უნდა გავუზიაროთ თუ არა ჩვენი იდეები სხვებს?!

უნდა გავუზიაროთ თუ არა ჩვენი იდეები სხვებს?!

დილით  როდესაც ფინჯანი ყავა გავიმზადე და მორიგი პოსტის დასაწერად მოვემზადე, აივანზე გავიტანე ლეპტოპი და  როდესაც, კიდევ ერთხელ მოვავლე მწვანე მთებში ჩაძირულ ლურჯ ტბას თვალი, შთაგონებით ავივსე.

ჩვენ როდესაც ახალი იდეებით გულანთებული ვართ და უამრავ წინსვლას და წარმატებას ვგეგმავთ,აუცილებელია  შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავიაზროთ,რომ ყოველთვის არ უნდა მოვისმინოთ რჩევები ჩვენი ახლობლების გარემოცვაში.  თქვენც დამეთანხმებით, როდესაც იდეა გვაქვს ან გეგმებს ვაწყობთ და მას ახლობელ ადამიანს ვუზიარებთ, საბოლოოდ იმედგაცრუებული ვრჩებით. მათი რჩევები   გულს გვტკენს, იმედი გვიცრუვდება და  შესაძლოა, ჩვენი იდეის განხორციელება ვერასდროს შევძლოთ.
ახლობელი ადამიანები ჩვენს ახალ იდეებს შემდეგნაირად ეხმიანებიან :

1.” ვფიქრობ ჯერ ამის დრო არ დამდგარა შენს ცხოვრებაში. ვფიქრობ ამ იდეის განხორციელება სამომავლოდ უნდა გადადო,როდესაც გექნება შესაბამისი რესურსი” –  დიახ ისინი ძირითადად მსგავს პასუხს გვიბრუნებენ  და ჩვენი აღმაფრენა მაშინათვე ქრება. გახსოვდეს მეოცნებე ადამიანს ყოველთვის აქვს შესაბამისი ძალა იმისათვის,რომ ოცნებები აიხდინოს და მიაღწიოს დასახულ მიზანს.

2.  მათ  ხშირად ეშინიათ ახალი იდეების, რადგან თავად არასდროს მიუღიათ ახალი გადაწყვეტილებები და შესაბამისად არ იციან როგორ შეხვდნენ თქვენს წამოწყებას. ისინი  გიმეორებენ რომ დღევანდელ სამყაროში რთულია წარმატების მიღწევა,  იმ სფეროში,რომელშიც გსურს ინოვაციები განახორციელო უკვე უამრავი ადამიანია  წარმატებული. ნუ დაიჯერებ მსგავს სიტყვებს! შენ შეუცვლელი ხარ და აუცილებლად შექმნი ახალს და ღირებულს სამყაროსთვის.

3.გახსოვდეთ გარშემო ყოველთვის არ არიან თქვენი მეგობრები. ისინი მხარს ვერ დაუჭერენ თქვენს წამოწყებას, შესაბამისად, თქვენი გული დაიცლება, ენერგია რომელიც საქმის კეთებისთვის უნდა დაგეხარჯათ აღარ გექნებათ,ამიტომ შეინარჩუნეთ თქვენი ძალა და მოტივაცია.მიაღწიეთ წარმატებას და მხოლოდ შემდეგ ისაუბრეთ ამის შესახებ.

თუმცა შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თქვენს ყველა წამოწყებას აღმაფრენით შეხვდება,რომელიც დაგეხმარებათ  მიაღწიოთ წარმატებას და გახდეთ შეუცვლელი.აუცილებლად ჩასჭიდეთ ხელი ასეთ ადამიანს და იყავით ბედნიერი იმის გამო, რომ გყავთ თანამოაზრე.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

30 ფოტო მსოფლიოს ყველაზე საოცარი ქალაქიდან – დუბაი

დუბაი — არაბთა ერთ-ერთი საემირო, სადაც ყველაფერში ჩანს ექსცენტრიულობა და ფუფუნება. სულ რაღაც 30 წლის მანძილზე, მეთევზეების სოფელი გახდა წარმოუდგენელი სილამაზის უმდიდრესი ქლაქი. მისი არქიტექტურისა და ცხოვრების გადარეული სტილის შესახებ

Print Friendly, PDF & Email

სად იკარგება ადამიანის შესაძლებლობები?

ადამიანებს რომლებსაც სჯერათ, რომ მათ არ შეუძლიათ ისეთივე წარმატების მიღწევა, როგორც მიაღწიეს სხვებმა, ისინი ჰგვანან არარეალიზებულ შესაძლებლობებს. რეალურად კი ყველა ადამიანს აქვს უნიკალური შესაძლებლობების ფართო არეალი, ნიჭი და ბუნებრივი ტალანტი,

Print Friendly, PDF & Email

როგორ მოვაგვაროთ კვების პრობლემა ბავშვებში. რჩევები მშობლებს

თუ თქვენი ბავშვი მიირთმევს სტაფილოს პიურეს და შემდეგ ჯერზე უარს ამბობს მის მიღებაზე… ან თუ თქვენ გჭირდებათ ხვეწნა, რომ შეჭამოს საჭმელი, იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო. დაახლოებით 20 %–დან

Print Friendly, PDF & Email

ფრაზები, რომლებმაც შექმნეს ცივილიზებული ადამიანი (ნაწილი II)

ადამიანთა სინამდვილეში არაფერს იმდენი წვრთნა, ვარჯიში, შრომა, ტანჯვა, წამება, გულისხეთქვა, შეშლილობამდე მისული სასოწარკვეთა არ სჭირდება, როგორც ნიჭთან დაკავშირებულ საქმიანობას. ნიჭი, მართალია, ღვთის საჩუქარია, მაგრამ მხოლოდ მას შეუძლია მისი მიღება, ვისაც სულიერი სიმტკიცე და

Print Friendly, PDF & Email

სიმდიდრის 10 ნიშანი

1. პასუხისმგებლობის გრძნობა ჩვენ პასუხისმგებელი ვართ საკუთარ ცხოვრებაზე. ყოველი ჩვენგანი პასუხისმგებელია იმაზე, რაც გვაქვს, ყველაფერ კარგსა და ცუდზე. ყველაფერი რაც გვაქვს, წარმოადგენს მხოლოდ ჩვენი საქმიანობის შედეგს. მდიდარ ადამიანსაც ესმის ეს.

Print Friendly, PDF & Email

კარგი მანერების კოდექსი

1. კამპანიაში მისვლისას ულამაზოა მეწყვილეს მარტო დატოვება იმის გამო, რომ ყველასთან მიხვიდე, მიესალმო და დალიო. თუ კამპანია 10-ზე მეტი ადამიანისგან შედგება, ხელის ჩამორთმევა 1 ადამიანისთვისაც საკმარისია! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სულელურად

Print Friendly, PDF & Email