. თუ ასე გინდათ რომ მუსიკით დაკავდეთ, მოძებნეთ კერძო მასწავლებელი ქალაქის მუსიკოსებში». ათწლეულების შემდეგ მილანის კონსერვატორია იბრძოდა მოეპოვებინა უდიდესი, მაგრამ თავის დროზე უარყოფილი კომპოზიტორის – ჯუზეპე ვერდის სახელის ტარების უფლება.

• ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს არ უსწავლია სასწავლებელში და ექვსი წლის ასაკში საკუთარი მასწავლებლისგან შეფასდა როგორც «უიმედო».

• დაითხოვეთ. არ შეიძლება მისი დატოვება
თანამედროვეების გადმოცემით, ისააკ ნიუტონის ცუდად სწავლის გამო მასწავლებლები თვლიდნენ, რომ «არი იყო იმედის მომცემი». დიმიტრი მენდელეევი ჩაიჭრა ქიმიის გამოცდაზე პეტერბურგის უნივერსიტეტში და უკეთ მომზადების შემდეგ ჩააბარა პედაგოგიურზე.

ეს სია შეიძლება გაგრძელდეს უსასრულობამდე. დაკავდით საყვარელი საქმიანობით, გჯეროდეთ საკუთარი თავის და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ რჩეული ხართ!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სილვესტრ სტალონე: ადამიანი, რომლებმაც წარმატებას ნულიდან მიაღწია

მშობიარობის დროს მას სახის ნერვული დაბოლოებები დაუზიანდა. ლოყები, ტუჩები და ენა პარალიზებული დარჩა ბოლომდე. როცა ის იყო 11 წლის, მშობლები დაშორდნენ. 13 წლის ასაკში ათზე მეტი სკოლა ჰქონდა გამოცვლილი ცუდი

Print Friendly, PDF & Email

ერთი ყმაწვილის ისტორია, რომელმაც არ იცოდა კითხვა

ბილი დიდი ხნის მანძლზე ვერ შოულობდა სამსახურს. ბოლოს მას მენაგვის ადგილი შესთავაზეს. მას უნდა ევლო სახლებში და წამოეღო ნაგავი. ახალი სამუშაოს პირველ დღეს, ხელმძღვანელმა ბილს გადასცა იმ მისამართების სია, სადაც

Print Friendly, PDF & Email

მარკ ცუკერბერგის შესანიშნავი წერილი, რომელიც მან თავის ახალშობილ გოგონას დაუწერა

სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მილოცვებს იღებს: ცოტა ხნის წინ მას გოგონა შეეძინა, რომელსაც მეუღლე პრისცილა ჩანთან ერთად შეურჩია სახელი მაქსი. ბავშვის დაბადება ბევრს აიძულებს ცხოვრებას სხვა თვალით შეხედოს

Print Friendly, PDF & Email

არაბული სამყაროს ყველაზე მოდური და გავლენიანი ქალი

შეიხი მოზა: არაბული სამყაროს ყველაზე მოდური და გავლენიანი ქალი – შეიხი მოზა ბინტ ნასერ ალ-მისენდი. ჰიჯაბისა და ფარანჯას გარეშე არაბული სამყაროსთვის მისი სტილი — თამამია. ყატარის ყოფილმა ემირმა თავის მეორე

Print Friendly, PDF & Email

ჯიმ ქერის შთამაგონებელი გზავნილი კაცობრიობას

ჩვენ ჯიმ ქერის ვიცნობთ, როგორც ერთ-ერთ უდიდეს კომედიური ჟანრის მსახიობს და მისი მონაწილეობით გადაღებული ფილმები ყოველთვის ამაღლებს განწყობას. ჯიმ ქერის ამ მიმართვის წაკითხვის შემდეგ თქვენ დარწმუნდებით, რომ ის ძალიან ბრძენი ადამიანიც

Print Friendly, PDF & Email

კიანუ რივზი: 8 ისტორია ჰოლივუდის ყველაზე კეთილი მსახიობის შესახებ

კიანუ რივზი ძალიან განსხვავდება ჰოლივუდის სხვა მსახიობებისგან. მისი მოკრძალებული ცხოვრება და რთული წარსული, უამრავი ჭორის საფუძველი ხდება. თუმცა ერთი რამ ფაქტია— ის შესანიშნავი მსახიობი და არაორდინალური პრიოვნებაა. B2P.GE-მ გადაწყვიტა შეეგროვებინა

Print Friendly, PDF & Email